*********
მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება,

ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები.....

ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება

ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები.....

არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა,

უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის,

ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,

არ დამიბრუნო !!!

იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის...

ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

menatrebi.........
თუ კი ჩავფიქრდი,
არ გეგონოს, რომ ვნანობ რამეს.
უბრალოდ ვცდილობ მოვეფერო
იმ ლამაზ წამებს
შენ რომ მაჩუქე

ცხოვრებას ვილაგებ ჩემი გემოვნებით,მხოლოდ შენ მაკლიხარ მოდი..გელოდები..

რა ბედნიერებაა,როდესაც გრძნობ,
რომ სადღაც ქვეყნიერების ერთ კიდეში
არსებობს ადამიანი,რომელსაც
ახსოვხარ,უყვარხარ და ენატრები.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
როგორც უსაშველოდ მენატრები,
ისე უსაშველოდ წვიმს,
დღეს მე ვერაფერი გამახარებს,
დღეს მე ყველაფერი მწყინს,
სულში ცივი ქარი მეპარება,
დღეს მე ყველაფერი მშურს,
შენი გაღიმება მენატრება,
შენთან მარტოობა მსურს,
ხმელი ფოთოლივით მოფარფატე,
ძალაგამოლეულ სულს,
შენთან შეხვედრები მაცოცხლებს და
შენთან განშორება მძულს…

ნანახია: 447 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მომიყევი შენი ფიქრი, შენს კალთაზე დამაძინე,
შემიცურე თმაში ხელი, მონატრება ამაცილე,

დამაძინე ისე, როგორც არასოდეს მიძინია,
დამასიზმრე სხეულების და სულების იდილია.

ამისრულე მხოლოდ ჩემი უსასრულო გზის ოცნება:
გამატარე მე შენს დროში, ამიხსენი საოცრება

თუ არსებობს კიდევ სადმე, ან სამყაროს დასასრული?
თუ გამათბობს შენი ცქერა და მომანდე შენი სული.
უდაბნოში ჩემთვის ქვიშა ზღვის კენჭებად ხომ აქციე,
გაამდიდრე ცაზეც ვნება, სიზმარეთში გააქციე,

გადაფანტე გრაციული სმარაგდების სიყვარული,
გამიმრავლდი, გამიმრავლდი, მომანდომე შენთან რული.

რომ ვერავინ მიხვდეს ჩვენს ფიქრს, ყველა ისე დააბნიე
და ველური საფირებით სიყვარული დამაბნიე.

ნანახია: 416 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მე შემიძლია მიგატოვო,ისე უბრალოდ,
როგორც ტალღები უსიცოცხლო ვეშაპს რიყავენ,
როგორც ზამთარი ჩვენი ბაღის მოკვლას იბრალებს,
ისე უბრალოდ,როგორც უწინ სხვასთან იყავი.

მე შემიძლია მიგატოვო,ისე მარტივად,
როგორც ორსულ ცას წაეზრდება ღამის მუცელი,
როგორც ნიავი ხეს დახუნძლულ ტოტებს ატკიებს,
ისე მარტივად,როგორც შენ ხარ გამოუცდელი.

მე შემიძლია მიგატოვო ისე უეცრად,
როგორც დაშუბავს ლომის ხახას მარჯვე მასაი,
როგორც ორაგულს მებადური ბადეს მოაცმევს,
ისე უეცრად,როგორც ნადირს ძაღლებს უსევენ.

მე შემიძლია მიგატოვო,ისე საოცრად,
როგორც თებერვლის მინავლული მზე იბადება,
როგორც სენაკში განდეგილი ლოცვას გამოსცრის,
ისე საოცრად,როგორც გულზე ხელის დადება.

სადღაც ულაყის გულ-მკერდივით ფეთქავს დაირა,
მგონი მთვრალები,ბოლო ხმაზე სადღაც ყვირიან...
მე შემიძლია მიგატოვო ყველანაირად,
მაგრამ არ გტოვებ და ძალიან გასაკვირია!

