იცი?ლოდინი რა ძნელია?! როცა სიმარტოვეს ებრძვი, ნახე...რამდენი ვარსკვლავია მე კი მენატრება ერთი! იცი? უშენობა რა ძნელია?! ამ დროს ლექსის წერა მშველის ირგვლივ იმდენის თვალებია, მე კი მენატრება ერთის! იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია? ალბათ უშენობა შემშლის, ირგვლივ იმდენის ღიმილია... მე კი მენატრება შენი! იცი? სიყვარული რა ძნელია?! როცა გულში იკლავ შენთვის, ფუჭი ოცნებებიც დამღლელია როცა ვეღარაფერს შეცვლი! ხედავ? ეს გული რა წრფელია?! როცა შენზე წერს და გეტყვი... ირგვლივ იმდენის თვალებია და მაინც მენატრება შენი!
ღამე უშენოდ არ გაივლის ჩემო სიცოცხლე, ფიქრი უშენოდ არ ჩაივლის ესეც იცოდე. ღამით ოცნებას რომ მივეცემი შენთვის ვილოცებ და ეს იცოდე,მხოლოდ შენთვის ღირდა სიცოცხლე.
ფიქრი ფიქრად დარჩეს… ვეღარ გადამარჩენს. მორჩა ნაფიქრალი თავნება. წლები დავითვალე.. ნუთუ დავიღალე.. ნუთუ ყველაფერი მთავრდება..
რჩება სინანული.. სულში მიმალული.. წლები ნეტა საით წამიყვანს.. ცრემლი დავატანო და ქარს გავატანო?.. არა, დავიწყება არ მიყვარს.. მე სულ აქ ვიქნები.. ლექსში ავინთები.. ლექსად მოვალ როცა მინატრებ.. მე ხომ ის ვიყავი ცა რომ გაგიყავი.. ახლა დარჩენილსაც გინათებ.. წლები გამეცალა.. ფიქრი არ მაცალა.. მიდის და წამებსაც არ მარჩენს. მაინც აქ დავრჩები, ლექსში გადავრჩები.. ლექსად მოგიყვები დანარჩენს...
მინდა მოგიძღვნა ლექსი ლამაზი ნაღვენთი თაფლის სანთელის შუქზე, მინდა მოვწყვიტო შენთვის ვარსკვლავი უკიდეგანო სამყაროს ზღურბლზე, ეს დედამიწაც მინდა გაჩუქო, მთებით, ველებით, თუ რამეს ვუმზერ. მინდა შენს ყოველ ნაკვალევს ვუძღვნა, სადაც ფეხს შედგამ ამ მიწის გულზე, ნამით მორთული ნაზი ყვავილი, უხვად რომ აფრქვევს მათრობელ სურნელს. მზეც მინდა მოგცე იმისთვის, კარგო, რომ მოხდენილად გეკეთოს გულზე, სიმღერა მინდა ისე გიმღერო, იადონიც და ბულბულიც დუმდეს. შენი სახელი მინდა ვიყვირო, რომ ქვეყანაზე სულ ყველგან ქუხდეს, წვიმის წვეთებიც მინდა შენ გქონდეს, ოკეანედ რომ იქცევა უცებ, მერე მინდა, რომ კალმით დაგხატო აზვირთებული ტალღების ზურგზე, ცისარტყელებით შენთვის მოვქარგო ცისა კამარა, ღმერთების ბუდე და ზედ კი მინდა დიდად დავწერო - მე მას ვუყვარვარ! სუყველას გშურდეთ...
როგორ მეცნობით, ქალბატონო,ნეტავ ხვდებოდეთ, მაგ რიდეს თვალთა ელვარება რომ შეუპყრია, ნეტავ ჩემს თვალწინ კიდევ ხუთ წუთს გაჩერდებოდეთ და მოიხსნიდეთ სახისაგან რიდეს და წყვდიადს. თავსაბურავი, ქალბატონო, სამკაულია მაგ თქვენს სახეზე მოელვარე შავი ცრემლებით, ისე მეცნობით, რომ მართლაცდა სასწაულია...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ოცნებების... ჩემი სურვილების ფიქრი - ოაზისი... უცხოდ ნუ მიღიმი, ასე მოჩვენებით... არც ცა არ მჭირდება, იცი, არავისი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი სურვილების... ჩემი ოცნებების დარდი - არითმია... იცი? თუ ოდესმე მოგესურვილები... ჩემი სიყვარული შენთვის დამითმია...
შენ ხარ ფანტაზია ჩემი სიხარულის... ჩემი სიყვარულის - ბოლო მოჰიკანი... ასე, რომ მაგიჟებს დარდი სინანულის... და მეც, უშენობით თავი მოვიკალი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი მომავალის... წარსულს რომ ატყვია - სველი ამინდები... ცრემლით დატვირთული - ფიქრი თბომავალი... გზად რომ ჩაივლის და მერე აყვირდება...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ნაბიჯების... დარდი უბრალო და სევდა ნატყვიარი... ჩემთან თუ არ მოხვალ, ბოლოს გავგიჟდები... ეს ხომ ასეა და ეს ხომ, ნაღდი არის...
არც ცა ამ მჭირდება, იცი, არავისი... ასე ნუ მიღიმი, უცხო მოჩვენებით... ჩემი სურვილების, შენ ხარ ოაზისი... ჩემი ფანტაზია, ჩემი ოცნებები..
მომენატრები,სიგიჟემდე მომენატრები, მე უშენობას გამახსენებს გულში ტკივილი. მე მეყვარები მაინც დიდხანს,ფიქრში იქნები, მონატრებისგან მომინდება მოვრთო კივილი. ისევ ვიტირებ მე ჩუმად,მარტო, კვნესით,არავის შევუწუხდები. ტკივილს ჩავიკლავ კვლავ ჩემში,გულში, შენ აქ არა ხარ...და გავჩუმდები. შენ გადაწყვიტე წასვლა ჩემი გულის სახლიდან, აიბარგე და თან წაიღე გრძნობების სიტკბო, ყველა კუთხიდან ამოკრიფე ,,მე შენ მიყვარხარ,, და დამიტოვე ცარიელი სიცივის სითბო..... მაგარმ ნუ ჩათვლი,თავის მოთოკვას მე ვეღარ შევძლებ, გლოვას,გოდებას მე მოვყვები წლების მანძილზე, მომიშუშდება იარები და შენს მაგივრად არ დამაფიქრებს სხვა ჩვენს განვლილზე...