მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები, გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები, მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...
მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში, მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში, მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს, ძილგატეხილი, მომქანცველი, უკუნი ღამე...
სასთუმალი ვარ, მოტრფიალე შენი სხეულის, ლურჯი პერანგი, თეძო-მკერდზე შემოხვეული. ...და მე ყველგან ვარ- მზის სხივშიც და ღამის წყვდიადშიც, ქარის ჩურჩულშიც, ცისკრის ნამშიც და განთიადშიც...
გთხოვ, მაპატიე, ყველგან რომ ვარ და შენი არ ვარ და რომ მიხდება შენი კოცნის ჩუმად მოპარვა, გთხოვ, მაპატიე, თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით, ჩემო სიცოცხლე, თუ ოდესმე გაწყინე რამით!..
იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები, დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად, არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა, იის სურნელი ჩემი კაბისა. იქნებ გგონია რომ დავბრუნდები, და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ, არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა, იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს. გული დამტვერილ საფერფლედ იქცა, ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ, სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან, შენ ვერასოდეს გაგიმეორებ.
გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო და გევედრები არ დაიჯერო მოხდება ასე ვიცი და მინდა, შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო. გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო, ერთობოდაო შენთან თამაშით მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის. ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო სულ სხვა გახდაო მისი რჩეული მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით ნატვრას ავყევი გადარეული. გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო რომ მობეზრდაო შენი ალერსი და თუ გაგება ამის მოგინდა, მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში. ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო, გულში ნაღველი არ გაიჩერო არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო
ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული, ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება. მე კი ჩემს გრძნობებში აწურული, შენი უხმო ლანდი მენატრება.... ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი, ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება. მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი, დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება... ჰოი რა დღეები გაფრენილან ვნანობ და ჩემი თავი მენანება, შენი ალერსი მენატრება... მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ, წლები კი რა უაზროდ მეფანტება. ისე დავიღალე მარტოობით შენი მონატრებაც მენატრება.
თაფლისფერ თვალებს სცვიოდათ ცრემლი, კვდებოდა შენთვის შენთვის დნებოდა, იტანჯებოდა და მხოლოდ შენზე შენზე ოცნება არ სცილდებოდა, ეფერებოდა მხოლოდ შენს ხელებს შენს ლამაზ თითებს ეფერებოდა, ენატრებოდა შენი ღიმილი და შენი სახე ელანდებოდა იმ ლამაზ თვალებს თაფლისფერ თვალებს მწუხარე ცრემლი არა შვენოდა და მომტირალი იჯდა სარკმელტან შენს გამოჩენას ელოდებოდა
.. შენი სახეა ნუთუ, ღამით ჩემთან რომ მოდის და დამძიმებულ ქუთუთოებს ძილს არ ანებებს? ნუთუ შენ მიფრთხობ სანატრელი სიმშვიდის ლოდინს, როცა თავადაც ემსგავსები ღამის ზმანებებს?
შენი სულია ნუთუ ჩემთან შორით მოსული, რაც საქმეში და საფიქრალში ძალად მეჭრება, ამაოებით და სირცხვილით გარემოცული ჩემი ცხოვრება რომ შეიპყრონ კვლავაც ეჭვებმა?
არა, შენ არ ხარ, ვინც თვალთაგან წარმტაცა რული, არც სიყვარულის ზმანება ხარ და არც მაქცია, ეს მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა წამართვა სრული მოსვენება და შენს დარაჯად გადამაქცია.
მე შენთვის ვფხიზლობ, შენ კი სადღაც იღვიძებ ამდროს... ჩემგან შორსა ხარ, ვიღაც სხვა კი გულს ახლოს განდობს.