გელოდები რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს. გევედრები! მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოდი. განა გული მინდა გთხოვო! სიყვარული გთხოვო? -არა შორით დამენახე, თვალს შეგავლებ მხოლოდ!
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში, ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას, ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში... სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს! პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს, რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება; მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ. გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება. მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან; მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა. თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს, ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის... ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ, დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს, სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ და ქალი რომ ვარ არ მეშინია. მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს, ბახუსის ეშხით განატაცები, ქალები მაშინ თვრებიან თურმე, როცა ფხიზლობენ მამაკაცები. დღეიდან ხელი ავიღე თავზე, აღარ გავურბი მზერას ჟინიანს, დუქანში გველის ხელადა სავსე და კაცი რომ ხარ არ მეშინია. უცხო მორევში შევყავარ ბორანს ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი, თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა რომ სიავისგან დამიფარავდი. გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა, დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს, ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!
ამ ქვეყნად დედა ყველას ჰყავს ერთი, სათაყვანები, ვითარცა ღმერთი, დედა ცხოვრების საწინდარია, როცა მასთან ხარ, მუდამ დარია. ამ ქვეყნად გაჩნდეს ადამიანი და არ უყვარდეს დედა მშობელი, არ დააფასოს თვალნი მზიანი ?!მას უნდა აღუდგეს კაცნი ყოველნი?! როგორც ცხოვრება არ მწამს უღმერთოდ,წუთსაც ვერ გავძლებ, დედა უშენოდ! შენა ხარ ჩემი ცხოვრების აზრი,მე ხომ მაქვს შენი უზომო ხათრი! დედაა მხოლოდ მუდამ ერთგული,თუგინდ ტყუოდე, მაინც დაგიცავს. მას სიყვარულით სავსე აქვს გული და არასოდეს ის არ გაგწირავს!!!
შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე, პოეზიის დედოფალო, ამამღერე სიყვარულად ამამღერე, ჩემი თავი გენაცვალოს. მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი, მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება წარსულ დღეთა კაეშანი. მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული ნისლიანი მოგონება. დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის სიხარულად დაბედება. მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან უეცარი გამოჩენა. რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა, ქარებს მოყვა ფოთოლცვენა. მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა, ვნებიანი მელოდია, დრეებს ძველი აჩრდილები ტვირთად მიაქვთ, გული შენი მომლოდეა, მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ სულმა ვერ დაფაროს, სიყვარულად მამღერე და მერე თუნდაც, მერე თუნდაც... შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო.
ისე ძალიან მომნატრებიხარ, სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს... როდის ამავსე ასე პირთამდე, როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს! დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი, ცხოვრობდი ჩემში, მოსული სითბოდ... შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს, ღიმილითა და ალალადმითმობ... და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო, მე შენთვის ვინ ვარ, რა მომაქვს შენთვის? დაეპატრონა გული შენს გრძნობას, გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!! იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად, იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე... გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან, მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!! სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა, გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები, ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს, რომ მოვალ შენთან, ჩაგეხუტები! ისე ძალიან მომნატრებიხარ, სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს... მე სიყვარული ან გადამარჩენს, ანდა ავსებულს, ტკბილად დამახრჩობს!!!!