Qals
ვინ სთქვა:"ქართველ ქალს მშვენება
მაღლით არ მოჰმადლებია?"
არც ერთი ნიჭი ბუნების
რჩეულსა არ დაჰკლებია!
თვით სარკე ხელოვნებისა,
შემკული გარეგნობითა ,
გონების ნერგი მაღალი
აყვავებული გრძნობითა,
თვალს სჭრის და გულსა იტაცებს
ანდამატურის ძალითა
და ჰხიბლავს ყოველ არსებას
გარს შემონაშუქ ალითა!
ბნელში მნათობი , ნათელში
მოთინათინე ქმნილება
ესისხლხორცება სიცოცხლეს
 სხვისას არ ენაწილება!!!

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Yvelapers gachuqeb
აპრილის სინორჩეს გაჩუქებ,
ჩუქება ადრიდან მჩვევია
ჩუქების მეფე ვარ, იცოდე,
გავცემ. . . და ყოველი ჩემია

გაჩუქებ გაფურჩქნულ ყვავილებს,
ფუტკრების ტრფიალში ნატკბურებს,
გაჩუქებ იების იმ ღილებს,
ტყის სურნელება რომ აპურებს.

ჩუქების მეფე ვარ, გაჩუქებ
იმ გრძნობას, პოეტს რომ ამუნჯებს
იმ გულწრფელ სიცოცხლეს გაჩუქებ,
ცის ტატნობს რომელიც ალურჯებს.

გაჩუქებ!!. . ყველაფერს გაჩუქებ!
ჩუქება ადრიდან მჩვევია.
ჩუქების მეფე ვარ იცოდე
 გავცემ.. . და ყოველი ჩემია!

ნანახია: 439 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Shenze meocnebe
მე სიყვარულის სადღეგრძელო დავლიე წუხელ,
ჩემი დარდები ღვინით სავსე თასში ჩავკალი,
შენზე ფიქრებში დამათენდა ძვირფასო გზაზე
და შენი ტრფობით ამერია კარგო გზა-კვალი.
დავბოდიალებ ნამთვრალევი გზა არეული,
უცხო ქუჩებში შენი სახლისკენ დავეძებ სავალს,
მარტო დავდივარ უგრძნობელი ვით მთვარეული
და მხოლოდ შენი თვალთა სხივი მინათებს გზა-კვალს.
შენს სიყვარულში უიმედო, ბედ-დაწყევლილი
შენზე მლოცველი დავიჩოქებ საყდარის კართან,
და როგორც ბავშვი დედის მკერდში სულგანაბული
სულის სიმშვიდეს მოვიპოვებ ღვთისმშობლის ხატთან.
მე შენზე ფიქრში გავატარებ მთელს ჩემ სიცოცხლეს
და ასე ვივილი უგზო-უკვლოდ, გზა არეული,
როცა დარდები დაიმონებს ჩემს გულს იცოდე,
ჩემი ცხოვრების შარბათს შევსვამ შხამ გარეული.
როცა სიკვდილი დაიბუდებს ჩემს ცივ სხეულში,
ჩემი თვალები როცა უკვე სულ მთლად ჩაქრება,
მოვკვდები, მაგრამ შენიებ ტრფობა დარჩება გულში,
 შენი აჩრდილი ჩემს გულიდან აღარ გაქრება.

ნანახია: 470 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Gmerto mapatie
ღმერთო ნუ გამწირავ, ბედო ნუ დამცინებ,

ლექსო ნუ მიმტყუნებ, ფიქრო დამაძინე.

თავი დამანებე, კმარა რაც მაწვალე

ღმერთო ნუ გამწირავ, ცოტა შემიბრალე.

ღმერთო ნუ გამწირავ ის რომ შევიყვარე

შემინდე ცრემლებიც მისთვის რომ დავღვარე,

შემინდე ის ღამე მისთვის რომ ვათიე

ღმერთო ნუ გამწირავ, ღმერთო

 მ ა პ ა ტ ი ე .”

ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Vafasebt
ქალს ვერ აფასებთო
ეგ როგორ იფიქრეთ, ეს რამ გათქმევინათ ჩვენზე?
თქვენ რომ გაგიჭირდეთ
სულსაც კი დაგითმობთ, არვინ დაფიქრდება მეზე.
არ ხართ ერთგულნიო
ღმერთო ეს რა მესმის... ვისთვის მოგვიკლია წლები
თქვენთვის დავიბადეთ
თქვენთვის ვიცოცხლეთ და ახლა თქვენთვისავე ვკვდებით!
ზოგჯერ რომ გვტოვებთო?!
მზის სხივს რომ ვერ ვუძლებთ, ზოგჯერ თავს შევუშვერთ წვიმას
განა თქვენ გშორდებით
თქვენთვის დაბადებულთ, სული თქვენთან ყოფნით გვიდგას.
სხვასაც უყურებთო
მწარე რომ არ ვჭამოთ, ტკბილს ვერ დავაფასებთ ასე
ჩვენ მოწყურებული
დაღლილი მგზავრნი ვართ,თქვენ წყარო მოჩუხჩუხე გზაზე.
ქალს ვერ აფასებთო
აწი აღარა თქვათ, გული არ გვატკინოთ ასე
თქვენს დასაფასებლად
 გაჩნდა ქვეყანაზე კაცი ოცნებებით სავსე!!!

ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Genatreba?
,,,გენატრება? მალე მოვა შენთან,
გესიზმრება? ის სიზმრებშიც გიხმობს,
ენატრები სიცოცხლეზე მეტად,
ეძებს შენგან დატოვებულ სითბოს.

გეფიქრება? ისიც ფიქრობს შენზე,
ფიქრობს შენზე დათოვლილი დარდი,
შეაგროვებს მთვარის ყვითელ ცრემლებს,
და ჩაგიბნევს ვარსკვლევებად თმაში.

გააჩერებს დედამიწას წყვილი,
მოწყურებულს დაგიოკებს ვნებას,
სიყვარულის ანგელოზი შენი,
გაზიარებთ მარადიულ ტრფობას.

მონატრებულ სულში იგრძნე სითბო,
თვალებს ცრემლი გაალერსებს სევდად,
 ის კი თავის სიზმარეთში გიხმობს,,,

ნანახია: 427 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Dzneli yofila
ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად,
სიკეთე თესო და ქვაზე დადო,
ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც
და სიყვარულით იცხოვრო მარტო....
ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის,
როცა არსად ჩანს იმედის კვალი,
ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო,
არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი..
ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე,
შენი ოცნების ერთგული დარჩე,
ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს,
მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს...
ძნელი ყოფილა შეიცნო თავი
და შეცდომებზე პასუხი აგო,
ძნელი ყოფილა ინატრო წამი,
 მარადიული როგორც სამყარო...

ნანახია: 425 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Dila mshvidobisa
დილა მშვიდობისა მზის სადარო მზექალო,
ცაზე უფრო მშვენიერო ქალღმერთო,
მყინვარებზე უკარება ვარდის ფერო ბაგენო.
ალბატ ტკბილო როგორც ყურძნის ბადაგო,
არაგვივით მოელვარე წაბლის ფერო ტალღებო,
ხან მასავით დატალღულო და ხან მშვიდო მშვენიერო მზექალო.
დეკის ფერო, საუცხოვოდ იდუმალო თვალებო,
მის გარშემო მოელვარე სილამაზის უდუდესო შედევრო
რაღაც უცხო თვალთ ხილულო საოცნებო ზღაპარო...
სილამაზის ერთო დიდო ერთ სხეულში თავმოყრილო
 მშვენიერო საოცნებო ქალღმერთივით ქალაო.

ნანახია: 471 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

siyvaruls
არც ერთ გრძნობას არ ეგების მიძალება,
არც სიცრუით დაგებული კაკანათი
სიყვარულზე ლაპარაკი ისწავლება,
სიყვარულს კი ვერ ისწავლი ლაპარაკით...
მაშ!- ნუ გათრთობს ზღუდეა თუ ტიხარი,
გადაევლე სიძულვილის დირესაც
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს....
დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან
სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო,
სიყვარული იმდენჯერვე პირველია!
 რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო.....

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Cxovrebis azri
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.

შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.

დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
 ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 94 95 »
Website builder - uCoz