*********
"მე შენს თვალებში ამოვიკითხე გრძნობა ულევი

და სამუდამოდ დაკავშირდა ჩვენი გულები,

ილუზიებში გადავეშვი როგორც სულელი

და მომეძალა ფანტაზია გამოულევი.

გამოულევი როგორც წყარო ანკარა,წმინდა

ჩემი ცხოვრების გატარება ფუჭად არ მინდა,

მინდა რომ გრძნობა როგორც თოვლი თავზე მათოვდეს

და მარად შენი სიყვარული გულით დამქონდეს.

დამქონდეს როგორც უსაშველო ტკივილი,სევდა

ვიცი რომ როცა გრძნობას გაგიმხელ გეცმა ელდა.

სევდა ფარული როგორც მთვარე ღრუბლებს ეხება

ამ ქვეყანაზე შენ ვერავინ ვერ შეგედრება.

ვერ შეგედრება ბაირონის თეთრი ცრემლები,

ნუთუ ვერ ამჩნევ დღე და ღამე თავზე გევლები,

გევლები როგორც თოლიები წყაროს ანკარას,

შენს სიყვარულში გადავაბრუნებ თავად საჰარას.

იცი? დღეს შენმა სიყვარულმა დილა მახარა,

ახლა მითხარი ჩემმა ლექსმა თუ გაგახარა?

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
რომ დაგენახა ლოყამ ცრემლი როგორ ატარა, ვიცი მეტყოდი... სულელი ხარ თანაც პატარა...
ნანახია: 452 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ცა მარტოობამ ცრემლით დასერა,
მზის სხივმა კოცნა მოსტაცა ივნისს,
რა ვქნა, თუ მწვავდა სხვა ბედისწერა,
რა ვქნა, ვერ ვუძლებ ამ გულისტკივილს.

აკაციის ქვეშ ტიროდა ღამე
და ჩემს ოცნებას ფრთები სტყდებოდა,
მემატიანე ფურცლავდა დარდებს
დარდებს,რომლებიც მებევრებოდა.

მატარებელი მიქროდა და ჩვენ
თვალები გვწვავდა,მანძილი გვწყინდა,
ვნებას, რომელსაც მორალით კლავენ,
ჩვენთვის ის იყო ყველაზე წმინდა,

ფუჭ ოცნებებში ვკარგავდით წუთებს,
მღელვარე სულის დაიმსხვრა მინა,
ჩვენ ერთმანეთზე ვხატავდით სიზმრებს,
სხვის სასთუმალზე როცა გვეძინა...

ფიქრი წარსულზე ხშირად მაწვალებს,
ბედისწერასთან ბარათებს ვგზავნი
და ისევ ველი იმ მატარებელს,
სადაც გავხდები კვლავ შენი მგზავრი..

ნანახია: 435 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,
რომ ჩამისუნთქო,
მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით
ჩუმად ვინახავ,
მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,
ცაში ვიქნები,
და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,
ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,
რომ წამიკითხო,
მერე დადუმდე…
დაგადუმებს დროის დაკარგვა,
მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,
რომ ერთხელ მაინც მოგენატროს
ჩემი დანახვა…

ნანახია: 264 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

მ ა პ ა ტ ი ე . . .
გუშინ წავაწყდი შენს უძირო, მოწყენილ თვალებს,
მოგონებებმა დამისერეს მწარედ სხეული...
მერე დავჯექი, გაოგნებით გიყურე დიდხანს,
გიცქერდი კრძალვით, ოცნებებად გადაქვეული.
წვიმდა... და მაინც გაურკვეველ ბურუსის ფონზე,
ის ღამე დარდით, სევდიანი ფიქრით გავლიე...
მერე გათენდა და თან გული დამწყდა საოცრად,
არ შემიძლია რომ მიყვარდე, და...
მ ა პ ა ტ ი ე . . .

ნანახია: 441 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ღამე ფიქრებს მიაძინებს, სადმე...
მინდა ისევ,
შენს ტუჩებში დავდნე...

ზეცა მინდა მოგაფარო, საბნად...
შენი სითბო,
ჩავისუნთქო ხარბად...

ცაზე, ჩვენი სიყვარული ენთოს...
ღამე,
შენით გამითეთრე, ღმერთო...

ამერიოს წარსული და აწმყო...
და რითმები,
მთელი ღამე ვაწყო...

მინდა, ისევ აგარიდო ნისლებს...
სიყვარული,
გვაგიჟებდეს ისევ...

შენით მთვრალი, მზე მითბობდეს დილას...
ჩაძინებულს,
მოგეპარო ფრთხილად...

გვირილები გავაშიშვლე, მარა...
ვერ გავიგე,
გიყვარვარ თუ არა...

ისევ ლექსებს ავედევნე, ვითომ...
სიზმრად მოდი,
სხვას არაფერს ვითხოვ...

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.

ნანახია: 446 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
არაფერია... თუ სულში წვიმდა,ეს განშორებაც არაფერია...ხედავ? ხეებზე დამსკდარა კვირტი,შენ რომ ვერ გხედავ დასანანია.არაფერია, თუ არ გიყვარვარ,თუ ჩემს ბილიკზე არ გაგივლია,თუ ყველაფერი მე მოვიგონე,გჯეროდეს... ესეც არაფერია...
ნანახია: 473 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ვნება იღვრება ღამის სარკიდან,
შენმა სურვილმა ცეცხლი წამკიდა,
რისთვის მიხმობდი მთრთოლვარე ხმებით,
ალერსის გარდა კიდევ რა გინდა?
მე ვეღარ ვუძლებ მაგ სუნთქვის ხანძარს
და მთელ სხეულზე ცეცხლი მედება,
შენა ხარ ჩემი სუნთქვა და ცეცხლი,
შენი ტრფიალი მეიმედება.
ამაღამ მოდი, ნახანძრალ სხეულს
შენი ამბორი წამლად ედება.

ნანახია: 462 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
ვიცი არ მიპასუხებ,
გასული ხარ ზონიდან...
მაგრამ შენზე ფიქრები, სიყვარულზე მეტია...
შენს ბაგეზე ყოფნა და შენი სუნთქვა, მომინდა...
ცრემლი გამეჩხირა და გულში, არ დამეტია...
გეძებ მთელი ცხოვრება,
მოვატოვე წარსული...
ვერ გავიგე უჩემოდ, რატომ გიჯობს სოცოცხლე...
მერამდენედ გირეკავ, ზონიდან ხარ გასული...
ნეტავ თუ გენატრები, ეს რომ მაინც, ვიცოდე...

გზაში წამომეწია,
დრო, უშენოდ მავალი...
ვკითხე, სად დამეკარგა სიყვარული თავნება...
მიპასუხა, რომ ახლა, დროა გარდამავალი...
არ შემშვენის აწმყოსთან პარალელის გავლება...

ისე დავემშვიდობე,
არ მითქვია ნახვამდის...
ვინც ეძებსო პოულობს, მომაძახა შორიდან...
მინდა, სანამ გიპოვი, სანამ სადმე გნახავდე...
მზეს ამოსვლა დავასწრო, დილა შენ რომ მოგიძღვნა...

დრო ოთახში ჩავკეტე,
დღეებს ვითვლი თითებზე...
თვალებს ისევ ატყვიათ, მონატრების სისველე...
ისე მომენატრე, რომ გავიბუტე ფიქრებზე...
გულში თუ არ ჩაგიკრავ, მანამ ვერ მოვისვენებ...

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 94 95 »
Website builder - uCoz