მერე რა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას, მერე რა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას, მერე რა,რომ მალე ქარი ზაფხულისას მოშლის ხვატებს, მერე რა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს.
მერე რა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა, მერე რა,რომ ჩემი თავი ერთი წამით შემეცოდა, მერე რა,რომ შემიყვარდი,უჩვეულო გითხარ რამე? მერე რა,რომ მე ძალიან,შენ კი ცოტა შემიყვარე.
მერე რა,რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს, მერე რა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს, მერე რა,რომ გამიგრძელდა ლექსი რა ვქნა,მაპატიე, მერე რა,რომ ვერ შევძელი აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას, მერე რა,რომ ცივა ცოტა,ცოტას კიდევ არაუშავს... მერე რა,რომ კიდევ დავწერ,შენ თავს კიდევ დაგანახებ, მერე რა,რომ მეშინია ნაპოვნიდან დაკარგვამდე...
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ... ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ მე შენ " . . . გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ, ამას მიხვდები . . . ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _ "მე შენ მჭირდები ". . . ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ , თვალებში თხოვნა მიწერია _ ნუღარ დამტოვებ ! . . . მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ. ამ ნახატს ვარქმევ სათაურად "მე შენ მიყვარხარ ".
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია, გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია, "დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი
ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის, ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის, ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას: "იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...
ზედაზნის სიომ ამიშალა, შენი ნაფერები თმები. გრძნობამ სამყაროში გამიშალა, შენი ნაჩუქარი ფრთები. წლებმა ვერაფრით ვერ გაანელა, ჩემი, სიყვარული შენი. თითქოს გულის ფიცარს დააწერა, ვერც მზემ გაუხუნა ფერი. ახლაც ამ სიყვარულს ვეფერები, ვერა, ვერ ვიგრძენი დაღლა. ისევ მიყვარხარ და მენატრები, მაინც შენთან მინდა ახლა.
ოდესმე. . . ღამით . . .გაისმება შენს კარებზე ჩემი ზარის ხმა, კარებს გააღებ და ვერ მიცნობ, შენ ელი სულ სხვას . . . . აცრემლებული, გულნატკენი და აერეული მე გავუყვები გაყინული დეკემბრის ცივ გზებს . . . გრძნობებისაგან აფეთქებული თან წამოვიღებ შენს გაოცებულ მზერას და სიტყვებს . . . ოღონდ იცოდე, რომ ოდესმე . . ერთ კაცს. . . უყვარდა შენი სიტყვა და სული . . . მაგრამ შენამდე სულ სხვამ დაიპყრო მისი სხეული და მისი გული . . . მინდა უბრალოდ მხოლოდ ერთხელ ჩაგიკრა გულში. . . გითხრა ისიც, რომ ჩემს შვილს შენი სახელი ჰქვია . . . და თუკი ოდეს მარტო დარჩები უდიერ ბრბოში, იცოდე ვიღაც შენი ლექსებით სიცოცხლეს ჰქმნიდა.