********
ობლად დარჩენილს, ნუგეში მინდა
შორი გზა მაინც, იმედს მივანდე
მთელი გზა, ისევ...
წვიმდა და წვიმდა...
ვერ მოვაღწიე მაინც შენამდე...

წვიმდა და წვიმდა....
ქროდა და ქროდა...
ქარი საშინლად ავი და ცივი
მთელი გზა,მაინც...
იმედი მქონდა
თურმე, არ იყავ ასე მარტივი...

მე, მონატრება გზაში დავტოვე
შორი გზა, მაინც იმედს მივანდე
მინდა დავძლიო ეს სიმარტოვე
და სიგიჟემდე,
რომ შეგიყვარდე...

მთელი გზა წუხელ,
წვიმდა და წვიმდა...
და ჩემი გულიც, უფალს მივანდე
უბრალოდ, შენი დანახვა მინდა
უბრალოდ, მინდა...
ისევ გიყვარდე...

ნანახია: 393 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
გიამბო? 
ჩემთან შემოდგომა როდის გაწვიმდა,
როდის გაიძრო ცამ ცისფერი,
თხელი პერანგი,
ქარი კი ღამით ფერმიხდილი,
უფრო დამძიმდა,
სუნთქვას აართვა შენზე ფიქრი,
სანამ გეძახდი.
თვალებს წამები შემოეჭდო
გაყინულ სალტედ,
უთოვლო იყო დეკემბერიც,
ყრუ ტკივილებით,
მინაზე სუნთქვად გიტოვებდი
ლოდინის რკალებს,
არითმიულად არეული,
სველი თითებით.
გიამბო?
ჩემი მოლოდინი როდის დაბერდა?
როცა დამტოვე, მე კი ასე
უხმოდ გელოდი,
როცა სიბაცე შეეპარა, ნაფერებ
სიტყვებს,
მოსვლას დამპირდი და უღმერთოდ
აღარ მოხვედი...

ნანახია: 371 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
შეხედე —
ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა...
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის...
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ...
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი...
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე...

ნანახია: 536 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
შენი დაკარგვის არ მწამს,თითქოს დღესაც ხარ ჩემი,
შენს გამოხედვას ვეტრფი და უიმედოდ გელი....
ნუ მიმატოვებ ახლა,შემინდე ცოდვები ჩემი
და თუ შევძელი ახსნა დღეს მე ყველაფერს გეტყვი..
ხვალ დაიწყება გლოვა დამძიმებული სულით
და თუ მეყოფა ძალა, სიყვარულს შეგთხოვ გულით
მაგრამ ვერ გეტყვი ახლა,რატომ ვიყავი შენი..
დღეს უშენობის არ მწამს, მე მჯერა მხოლოდ შენი..
და თუკი სადმე გნახავ დაგხატავ საოცარ ფერით...
ნუ მიმატოვებ ახლა,ოღონდ იყავი ჩემი
და მე სამარის კართან...ვფიცავ ვიქნები შენი......

ნანახია: 351 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

Bechedi
გოგონას ხელიდან გაუსხლტა
ბეჭედი და ჭაში ჩაუვარდა.
ვედრებით ხელს იწვდენს ჭისკენ და
ბეჭედს სთხოვს, მას ასე რომ უყვარდა.

- ჭაო, ბეჭედი დამიბრუნე,
მასში ზის წითელი ლალის თვალი,
რად უნდათ იგი სველ ტრიტონებს,
 ან რისთვის ევლება ცივი წყალი? -

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

dakarguli siyvaruli
გული სულ სხვაგვარი სევდით მომეწურა,
შარშან, ზუსტად ამ დროს, მსურდი გაგიჟებით...
წელს კი რეალობის ვუმზერ სულ სხვა სურათს,
დღესაც,მოგონებებს გულზე ვაბიჯებდი....
შენზე არასოდეს მსურდა, მეოცნება,
ახლოს იყავი და... რაში მჭირდებოდა?!
როცა ჩაიფერფლე, მაშინ რა იცოდი,
ყოფნა უჩემოდ რომ გაგიჭირდებოდა...
ახლა ეს სიჩუმე მიღირს მთელ ცხოვრებად,
ნეტავ, საგზლად მეყოს შენი სინანული
(ზოგჯერ ბედნიერნი იქცნენ გლახაკებად,
ზოგჯერ თვით საპყარმაც შეძლო სიარული)...
ალბათ, მეც შევძლებ და... გადამავიწყდება,
შენთან რომ მოვქროდი ჩქარი ნაბიჯებით...
ახლა სულ სხვაგვარი გაზაფხული გვიდგას,
თუმცა, შარშან ამ დროს
 მსურდი გაგიჟებით...

ნანახია: 424 | კომენტარები: 1 | ავტორი: Temo სრულად...

Dabrundi
მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
 შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები

ნანახია: 428 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

nu mimatoveb.
ჩემო სიცოცხლე, სინანულის ხელს ნუ მიწოდებ,
მე სიყვარულის ანგელოზად მაინც გიწოდებ.
თუ შემიბრალებ, გულის კარი ღია დატოვე
და მე გპირდები არასოდეს არ მიგატოვებ.
ნუ მიმატოვებ, არ გამიპო გულის ფიცარი
მე ამდენ ხალხში, ერთადერთო, ღირსად გიცანი.
ვიცი, კვლავ გინდა, მოგეფერო, ჩაგიკრა გულში,
მადლობის ნიშნად ჩაგჩურჩულო, „მიყვარხარ" ყურში.
ეს ჯადოსნური, მომღიმარი შენი თვალები
 და თვალებიდან გადმოსული ის წამწამები.

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Gedzebdi...
წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი.
ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან.
თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები,
თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა.
უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები,
ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს,
ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს,
 როგორც ბედისაგან წართმეული შანსი...

ნანახია: 411 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Ginda?
გინდა? ყოველდღე შეგადარებ ღვთისმშობელ დედას.

გინდა? გიამბობ კალევალას ან უფროს ედას.

გინდა? ათას ერთ ზღაპარს მოგიყვები ზეპირად.

ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად...

გინდა? აგიხსნი მთაწმინდაზე სიყვარულს ღამით.

გინდა? სისხლს დავლევ შენ მტრებისას უძირო ჯამით.

გეამბორები მარმარილოდ ჩამოქნილ ყელში,

გადაგატარებ ცის კიდეზე აყვანილს ხელში...

გინდა? გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს ზღვის პირას, მზესთან.

გინდა? მიგიყვან სამოთხეში აკრძალულ ხესთან.

მერე გაგაფრენ, გაგიტაცებ იქითკენ სადაც,

შენთვის მეგულვის სადედოფლო კაბაც და ფატაც...

გადაგავიწყებ ამქვეყნიურ დარდსა და სევდას

 და ყოველ დილით შეგადარებ ღვთისმშობელ დედას.

ნანახია: 447 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 94 95 »
Website builder - uCoz