მელაპარაკე: დრო და მანძილი ხომ არ არსებობს სიყვარულისთვის... სიჩუმეს ვიღებ, როგორც სამარეს და მეშინია ჩემი გულისთქმის... მელაპარაკე: რომ ისევ ერთად ვიქნებით დღესაც,ხვალეც...და მუდამ, რომ შეისმინა მაღალმა ღმერთმა ჩვენი ლოცვები,ჩვენი მუდარა... მელაპარაკე: რომ ჩემტან გინდა, და გეშინია მარტო დარჩენის... მელაპარაკე: თუ როგორ წვიმდა, წვიმისგან ცრემლებს რომ ვერ არჩევდი... მელაპარაკე: დრო და მანძილი გულში ტკივილებს როგორ ალაგებს... რადგან ძილსიაც ვიღებ სამძიმარს, სიზმრებში მაინც მელაპარაკე.
ხან თვალცრემლიანი სიზმრებით გაძინე, ხან გულით გახარე და გულით გაცინე, ხან შენი ხსნა ვიყავ, ხან შენი წამება, ხან რაღაც გითხარი, ხან ენა დამება. ხან შენს მკერდს ვემონე, დავნებდი ხან მკლავებს, ხან ერთნი ვიყავით, ხან ვგავდით ანკლავებს, ხან შენი ტუჩები ტუჩებზე მეკონა, ხან შენთვის შევძრავდი სამყაროს მეგონა. ხან ღმერთად შეგრაცხე, ხან ხატებს გადარე, ხან დამცირებული ჯოჯოხეთს გატარე, ხან ჩოქვით მოვედი, ხან ჩხუბით, ხმაურით, ხან ჩუმად წავედი, ხან აურზაურით, ხან ისევ მივდივარ და მოვალ, გპირდები!
დამიძახე დამიძახე როცა ძლიერ მოგენატრო, როცა გინდა ფიქრი ყოვლის დავიწყების, არ შეშინდე,დამიძახე ,უმალ მოვალ, მოგიტევებ,მწველი ცეცხლით დავიწვები. გევედრები,ისევ მიხმე,როცა გსურდე, თუნდ დამეწყრონ სულის ყველა ნათლის სვეტი. არ დაფიქრდე...დავბრუნდები,რა მოხდება?! რა მოხდება?მოსახდენი რაა მეტი? შევრიგდებით,გაპატიე,მაპატიე, სანამ დროა,არ ჩახერგონ ბილიკები, არ გაიგოს არსთგამრიგეს ჩვენი წყენა და მავანთა ავირიდოთ ქილიკები. დამიძახე ,როცა ძლიერ მოგენატრო, როცა გსურდეს ფიქრი ყოვლის დავიწყების, დამიძახე,დამიძახე,ჩუმად მოვალ, შესაწირად შენს ხატებთან დავიწვები.
შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება, ცაზე ვარსკვლავი არასოდეს არ აინთება, შენ თუ არ მოხვალ - მონატრებით დრო გაჩერდება, ცხოვრება უკვე ადგილიდან არ დაიძვრება; შენ თუ არ მოხვალ - დავასრულებ ცრემლით სიცოცხლეს, თუკი ვერასდროს შეგეხები - რაა ცხოვრება? შენით ვცოცხლობდი, შენით ვცოცხლობ, მინდა იცოდე! შენ კი სახელი, ალბათ, ჩემი არც გაგონდება. შენ თუ არ მოხვალ - ამ სიყვარულს ტკივილი მოკლავს, ფიქრებს დაღუპავს სინანული, შენ კი არ მოხვალ...
ფიქრი რომ ვიყო, რომ შემეძლოს ზმანებასავით მოვიდეს შენთან ხორციელი ჩემი სხეული, რომ გადმოვთელო შენს ძებნაში ძველი გზასავით მე ეს სამყარო, შემზარავად გარს მოხვეული,
რომ ვერაფერმა შემაკავოს.... რომ ვერ იქნება ხელისშემშლელი სიშორე და უსაშველეთი, რომ მოგიძიონ მოფარფატე ჩემმა ფიქრებმა და უსწრაფესად გადმოლახონ ზღვა და ხმელეთი...
მაგრამ ვაი, რომ ფიქრს და სხეულს არ აქვთ მსგავსება და ვერსად გეძებ, უცხოეთში გადახვეწილო! წყალმა და მიწამ ისე შექმნეს ჩემი არსება, რომ დროს და სივრცეს ვერასოდეს ვერ შევეცილო...
შენს შესახვედრად კარი ჩემთვის არსად იღება და ეს სიცოცხლე ჩემს სხეულზე ცრემლად იღვრება...
მთვარეც სევდიანი... ღამეს შეფარვია უხმო აჩრდილები... ისევ მენატრები, ისევ ჩემში არის... შენი მოგონების რაღაც ნაწილები...
ღამის ნოსტალგია... მთვარეც მარტოსული... აღარც ვარსკვლავები მიმეტებენ... ისევ წარსულში ხარ ჩემთვის გადასული... ვიცი, ვერაფერი დამაიმედებენ...
თეთრი ღიმილები, შეპარვია ღამეს... ვხედავ მთვარე ღრუბლებს ისევ გამოექცა... ჩემი მონატრების ვერ გითხარი რამე... და ცა უშენობით თავზე ჩამომექცა...
მთვარე დამეკარგა... ღამის ლაბირინთში... გზა ვერ გავაკვლიე, და ბედს ჩემსას ვწყევლი... და გაოგნებული მელოდიურ რიტმში... წვიმად ეფერება მიწას ჩემი ცრემლი...
მთვარე... სევდიანი... სევდით გალეშილი... მთვარემ ტკივილები ისევ განმიახლა... ღრუბელს ვეფერები შენზე დაგეშილი... ვიცი, ყველაფერი ჩემზე იცი ახლა...
ღამე გამიგიჟდა... მთვარეც სადღაც გაქრა... ვხედავ, შეპარვია წარსულს მონატრება... უკვე აღარ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა... უკვე დილაა და მთვარე მენატრება...
ცხოვრების გზაზე ისე იარე არსად არ შეხვდე ვარდებს ეკლიანს არსად დაეცე თორემ იცოდე რომ წამოდგომა ძალიან ძნელია მაგრამ ცხოვრებას შენ ვერ დაგეგმავ ყველაფერი ხომ უფლის ნებაა და თუ ოდესმე შენც გაგიჭირდეს ტაძარში შედი სულის შვებაა და თუ სანთელი ყველა ჩაგიქრა გულს ნუ გაიტეხ და ეს იცოდე შენი სანთელი თუ არ ანთია სხვის დანთებულზე მაინც ილოცე მთელი ცხოვრება ისე გალიე შიში არ გქონდეს არაფრისქვეყნად მუდამ გახსოვდეს ღმერთი გიფარავს და მეც ყოველთვის ვიქნები შენთან