მინდა რომ შენი ტუჩების გემო გაიგოს ჩემმა მომლაშო კანმა ყელმა და მკერდმა,ბაგების ფერმა მხარმა და მკლავმა, შიშველმა ტანმა... მინდა რომ ძალა გავარდეს ტალღად, გაასხას ოფლად,დაიწვას სანთლად, მინდა რომ ხმაში გაჟღერდეს თრთოლა სეტყვა და თოვა,ერთობის გლოვა... მინდა რომ შეკრთეს სინაზით ხელი შერცხვეს მზის სხივში მოქნილი წელი მინდა რომ იწვას კანკალით სახე იშვას და გაქრეს უნდობის მახე... მინდა რომ თოვდეს... მინდა რომ ქროდეს... მინდა რომ გახლიჩოს ცა... უბედობით გახსნილი გული მინდა რომ თრობდეს, დამთვრალი გული რომ უღვინობდეს.. ილტვოდეს, იწვოდეს,სურვილებს გმობდეს, კრთებოდეს, კვდებოდეს, ცოცხლობდეს, შობდეს...
მარწყვის სუნმა, რა ვქნა, ისე დამაბნია, აღარ მახსოვს, ეს იყო თუ სიზმრად ვნახე: ვაშლის ჩრდილში დაშაქრულ მარწყვს გაჭმევდი და წითელ-მოტკბოდ დაგითხვარე მთელი სახე... ერთმანეთი ისე, ისე გვიხაროდა, არ გვახსოვდა სხვა, (ჩვენც არვის არ ვახსოვდით), შენს თვალებში ვუღიმოდი ჩემს ორეულს_ ლამბაქით და პაწაწინა ვერცხლის კოვზით... ერთი ციდა წითელკაბა ჭრელი ჭია შენს თითებზე გადაცოცდა ჩემი თმიდან... მზე ზეცაზე ყირამალა დადიოდა, ვგონებ, ისიც მთვრალი იყო მარწყვის სუნით... მურაბის ქვაბს გული ჯავრით აუდუღდა, სიზმარს ცხადად ვნახულობდი, თვალხილული......
თვალი დახუჭე,წარმოიდგინე, ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო, წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს მისი იმედი გადადის ეჭვში დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში წარმოიდგინე პატარა ნავი ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით... თვალი დახუჭე,წარმოიდინე, ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...