*********
იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია...
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი...
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი!

ნანახია: 459 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან, 
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.

დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.

დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.

და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ!

ნანახია: 586 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
,,წვიმა მიკაკუნებს კარი გამიღეო
და არ შემოვუშვი სახლში
რატომ წამიშალა შენი ნაფეხური
ერთად რომ მივდოდით ..

მაშინ
შენი ხელისგული ჩემს მხარს ეხებოდა
ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი გულში
სველი ქვაფენილი ნელი ნაბიჯებით
მარტომ გადავტკეპნე გუშინ
ახლა წვიმა ისევ კარზე

მიკაკუნებს
მე კი აღარ მინდა,მცივა
ჩემგან მიტოვებულ ნაიარევ ქუჩებს
ახლა უჩვენობა სტკივა.."

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
წვიმა კოცნიდა ალუბლებს
მერე ლანდებად ქრებოდა
თითქოს ფოთლების ნაჟურით
უნდო ცრემლები სწყდებოდა
ეს შემოდგომაც მოვიდა
უხმოდ იცვალა ფერები
მესაიდუმლედ გამიხდა
წვიმის უმანკო ცრემლები
წვიმა გაკოცებს ტუჩებში
მერე ჩემსავით გაქრება
და ამ ნაწვიმარ ქუჩებში
მხოლოდ ოცნება დაგრჩება
მე ისევ გნახავ შორიდან,
რომ გენამება თვალები,
გნახავ და წვიმის მოსვლიდან
წვიმაში დაგემალები...

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ძალიან მიჭირს, 
დავრჩი უშენოდ...
ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას...
გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო...
წარსულს...
რომელიც, უშენოდ ფეთქავს...
ვოცნებობ იქნებ,
რომ შენთვის მოვკვდე...
ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად...
მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს...
მე კი...
გავრბივარ, საშველად ღმერთთან...
მკლავს უშენობა...
და ამწყოს ვუმხელ...
წარსულს, მომავლის სანაპიროდან...
რად არ მესიზმრე...
ვერ ვხვდები, წუხელ...
ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...
ძალიან მიჭირს...
და დავრჩი კენტად...
დამაპეტრონა მე სიმარტოვე...
მე მყვარებიხარ იმაზე მეტად...
წარსულში ,
სადღაც რომ მიმატოვე...
ჩავდივარ დაბლა,
ავდივარ მაღლა...
შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო...
მე რომ მეგონა, იყავი სადღაც...
თურმე...
ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს...
გავყურებ წარსულს,...
თავს, რომ ვუშველო...
წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს...
გავგიჟდი,
როცა დავრჩი უშენოდ...
და ციდან...
ისევ მოვყევი სეტყვას..


ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მო... 
მეალერსე,
მო...
მეფერე,
ბაგით დამბაგე,
დამათრე შენი სურნელებით,
ანუ დამბანგე...
სად შემიძლია,
სხვა რამ ფიქრებს
ტახტი ვუშენო,
ვქრები...
ვილევი...
ვკვდები...
ანუ
არ ვარ უშენოდ...

ასე მგონია:
სულ მეძახი...
მიხმობ...
მიბარებ...
- ო როგორ მიყვარს!..
ღმერთო ჩემო,
შენ დამიფარე!


ნანახია: 524 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე
ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი .
ღმერთად გაქციე და მერე რისთვის ,..
გამიხსენებდი რა ვიყავ შენთვის?..
შენ შენი თავი გიყვარდა ძლიერ
ასე უგულო ასე ამაყი
იმიტომ იყო ბოლოს და ბოლოს
ის უჩვეულო სევდაც წამართვი .
მე შენ მიყვარდი თითქოს აქამდის
იმ უჩვეულო მზერა , იერით ,
არ დაიჯერო ეს არ ყოფილა…
ფიქრი მიყვარდა მე ჩემმიერი
ფუჭად ვხატავდი სველი ხელით ცას
უკვე დაწინწკლულს მრავალწერტილით
მე შენ ?
არასდროს არ მყვარებიხარ ,
ღმერთი მიყვარდა ჩემგან შექმნილი

ნანახია: 489 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

damtove.......
დამტოვე მარტო...
მერე რა,თუკი უშენობა მაშინებს ახლა?!
მე გავუძელი გრიგალს,ქუხილს,წვიმას და თავსხმას
და ამ ტკივილსაც ავიტან ალბათ...
დამტოვე მარტო...
ჩემ ფიქრებთან არ მინდა გაყრა,
ახლა ნუგეში არ მჭირდება შენგან არაფრად.
დამტოვე მარტო...
სიმარტოვე გამიგებს ახლაც,
შემომეხვევა,ჩამიხუტებს,ამირევს თავგზას.
დამტოვე მარტო...
სანამ დროა წადი ნუ მტანჯავ...
აღარაფერი აღარ დარჩა გულდასაწყვეტი,
შენ ხომ უჩემოდ დაასრულე
ჩემი ცხოვრების მცირე ნაწყვეტი...
დამტოვე მარტო...
ალბათ დროა დავსვა წერტილი.
ხელები მითრთის, უშენობას ვერ ვეგებები,
ეს მერამდენედ მოვიშორე წყენის ცრემლები,
გული გათხელდა
აღარაფერს მე აღარ ველი..
დამტოვე მარტო...
ღამეს მინდა დარდი გავანდო.

ნანახია: 429 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
როცა ნატანჯი გული ქვითინებს, როცა ტკივილი გირთულებს სუნთქვას, როცა სიცოცხლეც თითქოს აღარ გსურს, მაშინაც გული იმედით სუნთქავს!
ნანახია: 463 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მოდი რა . . .
გაჩუქებ რაც რამ მაბადია,

სიცოცხლეს, სიყვარულს,
ცხოვრებას არეულს . . .
მითხარი სხვა ჩემგან თუ რამე გწადია,
ეგება სხვა ყველაც წამართვა მთვარეულს.

ეგება . . .
ოცნება გიბოძო ყოველი,
ჩემს ღიმილს ჩუმსა და მწარეს დაეუფლო,
იქნება ეს ყოფა ჯერ კიდევ ცხოველი,
შენ შემიწყვიტო და ცრემლით დამემუქრო.

წაიღე სულ ყველა,
სულ ყველა შენია,
მე აღარ მჭირდება უშენოდ არცერთი.
არც გული მარგია ეულად რომ ძგერდეს,
არც ყოფნა ამქვეყნად მახარებს ასეთი.

ერთსა გთხოვ სანაცვლოდ . . .
ჩვენი წარსულიდან,
ერთი მოგონების დათმობას აიტან . . .

ჩვენი სიყვარულის ცხოვრების ზღაპარი,

უკან დამიბრუნე ზაფხულის ღამიდან . . .

ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 64 65 66 67 68 ... 94 95 »
Website builder - uCoz