ნანახია: 557 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
თუ საკვდავი ვარ,გაზაფხულზე მომკალი ღმერთო, რომ ერთხელ კიდევ შევისუნთქო სურნელი ტყემლის, რომ ერთხელ კიდევ გადავხედო ხასხასა ფერდობს, და მერე ჩუმედ მოვიწმინდო მომდგარი ცრემლი.  
ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მე შენ გელოდები, წვიმამ დამასველა. 
ისე ჩაიარე, არ მოგიხედია,
მლაშე ცრემლმა ლოყებს ნამად დააწვიმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
გულში ფიქრი შფოთავს და მე ვეღარ ვხედავ
ირგვლივ თურმე ლურჯი იებია,
ჩემთვის გაიმეტე მხოლოდ მძიმე სევდა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
უშენოდ გულმა ვეღარ მოისვენა,
ჩრდილად რომ დაყვება ჩემი ფიქრებია,
სხვისთვის გაიღიმა შენმა თვალთა ეშხმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
ჩემთან არ მოდიხარ, უკვე დამივიწყე,
მძივად რომ ავკინძე, ჩემი ცრემლებია,
ვიცი, ძველებურად აღარ გამიღიმებ,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.

ნანახია: 450 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
შენი დაკარგვის არ მწამს,თითქოს დღესაც ხარ ჩემი,
შენს გამოხედვას ვეტრფი და უიმედოდ გელი....
ნუ მიმატოვებ ახლა,შემინდე ცოდვები ჩემი
და თუ შევძელი ახსნა დღეს მე ყველაფერს გეტყვი..
ხვალ დაიწყება გლოვა დამძიმებული სულით
და თუ მეყოფა ძალა, სიყვარულს შეგთხოვ გულით
მაგრამ ვერ გეტყვი ახლა,რატომ ვიყავი შენი..
დღეს უშენობის არ მწამს, მე მჯერა მხოლოდ შენი..
და თუკი სადმე გნახავ დაგხატავ საოცარ ფერით...
ნუ მიმატოვებ ახლა,ოღონდ იყავი ჩემი
და მე სამარის კართან...ვფიცავ ვიქნები შენი......

ნანახია: 345 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
გიამბო? 
ჩემთან შემოდგომა როდის გაწვიმდა,
როდის გაიძრო ცამ ცისფერი,
თხელი პერანგი,
ქარი კი ღამით ფერმიხდილი,
უფრო დამძიმდა,
სუნთქვას აართვა შენზე ფიქრი,
სანამ გეძახდი.
თვალებს წამები შემოეჭდო
გაყინულ სალტედ,
უთოვლო იყო დეკემბერიც,
ყრუ ტკივილებით,
მინაზე სუნთქვად გიტოვებდი
ლოდინის რკალებს,
არითმიულად არეული,
სველი თითებით.
გიამბო?
ჩემი მოლოდინი როდის დაბერდა?
როცა დამტოვე, მე კი ასე
უხმოდ გელოდი,
როცა სიბაცე შეეპარა, ნაფერებ
სიტყვებს,
მოსვლას დამპირდი და უღმერთოდ
აღარ მოხვედი...

ნანახია: 383 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ზედაზნის სიომ ამიშალა,
შენი ნაფერები თმები.
გრძნობამ სამყაროში გამიშალა,
შენი ნაჩუქარი ფრთები.
წლებმა ვერაფრით ვერ გაანელა,
ჩემი, სიყვარული შენი.
თითქოს გულის ფიცარს დააწერა,
ვერც მზემ გაუხუნა ფერი.
ახლაც ამ სიყვარულს ვეფერები,
ვერა, ვერ ვიგრძენი დაღლა.
ისევ მიყვარხარ და მენატრები,
მაინც შენთან მინდა ახლა.

ნანახია: 446 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 38 39 40 41 42 ... 94 95 »
Website builder - uCoz