g......d..
ინათებს, ჩემო, შენზე ფიქრებით გულს უშენობა შემოსჩენია. სად არ ვიარე, სად არ ვიკვლიე, წამალ არავის მოუგონია. დარდმა აავსო ჩემი სამყოფი, მე შენი ხილვა მომწყურებია. მოდი და, იქნებ, ამ გულს უშველო – არავინ უნდა, მომდურებია. არც როდის იყავ საჩემოს, ვიცი, ლამაზ თვალები სხვა რამდენია. შენ ვერ გიამბე, ღამემ კი იცის, ცრემლები ღვარად რად დამდენია. სახეტიალოდ გზები მეძახის, მესაიდუმლე მთა გამხდენია. ღამდება, ჩემო, კიდევ დავითვლი რამდენ უშენოდ გამთენებია. შენ ვერ გიამბე, ღამემ კი იცის, რამდენ უშენოდ გამთენებია.
ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
**********
მხოლოდ ამას გთხოვ, მოგაცილოს ვინმემ ჩემამდე, უფლება არ მაქვს, რომ მოვიდე თავად შენამდე, ის არ იფიქრო, მომენატრე, მიტომ გეძახი, მინდა აგიხსნა, თუ წარსულში როგორ მიყვარდი... მერე წადი და ვისზეც გინდა, მასზე იფიქრე, თუ მოგენატრო, ნურასოდეს ნუ დამიძახებ! ვარდი, რომელსაც ყველა ეტრფის, ყველა ადიდებს, თუ ერთხელ დაჭკნა, მის ღირსებას ვეღარ აღიდგენს.
ნანახია: 451 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
***********
ახლოს მომიშვი გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში. აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია. ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა, მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო, რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო, ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით…
ნანახია: 438 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
************
ასე უცებ, ასე უცებ რომ შემიყვარდი. ჯერ არც მინახავს, არც მიგრძვნია შენი ხელები, ასე უცებვე გულს მოეძალა უსაზღვრო დარდი. მხოლოდ სიტყვებით და ამ ლექსით მოგეფერები. მე რომ შემეძლოს შენთვის, ცაზე დავთვლიდი ვარსკვლავს შენთვის დავწერდი ტკბილ მელოდიას, გიმღერდი ზღაპარს. შენთვის ლოცვაში დავაღამებდი, გავლევდი ზამთარს. შენზე ფიქრებში დავმალავდი გულის სხვა განცდას. ნეტავ შემეძლოს, შემეძლოს შენი თვალების ცქერა, შემეძლოს შენთვის სიკვდილამდე ლექსების წერა. ნეტავ გესმოდეს, გესმოდეს გულის მტანჯველი ძგერა და ჩემს ფიქრებში ფრთხილად დამშრალი ჩუმი სიმღერა. მე ვერ ვისწავლი ოცნების ზღვაში რიტმულად ცურვას, ვერც სხვის თვალებში შემეძლება ვეძებო ტრფობა. და არც ის მინდა, რომ ჩემს გულში იფეთქოს შურმა, არც სიკვდილი მსურს, არც ღვინითა და არყით თრობა. ალბათ მომიწევს ჩემი სიცოცხლის მტვერში დამალვა, ვეღარც ზღვის პირას შემეძლება ქვიშის მოქარგვა. მხოლოდ თეთრ თოვლზე დატოვებულ იმ ერთ ნაბიჯში, იმ ერთ სუნთქვაში, ერთი გასროლით გრძნობას მოვფანტავ. ამ ლექსის მერე ისევ შენზე დავიწყებ წერას, ისევ შენ გეტყვი და გაგიმხელ გულის ვედრებას. ისევ ღამეში გადმოვანთხევ გულიდან მელანს და ისევ შენ ხმას, ჯერ არ გაგონილს, ვუწყებ ფერებას..
ნანახია: 443 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
gamomigone .........
***************
ნანახია: 439 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
>>>>>>>>>>>
მე მაპატიე, ვერ დავემგვანე იმ ქალს, რომელსაც ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი... მე მაპატიე, ვერ ვიქეცი სურვილის მონად, ვეღარ გითხარი - რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი, სხვა სიყვარული, მონატრება, სხვაგვარი თრთოლვა. ვეღარ გითხარი... დროც არ იყო ამის სათქმელი, რადგანაც სულში სევდამ მოთოვა... ბოლოს კი მაინც უხმაუროდ ისე წავედი, შემოდგომის პირს როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა.
ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
gela daiauris poezia.
,,,,,,,,,,,
ნანახია: 437 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
menatrebi.......
,მენატრებოდი- უსაშველო ტკივილებამდე, მენატრებოდი- გულის გულში ტიროდა სევდა, მენატრებოდი- ვერ ვამბობდი დანგრეულ იმედს, მენატრებოდი- წელიწადნი მიჰქროდნენ ელვად. იქნება ხვალე მოსულიყავ ღიმილის ნამად, იქნებ ზეგისთვის შემოგეღო ოდის კარები, იქნებ სხვა დილას მოგერთმია ყვავილთა დასტა, იქნებ ოდესმე მონატრების გეხსნა ჩადრები. მტკიოდა- შენი გამგზავრება არაფრის მსგავსი, მტკიოდა- ასე დადუმება და გადაკარგვა, მტკიოდა- კვალად დარჩენილი შენი სურნელი და უხილავი ეს ტკივილი ნელ ნელა მკლავდა. დუმილი ხვევდა მონატრებას ოქროს სამოსში, დუმილი უხმოდ ეხვეოდა ფიქრებს და სევდას, იკლაკნებოდა ქვეწარმავლურ დიდმოსილებით, ძირს ანარცხებდა ზეაწვდენილ ამ მონატრებას. მენატრებოდი- დამავიწყდა მზის ამოხედვა, მენატრებოდი- ოჰ რამდენი ჩაიფშვნა წელი, შენს გასაკვირვად ახლა ისევ ვიწყებ სიცოცხლეს თუ გაგახსენდი, არ გეგონოს რომ აღარ გელი...
ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
**********
მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე, თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა. ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს, ის ცივ გონებას არ შეეწყობა. ამაოა და არაფრად ვარგა, ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება. ჩემო სიცოცხლე, გაიგე კარგად, ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ! შეხედე მაღლა, ასწიე თავი: მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს, ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი და დედამიწას თვალს არ აშორებს. მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად! სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს. ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ, ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე. თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს! ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა. მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს, ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ. რათა ბურუსში ციხფერ ზმანების, მოურიდებლად, დაუფარავად, შოთხვის ფოთლები, მწუხრის ზარები, იმეორებდნენ: "შენი ვარ მარად!” და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი, თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება სვი და იმღერე, ჩემო სიცოცხლე, ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!
ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
**********
აღარ დამელოდო... სულივით მაკლიხარ... ოღონდ შეინახე სახსოვრად წუთები... მიყვარხარ ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან, თვალებს გიკოცნი და გულში გეხუტები
ნანახია: 395 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
« 1 2 ... 67 68 69 70 71 ... 94 95 »