******
გულს ფიქრად მოსული სტუმარი ხარ,
მე ამ ღია გულის მასპინძელი,
რჩეულ სტუმართშორის გულს რომ შემოხვედი,
წასვლას თუ დააპირებ ავტირდები.


ვიცი არ გწყინდება აქ სტუმრობა,
წახვალ და კვლავ მოსვლას დამპირდები,
მალევე დაბრუნდები, იცი რომ გელოდება,
შენი თვალცრემლიანი მასპინძელი.

გულს გრძნობად მოსული სტუმარი ხარ,
მე კი შენი მომლოდინე მასპინძელი,
ერთადერთი ხარ ვინც ამ გულს შემოვიდა,
წასვლა არ დააპირო, ავტირდები...


ნანახია: 410 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
სულელო,
ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ლამაზი ხარ,
რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა,
რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით
მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?!
ხედავ? თოჯინებს, ბავშობიდან გამოყოლილებს
უგულოდ ხვრეტენ, ოცნებები იქცევა ნაცრად,
ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში
ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,

ამოგიყრია ფესვებივით გაშიშვლებული
არა წარსული, მომავალი, ასე ოცი წლის
ჯერ უმწიფარი, საზარბაზნე ბავშვების ხორცი,
როგორც ყოველთვის, წაგებული, ალბათ, ომისთვის.
რას ელოდები?!
დრო დამარხავს მიცვალებულებს?!
დაფარავს მიწა, დავიწყების დაწვავს ნაცარი?!
არ შემაპარო ტკივილებში ზიზღი_ბალღამი,
ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო,
მომავლისათვის ლოცვა არა, გლოვა მაცადე...
დრო სწრაფად გადის...

მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს,
რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება,
რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული
ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება...
გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი
(სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა)
მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო,
რომ არასოდეს,
აღარასდროს
გითხრა:
მიყვარხარ...

ნანახია: 452 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ!
არ მიყვარხარ და რომც მიყვარდე,
ცრემლიან თვალებს მოგარიდებ,
ვუძლებ სიშორეს,
ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ,
უშენობა თუნდაც მტკიოდეს,
სიყვარულთანაც არასოდეს არ დავიჩოქებ.
ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ!
არ მაწამეს და რომც მაწამონ,
მერე ჭრილობა დამიზილონ
თუნდაც მარილით,
ტკივილს ვიშორებ
და სისუსტეს სხვას არ ვაჩვენებ,
არა! ჩემს მტერთან არასოდეს არ დავიჩოქებ.
ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ!
არ მწყურია და რომც მწყუროდეს,
სხვას წყლის სანაცვლოდ
დამცირების ჰქონდეს საბაბი,
თუ დავიჩოქებ დასალევად,
მხოლოდ წყაროსთან,
ადამიანთან? არასოდეს არ დავიჩოქებ.
ა რ დ ა ვ ი ჩ ო ქ ე ბ!
არასოდეს ნაცვლად არაფრის,
ვინც არ იცოდა, დაიჯეროს,
მინდა იცოდეს:
მუხლზე დავდგები ერთადერთი -
უფლის წინაშე,
ეკლესიაში სალოცავად თუ დავიჩოქებ

ნანახია: 435 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
...ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,

თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...

დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს

გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,

თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს...

გულში ჩამიხუტებს, თვალებს დამიკოცნის,

გადამრევს, მხურვალე ვნებებით დამათრობს...

ნურასდროს დამტოვებ მარტოს იჩუმეში,

თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს...

ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,

ამაფრენს ცაში, მთვარესთან ამიყვანს...

...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...

ფიქრები სიკვდილზე... და შიში ამიტანს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...

თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...

ნანახია: 369 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ვერ დაგიზეპირე...
წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი.
ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან.
თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები,
თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა.

უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები,
ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს,
ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს,
როგორც ბედისაგან წართმეული შანსი...
მერე ვაგროვებდი სიტყვებს სველ ქვიშაზე,
გულში ვიმალავდი უცხო გარინდებით,
მკერდი მძიმდებოდა სიტყვა-კენჭებით და
სახტად დარჩენილი მზერას გარიდებდი.

მაინც ვთამაშობდით ცხოვრების პარტიებს
და კვლავ შავი ქვები კენტად მეწყობოდნენ,
ჩვეული სიფიცხე ღალატს გარჩენდა და
ტუჩის კუთხეებში ღიმილს აწყვილებდი.

ახლა დანისლულა შენი სავანნები,
ზამთრის წვიმებივით გაქრა სანაპირო...
წიგნში ჩანიშნული ლექსივით მომწონდი,
თუმცა ვერასოდეს ვერ დაგიზეპირე.

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მონატრებიდან მოგონებამდე, თუ მართლა, მართლა გიყვარს, სიყვარულიდან სიძულვილამდე, გწამდეს, ვერასდროს მიხვალ!..
ნანახია: 385 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
" მე ვარ ტკივილი, სიყვარული ,

ლექსი და ქალი"

ნანახია: 372 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
adugebul mtvaris peri xar titeli vardis surneli agdis upro tbilo da natelo mzeze shen xar arwivi am gulis qedze minda chagikra gayinul mkerdze upro lamazo chems sicocxleze. me sheni tmebi mtidan momaval rus shevadare, me sheni guli xelit vatare, da eg tvalebi almass vadare, dasheni mzera me sheviyvare. ushenot ver gavdzleb vera me mxolod chemi siyvarulis mjera nutu dzalian bevrs vitxov shengan nawili sheni sheviyvare yvela. nutu ver xvdebi kargo rogor miyvarxar rogor gnatrob nutu ver xvdebi rom me var marto usiyvarulod damchknaro vardo. albat ver xvdebi rogor mominda movsuliyavi shentvis mekocna da chemi sityva shentvis momeca da sheni kocna gadmomelocna.
ნანახია: 426 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
sizmarshi gxedav da frtxilad geferebi, arasdros dagiviwyeb shens tavs geficebi..
ნანახია: 369 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

Qals
"მადლი შენს გამჩენს, ლამაზო ქალო, შავ-თვალებიანო,

დილით მზევ, ღამით მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულმდგულვარ, თაყვანს ვცემ შენსა სახელსა

დედის ერთა ვარ ნუ მომკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ყარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის

მის ფასი კიდევ საუნჯე, ცას ქვეშე განა იყოფის???

 ტატო ბარათაშვილი

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 94 95 »
Website builder - uCoz