უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო, ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს, მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს, თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს, ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.
როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. როცა კვირტები აფეთქდებიან, როცა სიმღერას იტყვი სასურველს, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
თუკი გიყვარვარ და მართლა მე მნატრობ, მოდი ამ გრძნობას ნურავის გაანდობ, გინდა ჩაგიკრავ? თანაც გაგათბობ და ჩემი გულის ნადებს გაგანდობ. იცი მჭირდები, იცი მაკლიხარ, ერთი ოცნების დიდი დარდი ხარ, ჩემი გონების დიდი ფიქრი ხარ, ნეტავ ვიცოდე დღეს შენ ვისი ხარ?! მოდი, შეცვალე ჩემი ცხოვრება, ჩემი გულისთვის შენ ხარ ცხონება, სულ შენთან არის ჩემი გონება და აღარ მტანჯავს ის მოგონება. ერთი პატარა, ციცქნა ცრემლი ვარ, შენს ლამაზ თვალზე ჩუმად დავდივარ, რით ვერ გაიგე, უკვე ლანდი ვარ, უშენოდ ვკვდები, აღარ ვვარგივარ
წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედ ქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა!
ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ. ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას. შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება!