*******
გახსოვს?ის ზამთარი თოვლი და ფიფქები,

ნიავი შრიალით ფანტელებს აფრენდა,

მიყვარხარ მესმოდა მე შენი ჩურჩული

დახშული ლამაზი და თბილი ბაგიდან...

და მერე რა მოხდა..დავშორდით ერთმანეთს

სავალი გზებიც და ფიქრებიც გაიყო

მიზეზი?შენ იცი არ უთხრა არავის

არავის არ უთხრა არავინ გაიგოს,

და მერე ფიფქებმა,უმანკო ფიფქებმა

შენსკენ რომ აფრინეს ოცნების ბარათი.

მე შენზე მიმღერეს დაღვრილი ცრემლების სიმღერა

და შენზე ფიქრები დამრჩება მარადის....


ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე შენ ფიქრებში დამთენებია,
დილით კი ლექსიც დამიწერია,
ეს სიყვარულზე უფრო მეტია,
შენი დანახვით ცრემლიც მდენია.
ეს ცრემლი ჩემში სიყვარულია,
სიყვარული კი თავად ღმერთია,
გხედავ და მიკვირს თურმე უშენოდ
არცერთი წამი არ შემძლებია...

ნანახია: 483 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
 მუზას ღალატი არ სცოდნია იყო ულევი
ლოთებმაც შექმნეს პოეზია გამოულევი
ჩვენს სამშობლოზე,სიყვარულზე,ლამაზ ქალებზე
იმედის სხივით განათებულ ბავშვის თვალებზე.

სწორედ ამიტომ დასაგმობი არ არის ლოთი
ფხიზელს ნასვამზე მეტად უყვარს ჩხუბი და შფოთი
ღვინო მუზაა სიყვარულის არის მდინარე
ლექსიც იქმნება მის გემოდან გამომდინარე.


შუა ქლაქში ჩაძინებულს თუ ნახავთ ბოთლით
მას მათხოვარი არ უწოდოთ ლოთია-ლოთი
მიეცით ხურდა არ დაუწყოთ,ლანძღვა და გმობა
ის პოეტია და პოეტად ლოთობამ შობა.

არც მეფეები არ ყოფილან ღვინოსთან მწყრალად
მათაც უყვარდათ დალეულზე ლექსი და შფოთი,
დაიმახსოვრეთ ქვეყანაზე ვერ იარსებებს
პოეზიაზე დიდი მეფე და დიდი ლოთი

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ბრძოლა მწყურია

მე აღარ მინდა ამ ქვეყნად ყოფნა,
სადაც ღალატი უკვე მოსულა,
სადაც არარის დანდობის ფუძე
და ღირსეულნი აღარ მოსულან.
ქართველი ქართველს უკვე არ ინდობს
ძმა ძმას ღალატობს, უნდობლად, გულით,
დღეს სიყვარულიც აღარ არსებობს
და ღალატია მარტოდ მოსული.
მე აღარ მინდა ამ ქვეყნად ყოფნა,
მე ამას ვამბობ, ხმამაღლა, მტკიცედ,
ქართველი, ქართველს როცა ვერ ინდობს,
აქ მე რათ მინდა სიცოცხლით ვიდგე.
ბრძოლა მწყურია, მე უკვე ვიწყებ,
და ქართველებსაც მივმართავ მტკიცედ,
გავიდეთ გარეთ ვებრძოლოთ მხარეს
რომელიც არის ხალხისთვის მწარე...

ი. ბერაია

ნანახია: 427 | კომენტარები: 0 | ავტორი: bero სრულად...

*********

არ გიგონებდე არ არის წამი, არ მომენატრო არა რის წუთი, ხარ ბალახებზე დაყრილი ნამი, ფართქალა ბარტყი არწივის ბუდის.უძირო ზეცა, მიწა აყალო, სიამის წყარო, სულის ოცნება, ჩემთვის კი მართლაც მთელი სამყარო, უნდა მაცოცხლონ შენზე ლოცვებმა! "

გ.გიგაური"


ნანახია: 378 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს...

ნანახია: 313 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს...

ნანახია: 407 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე ის ვარ ვინც შენ ასე გაღმერთებს,

მე ის ვარ ვინც შენ გაგებუტება,

მე ის ვარ ვინც შენ ნერვებს აგიშლის,

მოვა მერე და ჩ ა გ ე ხ უ ტ ე ბ ა....

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ

ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
გუშინ გხატავდი ფანქრით ჩემს სულში
და აღარ დამრჩა სხვისთვის ადგილი
და გეღიმება,
უშენოდ ყოფნა რომ აღარ არის ჩემთვის ადვილი.
შენა ხარ ჩემი სიტკბოც, სიმწარეც,
ჩემი ყოველი და არაფერი,
მაგ ამოსუნთქვის სურნელი შემშლის,
გალაკტიონს ვით ხიბლავდა მერი.
სულაც არ მინდა ზედმეტი სევდა,
აღარ ვარსებობ უშენოდ თითქმის,
თუ ახლოს არ ხარ,
მწყინდება ზეცაც და
ყველაფერი არაფრად ითქმის.

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სულ შენ გაჩუქებ ჩვენს ტკბილ წარსულს 
არ მენანება...
სულ შენი იყოს,
სიზმრებშიაც რომ აღარ მდიო
და შენგან წასვლა,
შენგან წასვლა
რომ
მ ა პ ა ტ ი ო!!!

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 94 95 »
Website builder - uCoz