****
ჩემი ფიქრებით შენთან ვიქნები

ფიქრებს ვერასდოს გეტყვი სიტყვებით...

ნანახია: 415 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

>>>>
მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი 
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

ნანახია: 439 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*****
მე შენს თვალებში ვიპოვე სითბო,
გაყინულ გულს რომ ყოველთვის მითბობს,
სამაგიეროს არაფერს ვითხოვ,
დაუფიქრებლად სიცოცხლეს გითმობ...

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

გიორგობა !

ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში .
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას" ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

წმ. გიორგობა

დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის - ქრისტეს დიდი მოწამის წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმ. გიორგის დიდი სიყვარულის გამო „გეორგიას" უწოდებენ უცხოელნი. დიახ ძმანო, წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა.
დაილოცოს განგება ღვთისა, ვინ ჴასწვდება მის სიღრმესა და სიდიადეს. წმიდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს არს არც სხვა დიდი წმიდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმიდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არც ერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმიდა გიორგისათვის. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმიდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება, ძმანო? რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმიდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვარის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ქართველობა ვერ გაუმკლავდებოდა იმ ურიცხვ მტერს, დღენიადაგ რომ ეხვია გარს. ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმიდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმიდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმიდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა. წმიდა დიდმოწამე გიორგის მიმართავდა განსაცდელის ჟამს დიდი და პატარა, ერი და ბერი და წმიდანიც არ აკლებდა მეოხებას თავის რჩეულ შვილებს. წმიდა გიორგით მოხდა ქართველთა ყველა დიდი გამარჯვება ბოროტ ძალებზე. წმიდა გიორგის მეოხებით უნდა მოხდეს მომავალში ჩვენი ხსნაც.
ამიტომ, საყვარელო ძმანო, მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ვაჰ, დრონი, დრონი
ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.

მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად -
მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

ნანახია: 424 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

მე პატარა ქართველი ვარ...patara datunas shegrovebuli leqsebi...
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

დუტუ მეგრელი

ნანახია: 515 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ღმერთო, მომეცი ძალა, ვდუმდე....

მე მარტო ის მინდა სხვებს არ ვგავდე... ჩემფერი ვიყო.. 
არც ერთი სხვა ფერი არ მერეოდეს....

ნანახია: 496 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ხომ შეილება სხვა იცინოდეს, შენ კი არასდროს არ გაგეცინოს,
ხომ შეილება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო..
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამიოიმღერო.
ხომ შეილება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი გამოდგეს.
ხომ შეილება ლექსს გიბეჭდავდნენ , გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეილება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს.
მერე ეჭვები არ გვაძინებენ და ცხელ ცრემლებად მოწანწკარებდნენ...
და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით, გვიხარია და არ გვიხარია.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე.
ხომ შერიძლება მრუდედ გაიგონ შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ,
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო

ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ, 
პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან,
ბაგე კი მოვთოკე,
გული კი ვერაფრით,
გეძახის:
სადა ხარ?
ცხოვრება გავიდა . . .

მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ,
ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან,
გონებას მოვუვლი,
ამ გულს კი ვერაფრით,
იძგერებს:
უშენოდ სიცოცხლე
არ მინდა . . .
ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება,
რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან,
მე გამაჩუმებენ,
ამ გულს კი ვერაფერით,
ილოცებს:
უშენოდ . . .?
ზეცაც კი არ მინდა

ნანახია: 492 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ჩემო დედიკო, მიყვარხარ ძლიერ,
შენთან ბავშვივით ლაღი ვარ ისევ.
დილით შენი ხმა ჩამესმის თითქოს,
და ჩემი გულიც შენს ამბორს ითხოვს..
მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო,
თუ რამ დამჭირდა, უმალ შენ გკითხო.
მინდა მეფერო და მეალერსო,
გულში ჩამიკრა და მანუგეშო.

ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 3 4 5 6 7 ... 94 95 »
Website builder - uCoz