dasanania
დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო,
მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ,
რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო,
დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე.

მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო
ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია,
მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო,
 უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია.

ნანახია: 443 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Menatrebi
მენატრები!!!

ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება.

მენატრები!!!

და სიშორეს მწარე სევდაც ემატება.

მენატრები!!!

ნანახია: 388 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

ocneba
გათენებულა...
რახანია...
მე კი ღამეში...
კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი
დღეს ჩემთან არმყოფს...
ოჰ...
ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში...
გადმოგიღვრიდი
მთელ სიცოცხლეს
სიკვდილის სამყოფს...

ეს დღეც კედლებში მოემწყვდევა...
ჭკუიდან შემშლის...
უკვე ათასჯერ გადაყვანილს სიგიჟის ზღვარზე...
და ახლა...
შენი თბილი სუნთქვა...
სულ ერთი პეშვი...
ან...
შენი თავი მოყრდნობილი
 ჩემს დაღლილ მხარზე.

ნანახია: 531 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Qali
ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,
ქალი სილამაზე, სიყვარული.
ქალი უბედობა, სიხარული,
ქალი სევდიანი სინანული.
ქალი თავნება და თვინიერი,
ქალი შუშხუნა და ღვინიერი.
ქალი ამერი და იმიერი
ქალი სამყაროით მშვენიერი.
ქალი წმინდა ნინო, სალოცავი.
ქალი ერთგული და სცოდავი.
ქალი თამარი და ერისთვალი
ქალი რუსთაველის საფიცარი.
ქალი მამაკაცის სატყუარი,
ქალი ნაღდი გულის საბუდარი.
ქალი ოჯახის ბურჯი,
ქალი ვაჟკაცის ურჩი,
ქალი კედელიც და ბზარიც
 ქალი ცხრა უღელი ხარი!

ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Qalo-alqalo
შენი კაბის შარიშური მომკლავს,
სურნელება თმებში ჩახლართული,
აბა, როგორ შეგადარო მოყვასს?
კოცონი ხარ,ღამით დანთებული.
ტუჩებ-ბროწეულო
ღაწვებ-მოწეულო
ყელზე მარგალიტის ოხვრა...
მკერდზე- ყვავილნარო
იქით,ავო თვალო!
არ გასამეტებო ცოლად...
თეძოს მიხვრა-მოხვრა,
გულის მითქმა-მოთქმა,
ვაჰმე,წართმეულო გრძნობავ!
ქალო- ალქალო
კვირტის სადარო
მინდა დაგიჩოქო მორცხვად!
შენი კაბის შარიშური მომკლავს,
სურნელება თმებში ჩახლართული,
აბა, როგორ შეგადარო მოყვასს?
 კოცონი ხარ,ღამით დანთებული..

ნანახია: 431 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Qali
ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,

უნაზეს ტრფობად გულს ჩასახული,

ქალი უეცარი სიხარული,

ქალი იმედი და სინანული.

ქალი ბედნიერი დედა,

ქალი შიში და ელდა,

ქალი ფაქიზი და ნაზი,

 ქალი სათუთი ბავშვი.

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Siyvaruli
ტანს შენი მხრები მაცვია, 
თავს შენი თმები მხურავს,
მაქვს შენი ინტონაცია,
ვარ შენი ხელისგულა;
მჭირს შენნაირი სენი და
ვერ ვეგუები სევდას,
ხარ ჩემი სამოსელი და
 ვარ შენი თოვლის გუნდა.

ნანახია: 439 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

********
...წყალს კი არ ვითხოვ უდაბნოში _
იმედს დავეძებ:
იმედს _ რომ სადღაც, ჩემს მახლობლად, წყარო მარხია.

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
აღარ მაცოცხლებენ შენი ბარათები...
ნიავს მომეფეროს, აღარ დააბარე...
ნუთუ მოახლოვდა უკვე შამათები...
ნუთუ ყველაფერი წარსულს ჩააბარე?..

თუმცა შეინიღბე მიმიკრიასავით,
თუმცა მაგ თვალებში სევდა დაიმალა...
არ მსურს მოვიბუზო მე ნიბლიასავით...
არ მსურს დავიჯერო - გული დაიღალა...

მჯერა გრძნობაც, ვნებაც ორივ უბიწოა...
მჯერა ეს სიგიჟე სიბრძნეს ეჯიბრება...
ჩვენი სიყვარული მანამ იარსებებს,
სანამ ერთმანეთი გულით გვესიზმრება


ნანახია: 450 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

guli gavgzavne
გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
 თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

ნანახია: 452 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 94 95 »
Website builder - uCoz