**********
დედის გული ხომ ზღვაზე ვრცელია,შვილისთვის დნება როგორც სანთელი,წყაროზე წმინდა დედის ცრემლია,დედის ღიმილი მზეზე ნათელი”
ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
შენს გულის ნადებს და მწუხარებას,

დედაზე კარგად ვერვინ გაიგებს,

და რომ შეეძლოს, შენს სატარებელს,

იგი საკუთარ მხრებზე დაიდებს.



შენი სიცოცხლის ერთი წამისთვის,

თავის სიცოცხლეს უმალ გაიღებს,

თუ სადმე წავა,მარად გახსოვდეს,

დედა შენზე ფიქრს გულით წაიღებს!

ნანახია: 522 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
ფიქრი ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზე და
რატომ არ მასწავლე სიძულვილი
მღუპავს სიყვარული დედა!

ნანახია: 472 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

dee menatrebi dzalian
დედი!
მე აღარ ვიცი რა მოხდება როცა მოვკვდები,
ცრემლი დაიღვრება, ალბათ ბევრი დაუცხრომელი,
დედა ატირდება და გამოჩნდება ცაზე მტრედები,
მე დავბრუნდები, დავბრუნდები დედი გპირდები.
იტირებენ, ალბათ იტირებენ ცხარე ცრემლებით,
მე კი სამსჯავროზე ალბათ ღმერთთან ახლოს ვიქნები,
და ის მომესჯება რაც დავთესე ჩემი ცხოვრებით,
სასჯელი რა იქნება? სულ ამაზე მიდის ფიქრები...
სასჯელი ალბათ ის იქნება, რომ შენ ვერ გნახავ,
ღრმა სიბერეში ტანჯვით გარდაცვლილს, მე ვერ დაგმარხავ,
დედი ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ,
ამ დიდ სიყვარულს მხოლოდ შენთვის, შენთვის ვინახავ.

ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
რა ძლიერი ყოფილხარ,დედა!..მიყვარხარ იმისათვის,რომ მზესავით თბილიხარ.იმისათვის,რომ ჩემი ჰაერი ხარ. მიყვარხარ იმისათვის,რომ ვგრძნობ ფიანდაზად დაფენილ შენს გულს. მიყვარხარ იმისათვის,რომ ყველას ბურჯი ხარ,ერთი შეხედვით სუსტი,მაგრამ სინამდვილეში -ძალზე ძლიერი...მიყვარხარ იმისათვის,რომ მომავლინე ამ სამზეოს. იმისათვის,რომ ასე უანგაროდ დაიხარჯე ჩვენთვის. მიყვარხარ იმისათვის,რომ შენ მოიხადე ღვთიური ვალი!..მიყვარხარ იმისათვის,რომ დ ე დ ა ხარ!..და ახლა მუხლს ვიყრი შენს წინაშე:

მადლობელი ვარ,დ ე დ ა !

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
ზღვის პირას დახრილა მწვანე მაგნოლია
ტალღები ნაპირზე რაღაცას ეძებენ
გაფრენილ დღეებზე ქვითინებს თოლია
ზღვა ტირის ბადეში გახლართულ თევზებზე

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
სადაც ყვავილები მთავრდებიან 
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

ნანახია: 499 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე მოვალ შენთან,ვით გაზაფხული, 
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ, სიყვარულზე რაიმე გითხრა.
გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ, მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები, თუ, გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით, სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით, გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ, შეშურდება, შენი სხვაკაცებს.

ნანახია: 482 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
რა მტანჯველია, მოლოდინი გულის რჩეულის

როცა ლამაზი ოცნებები დარდში იქმნება

და გეშინია, რომ არ იყო ისევ ეული

თუმცა იცი, რომ ეს შეხვედრა ბოლო იქნება



ნაკუწებად შლის მთთოლვარე გულს, ბასრი ეჭვები

და დაშანთული სული შფოთავს, სხეულს ეხლება

რომ არ მოვიდეს გლეჯას იწყებს, შლეგი ნერვები

და სანუკვარი ოცნებებიც სიკვდილს ეხლება



ო, რა ძნელია მოლოდინი იმ ერთი წამის

როდესაც წყდება სიყვარულის სიცოცხლის ნება

ფიქრი მიყვარს და მისი წაშლის დადგება წამი

ასე მგონია ეს შეხვედრა ბოლო იქნება



ბოლო იქნება და დროც მოვა დამშვიდობების

მე სიყვარულის საზღვარს.., ვიცი ალბათ გადავალ

ერთხელ გაკოცებ მოგეფერები, ცრემლს დაგიმალავ

ვნებით მოვედი შენს ფიქრებში და სევდით წავალ.



რევაზ მუმლაძე

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მაპატიე თუ სათქმელი ვერ გითხარი,

სულში გრძნობა დავხუთე და დავატიე,

თუმცა ევას მემკვიდრე ვარ მაგრამ მაინც,

ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე....

მაპატიე დაბნეული თვალები და

გაზაფხულზე არ გაუწყრე ია-იებს,

მაპატიე მოპარული წამები და

დაზაფრული ოცნებები მაპატიე....

მაპატიე თუ ამ წუთში შენზე ვფიქრობ,

და ეს ღამე მარტო, თეთრად გავათიე,

მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და

ეხლანდელი სიყვარული მაპატიე....

მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები,

ეს ლამაზი მონატრებაც მაპატიე..

ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 94 95 »
Website builder - uCoz