შემოდგომის ნაღველს გაჰყვა, ყვავილების ფარჩა, ოცნება და იმედები ბავშვობაში დამრჩა, სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, სევდამ დაიბუდა, ჩვენ ორივეს რომ გვიყვარდა ის ხე გაიბუტა...
აღარ მივქრი, აღარ მივდევ იმ ოცნებებს ფრთამალს, რომ დარეკო, ვეღარ მიცნობ, სევდიანი ხმა მაქვს, სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, დათარეშობს ქარი, შენზე ყველა მოგონებას ჩავურაზე კარი...
შემოდგომის ნაღველს გაჰყვა ყვავილების ფარჩა, ის პირველი სიყვარული ბავშვობაში დამრჩა!
ამბობენ, თურმე, კოცნა ლოთებს მოუგონიათ, მათ გაუმარჯოთ! რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ. მე მიყვარს გრძნობა თუ ის წმინდაა და სიყვარულის არ ვარ მფლობელი კოცნის გიჟი ვარ, ალერსის კინტო და სიყვარულის ყარაჩოღელი!!!
,გზა ტაძრისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკია, ბედნიერი მაშინ ხარ თუ ზიარება მიგიღია, მუხანათი ეს ცხოვრება სპეტაკად თუ გაგივლია, თუ მცირედი შეცოდებაც მოძღვარისთვის გაგინდია, თუკი ერთი ლუკმა პური მოყვასისთვის გაგიყვია, მაშინ ღმერთი არ გაგწირავს რადგან ვალი მოგიხდია...
"შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა, დაგმშვენდებოდა და რა რიგად დაგმშვენდებოდა... შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაჟკაცბის გულებს დაჰკოდდი და მზის სინათლეს დაჩრდილავდი თვალთა ციალით, დალოცდი ლაშქარს და შენს ღვთიურ ლოცვის გამგონეთ, არ ექნებოდათ სპათა შენთა, მტერთგან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშუმი დაგმშვენდებოდა, დაგმშვენდებოდა, ჰე რა რიგად დაგმშვენდებოდა... შენს ნატიფ სახეს, ნიავიც რომ არ შეჰხებოდა, სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ტანს შენი მხრები მაცვია, თავს შენი თმები მხურავს, მაქვს შენი ინტონაცია, ვარ შენი ხელისგულა; მჭირს შენნაირი სენი და ვერ ვეგუები სევდას, ხარ ჩემი სამოსელი და ვარ შენი თოვლის გუნდა. დღეს შენნაირი ნაზი ვარ, მსურ ყვავილების კრეფა, ხვალ ყვირილი და ბრაზი ვარ, ხვალ გაღიმება ქრება..