...........
lamazi sizmari
wuxel mesizmra didi xiyvaruli.
am siyvaruliT didi sixaruli,
wuxel damesizmra Seni Tvali feri,
wuxel damesizmra CemTan modiodi.
Tvali gavaxile ocneba daimsxvra
da maSin mivxvdi rom zeca damengra,
minda sul viZino da sul damesizmros
didi siyvaruli

ნანახია: 576 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

............
ვუსმენ სიჩუმის უცნაურ კვნესას,
ეხლა საშველი მხოლოდ ძილია,
მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის
და დავიწყება არ შემიძლია

ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
იცი რა მენატრება? შენი ბაგიდან მოწყვეტილი მიყვარხარ, ნარკოტიკივით გონებას რომ დამიბინდავდა, მთელს სხეულში გაივლიდა და სისხლძარღვების გავლით გულში რჩებოდა.
ახლაც ფეთქავს:
მიყვარხარ,
მიყვარხარ,
მიყვარხარ...
და მხოლოდ მტკენენ...

შემორჩენილი კოცნის კვალიც ტუჩზე შემაშრა................

ნანახია: 389 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ვერცხლისწყალი ვარ შენს ხელისგულზე...
თავს ირთობ როგორც კრიალოსანზე...
მშლი...მკრიბავ...
მშლი...მკრიბავ...
მეც ვლივლივებ, მიხარია...
შენთვის ვიშლები და ვიკრიბები...
ჩამოგეძინა...
ხელი დაგეშვა...
ჩამოგიცურდი და დავიფანტე...
წვრილ-წვრილ წვეთებად...
ცალ-ცალკე ყრია
ჩემი გრძნობები...
ხელ-ფეხი...
სული...
სხეული...
გული...
გთხოვ გამოფხიზლდი...
შემეხე ისევ...
შემკრიბე შენში...
გ ა მ ა მ თ ლ ი ა ნ ე...

ნანახია: 450 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ ვინც არასოდეს მიგვატოვებდა...
ნანახია: 403 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
დამაკლდი, 
როგორც ერთი წვეთი სურაში ჩარჩენილი
მათრობელა სითხის
ბოლომდე ვერდასალევად.
დამაკლდი
როგორც დილის ნამი
ფეხისგულებს რომ მიწვავს
თავისი სინაზით.
დამაკლდი
როგორც დილის ნიავი
მშფოთვარე ღამის შემდეგ
სულის დასაწყნარებლად.
დამაკლდი
როგორც მონატრება ჩემი
ვერგამხელილი ფიქრების...
დამაკლდი
როგორც სიცოცხლე
და ეკლიანი ბილიკებით მავალს
შენი მონატრება დამაკლდა
მომავლის ნაბიჯების გადასადგმელად.
დამაკლდი
და გულიდან წამოსული სიტყვები
"მოდი ჩემთან"
პეშვშში მოვიქციე,
მინდა თვალებში ჩაგხედო
და ხელისგულებში მოქცეული სიტყვებით
შეგიმშრალო სევდისფერი თვალებიდან
წამოსული ნიაღვარი.
დამაკლდი
სიყვარულო ჩემო
სულ ერთი წვეთი....

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,

ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.

ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,

სევდა როდემდე არ დამასვენებს?

დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,

თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,

მოგონებებში ჩავიძირე და

საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.

შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,

აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,

მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,

ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.

მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,

მართლაც რამდენი ხანი გავიდა...

გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,

მე შეგუება ბედთან არ მინდა!

მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,

არც დამცინავი კედლის საათი;

"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე

დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"

ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს

შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;

ნანახია: 434 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,

ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,

ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,

რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?


ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,

მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,

ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?

ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?


მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,

როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,

შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,

თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ამ ცხოვრებაში 

მე ვარ სულ მარტო,

ოღონდ არ მკითხო,

ვერ გეტყვი რატომ.

ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,

მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.

მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,

რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.

ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,

მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.


უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,

გული კი მარტოდ მარტო დარჩება.

მოგონებები თუ გადარჩება,


ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.

ყველაფერი კი ასე მთავრდება,

გული უშენოდ დაიტანჯება.

სული ობოლი მარტო დარჩება

და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,

გაივლის დრომ და დადგება წამი

როცა მე უკვე ვიქნები გვამი.

მე გამიხსენებ სულ ერთი წამი,

შენ გეკუთვნოდა,

შენთვის ვარ მკვდარი,

შენი ვიყავი და შენი ვრჩები,

შენს ტკბილ სიზმრებში

მე შენთან ვრჩები

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
გელოდები...რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს...
გელოდები მხოლოდ ერთს...
მხოლოდ ერთხელ მოდი...
განა გული მინდა გთხოვო...
სიყვარული გთხოვო?!
მხოლოდ ერთხელ დამენახე..
თვალს შეგავლებ მხოლოდ...
მერე წადი ისე წადი რომ არ გაიხსენო
შენ ვინ იყავ?! მე ვინ ვიყავ?!
ან ვინ დავრჩით ბოლოს..
წადი...
თვალზე ცრემლს შევიშრობ...
დაგილოცავ გზა კვალს...
და არავის არ ვუამბობ
ამ შეწყვეტილ ზღაპარს.

ნანახია: 434 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 71 72 73 74 75 ... 94 95 »
Website builder - uCoz