********
სუსტი არისო როცა ამბობენ ქალზე!
უცნაურია რად არ იცინის ღმერთი.
ათასი კაცის ღონეს დასჯაბნის ზოგჯერ,
იმ ერთი ქალის სუსტი ღიმილი ერთი.
რა მოხდა თუკი დაღლილი ფიქრით,
წვიმის ცხელ ორ წვეთს ჩამოვაყოლებთტკივილს
ვითომ და ძლიერი მამაკაცებიც ხშირად,
ნატრობენ მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს!
ქალი, ქალი მზისაგან და სათნოებისაგან გაუჩენია უფალს,
ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს.
ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა,
ქალში გაჩენილ ახალ უმანკო სუნთქვას!
რა არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად,დედობა,
დედობა ჯილდოდ უბოძებია უფალს!


ნანახია: 500 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

>>>>>>>
..ტიტების ფოთლებზე დაგიწერ სტრიქონებს
და მარტის ქარიშხალს მივანდობ… მომენდე,
რომ ცაში გულთეთრი მტრედივით იქროლებს
ღრუბლების დონემდე.

და მოვალთ, ჩუმად და არავინ… ამინთე
ფარანი, ბნელა და ვერ შევძლებ ხეტიალს.
რომ ცა ხარ ზაფხულის წვიმიან ამინდში
ტიტები გეტყვიან.

(ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული,
ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან)
რომ მზე ხარ ჯურღმულის ფსკერზე ჩამოსული
ტიტები გეტყვიან.

მე ჩუმი, არავინ, შევცქერი გრიგალებს,
ხომ იცი სიტყვები გრიგალში ფეტვია.
სული რომ დუმილის მეფობას იბრალებს
ტიტები გეტყვიან.

მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით,
ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია.
რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით,
მე ვერა, ტიტები…
ტიტები გეტყვიან...


ნანახია: 540 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,- 
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეის ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

...
მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან, რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ!

ნანახია: 499 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ყველაზე დიდი საოცრება...
ყველაზე დიდი საოცრება სიყვარულია,

როცა ნამდვილად გიყვარს, მაშინ... სიყვარულს ჰგევხარ...

როცა უყურებ...მაშინაც კი..სულ გენატრება...

ღმერთი გგონია თავი, როცა იმას უყვარხარ!

იცი, ახსოვხარ...ესმის შენი უხმო ძახილი,

გჯერა მიაწვდენ ხმას ყოველთვის, როცა მოუხმობ...

სასწაულია სიყვარული თავის ბუნებით,

სანთელს ჩამოჰგავს, იწვის მაგრამ ქარი ვერ აქრობს!

ცარიელია უიმისოდ მთელი ქვეყანა,

ის ერთი არის საკმარისი სიცოცხლისათვის,

როცა შენს გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებს,

სიცოცხლეს მისცემ...იმის ერთი გაღიმებისთვის!

ნანახია: 506 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*****
ხან გულს ათასფრად მოაწვება შენზე ფიქრები.. 
თითქოს მეძახი, ან უბრალოდ მე მეჩვენება..
განაბულია გასუდრული მთვარე იფნებში
და რძისფერ რაფას მონატრება ეალერსება..

ხან გულს შვიდფერად გადამიღლის შენზე ოცნება...
გრძნობების მაინც ჯერ არ მიღირს თითქოს გამხელა..
ხან დავმუნჯდები..და არ ვიცი დამეჯერება?
რომ დავიტიე ამ პატარამ გრძნობა ამხელა...

ნანახია: 498 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

))))))))

აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ვინ იცის რა ძლიერ...
ალერსის ხმას ედარება
ვიტანჯები ფიქრთა მიერ...
ფოთლებს ასველებს და
მიწას ეშხაპუნება...

ცას უხდება წვიმის ქვევით დინება
და ძეწკვივით წვეთის ჩამოკიდება..
ლამაზი ქვეყნის სიყვარულს ვერას ავნებს
მუქი ზეცა და არც შავი ღრუბელი...

შუშხუნებს შემოდგომის მაჭარი
შეისვენებს შორეული მგზავრი...
წვიმის წვეთი მღერის ისე ლამაზად
უფრო ლამაზ ლექსად ვეღარ ითქმის:)))

ნანახია: 498 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

****

მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები,
ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს,
ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და
ანგელოზურად მეტყვიან სალამს.
ამ წელს სიყვარულის ღმერთი გამიცინებს,
ეს ღამე ლამაზად უნდა გავათენო,
გვერდს დამიმშვენებენ ზეცის მოციქულნი,
დილით გამიღიმებს მთელი საქართველო.
დილით გამიღიმებს მთელი საქართველო,
უნდა გამოვცალო სიკეთის ფიალა,
წელო ლამაზო და წელო დღენათელო,
უნდა მომირჩინო წელს ყველა იარა.
მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები,
ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს,
ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და
ანგელოზურად მეტყვიან სალამს.



ნანახია: 495 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

miyvarxar
მე შენ ფიქრებში დამთენებია,

დილით კი ლექსიც დამიწერია,

ეს სიყვარულზე უფრო მეტია,

შენი დანახვით ცრემლიც მდენია.

ეს ცრემლი ჩემში სიყვარულია,

სიყვარული კი თავად ღმერთია,

გხედავ და მიკვირს თურმე უშენოდ

არცერთი წამი არ შემძლებია...

ნანახია: 412 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ქარს მიჰქონდა სახეები შორეული....
ქარს მიჰქონდა სახეები შორეული,
მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს,
საქართველო თვით სამოთხის ორეული
წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს.

სარკინოზნი, ყრუ მურვანი თი ბედკრული,
სისხლში ღებდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
იყო ჟამი ქართველთათვის წამებული,
სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს...

იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი,
ქართვლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა,
იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი
და სტამბულში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა.

წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული,
ვაზის ჯვარი_მირიანის შთაგონება,
ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული...
ასე იყო ცათა შინა უფლის ნება!!!

ნანახია: 476 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 3 4 5 ... 94 95 »
Website builder - uCoz