ზღვის სურნელია... ქარი არწევს რძისფერ ამინდებს, ცა - მწეველ მზეს უფენს შენს ტალღისფერ გამოსხივებას, ნიჟარის გუგუნს ნაპირიდან ღელვა წაიღებს - სადაც მზე კოცნის ჰორიზონტს და (ეს) გარინდება... გაითავისე... როცა ზეცამ მეწამულ ფერად - ბროწეულები შეარხია მონეს (ხელწერით) ქარი ზვირთებში აქაფებულ სურნელს დალეწს და - აქ ბახმა ღმერთებს დაუწერა „ლურჯი შედევრი" თენდები... როცა ალუბლების სუნთქვა გაღვიძებს და წყნარ მუსიკას - ფუჟერიდან უთავსებ ღვინოს, თენდები... როცა ცა ღელავს და ხასხასა ზვირთებს... შენს აივანზე შემოხეთქილ! ივლისის ბოლოს -ცეკვავდი ჩემთვის... და ცეკვავდი! - ზღვისთვის ცეკვავდი, ქვიშაზე ორთქლი იღვრებოდა - მთათა ნისლებად, ნიჟარის გუგუნს ზღვის სურნელი დააწვა - ვარდის, ცეკვავდი სუნთქვით და ცეკვავდი ასე - თ ა მ ა მ ა დ...
ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო, ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა? დამივიწყეთქო,_ეს კი არ მთხოვო, შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან! თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?! თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?), თუ მოგენატრო, გამაგებინე! გხედავ სიზმარში, თვალს თუ დავხუჭავ, მერე სიცხადეს ვწუევლი შემზარავს, აქ უნდა მყავდე,ახლა, ამ წუტას, სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას. ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს, ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე, გულმა ნატვრად არ აგაკელაპტროს, როგორც ყოველთვის, როგორც აქამდე. ვერ დაგივიწყებ, თუნდაც ვეცადო, თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას! სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ, სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს. და თუ ღმერთი გწამს, ბედმა ამ ბოლოს მე, მარტოობას რომ შემარიგა, დამივიწყეთქო,_ის კი არ მთხოვო, შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!!!!!
სულელო... ღამეა და ამეკვიატე, წერილი ჩემიდან შენამდე მესიჯად, მოვა და ერთ დილას კვლავ გაგილამაზებ, სიყვარულს დაგიფენ სუნთქვასთან სხივებად. ოცნებებს არ ვეტრფი და როგორც არასდროს, ვგრძნობ, უკიდეგანო-მე, რეალისტი ვარ, ხვალ სიო დაკეცავს გაშლილ ფრთებს, სანაცვლოდ, ვითხოვ და სიზმარშიც თვალებში ჩაგხედავ. სულელო... მსურდი და დღეს აგიკვიატე, დღე არა, ღამეა, ჩურჩულის საათი, ქვაფენილს ფეხდაფეხ, რომ ავეტიალე, ფიქრებად კი არა, სურვილის ნაფაზით... გრძნობებით თამაში არჩემეულია, სულელურ ფრაზებით არ მინდა მოგხიბლო, ამ წერილს უბრალოდ, მესიჯად ვაგზავნი, სამ სიტყვად: მიყვარხარ! მიყვარხარ! სულელო.
თვალებში ჩარჩენილ ლოდინის ნაკვალევს, მოვალ და უტკბილეს კოცნებით გავფანტავ.. შენ კი ჩემს სახეზე და ხელის მტევნებზე.. გულიდან წამოსულ სიყვარულს გაბანტავ. მაცდური გრძნობებით აღსავსე სხეულით ვეხები სამყაროს და მინდა ამ განცდით, რომ ბოლო მოვუღო საკუთარ ცნობიერს... შენ მკოცნი ისე, რომ სუნთქვასაც არ მაცდი.. ფრჩხილით ემოციას ვხატავ შენს ბეჭებზე მიყვარხარ – ვამბობ და.. მერე ვჩუმდები.. არ მინდა გაჩერდე, რადგანაც ჩემს ყელზე ითვლი პულსაციას მხურვალე ტუჩებით.. სურვილით დაცვარულ ჩემს ტანსაც, თითებით საკუთრად ინიშნავ უხეში ვნებებით.. გონებას ვაძინებ კოცნის იავნანით და სუნთქვაშეკრული შენს მკლავებს ვნებდები.