***********
ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ,ჩუმად მეყვარები ჩემთვის.რა ჩემი ბრალია შემიყვარდი უცებ ალბათ ნება იყო ღმერთის.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად ვიოცნებებ შენზე.შენთან ალერსსა და ლამაზ გაზაფხულზე შენი ერთხელ ნახვის დღეზე.ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ ჩუმად მეყოლები დარდად.ოღონდ ვიცოდე რომ სევდა არ გაქვს გულზე ,ოღონდ შენ იყავი კარგად ....
ნანახია: 479 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
შუა ზაფხულში,

ისე ლამაზად შემომელექსე

ლოდინით დაღლილს,

და მაინც ბოლო ლექსი

დავარქვი ამ ფიქრს.

წლისთავს გადავუხდი ერთად შეყრას

წავშლი კალენდარზე განშორებას...

დაავიწყდება მთვარეს

ოცნებით დანისლული

თვალები ჩემი,

ემახსოვრება

სამების კედელს

პირობა ჩვენი,

დაავიწყდება ქარებს

ჩურჩულით დაფიცული

სახელი შენი,

ემახსოვრება

ხვთისმშობლის ხატს

ოცნება ჩემი...

ტაძრის გუმბათში

ინახება ფიქრებიც

შენი...

ერთხელაც მივალ ვილოცებ

შენთვის...

მე შევასრულებ ყველა

პირობას...

გაპატიებ აწმყოს უმაისოს,

შენ კი გამიქრები

მტკვარმაც კი იცის

როგორ მიყვარდი...

წლისთავს გადავუხდი შეყრას...

შუა ზაფხულში...

და ბოლო ლექსი დავარქვი ამ ფიქრს...

წავშლი კალენდარზე განშორებას.

და არასოდეს დავივიწყებ

გულწრფელად ნათქვამ

ერთადერთ ფრაზას

""ეს პატარა ხელები რომ

მომენატრება...?""

იმ დროს იმ თვალების სიმართლეში

ეჭვი არასოდეს

შემეპარება...

მე შევასრულებ ყველა პირობას...

აღარ გავლექსავ უშენობას,

აღარ ვიდარდებ უმაისობას,

აღარ დაგაბრალებ ჩემი თვალების უამინდობას...

მე შევასრულებ ყველა პირობას...

შუა ზაფხულში...

ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
გარეთ ავდარია 
წვიმს რახანია,
მგონი უკვე ყინავ
და ზამთარია.
არა, არა ყინავს,
მხოლოდ გულსა სცივა,
ნუთუ შენ არ გცივა
და გული არ გტკივა?!
წვიმს რა ხანია
და ზამთარია...
შენი გამოხედვა მომნატრებია.
წვიმის წვეთები,
ხომ ჩემი ცრემლებია.
ცა კი, ჩემო კარგო,
ჩემი თვალებია.
ეს ის თვალებია,
შენ რომ შესცქეროდი
და შენ სიყვარულს ,
რომ მხოლოდ მათ უმხელდი.
გარეთ ავდარია
წვიმს რა ხანია....
გაზაფხული მოვა....
გულს უხარია.

ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

(((((((((
შენზე ფიქრით დაწყებული ყოველი დილა
ცრემლებივით წრფელია და წმინდა,
მომენატრე, მომენატრე ისე ძლიერ,
რომ ეს ლექსი დაგიწერო მინდა!
დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ შენს ლამაზ სახეს
როგორ გიბრწყინავს ეშხით სავსე მწველი თვალები,
ამ ბრწყინვალებას კიდევ უფრო რომ ამძაფრებენ
დარაჯად მდგომი უტურფესი წარბ-წამწამები.
ვხედავ დალალებს შენს ლამაზ მხრებზედ სრულიად დაშლილს
ასე ნარნარად რომ ელავენ მათრობენ მაშინ,
მშვენიერი ხარ მზის სხივივით მღელვარე ზღვაზე
ოდეს ეშვება მოწყვეტილი მწუხარე ცაზე.
ქვეყნად არსებობს სილამაზე მიუწვდომელი
ეს სილამაზე ყველას მადლად როდი რგებია,
ანგელოზია ის ლამაზი იმქვეყნიური
რომლის მშვენებაც ჯერ კაცთათვის უნახავია!
მე ანგელოზი არაერთხელ სიზმარში ვნახე
და ამ ანგელოზს ჩემთვის ცხადში აქვს შენი სახე,
დაე დავიწვა ჯოჯოხეთში გეენის ცეცხლში
ოღონდ ვიხილო შენი სახე იმ მტანჯველ დღეში.
შენ ხარ ყვავილი მშვენებით სავსე ედემს მოსული,
შენ დაიპყარ გული ჩემი სევდით მოცული,
არასოდეს მავიწყდება შენი ჭრელი თვალები
თუნდ რომ მწვავდეს მედებოდეს სიყვარულის ალები.
ეს სიტყვები შენთვის თქმული გულიდან არს წამოსული
შენთვის არის დაწერილი და ფურცელზე გადმოსული,
ამით მინდა გაგიმხილო მე განცდილი გრძნობა წმინდა
დამიჯერე ჩემო ტურფავ რომ შენს მეტი არვინ მინდა!
მე სიყვარულს არ დავეძებ შენ ხარ ჩემი სიყვარული
ღმერთს შევთხოვ რომ გაგიღვიძოს გრძნობა გულში მიმალული.
მე ვერ დაგთმობ ვით სიცოცხლეს
თუნდ მეწვოდეს ცეცხლით გული,
იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი
სიცოცხლე და სიხარული!
ცით მოფრენილი შენ ხარ ფერია
ნაზი ჩიტები შენთვის მღერიან
და ეს სიტყვებიც შენდამი თქმული
ძვირფასო ჩემო პასუხს ელიან.

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
დედამიწა ბრუნავს... ზოგჯერ სიყვარულიც ბრუნავს... საათი წიკწიკებს... თითქოს ფიქრებს ითვლის... ადამიანი კვდება... 
საათი ჩერდება... მაგრამ სიყვარული რჩება... გული დუმდება... ადამიანი აღარ ბრუნდება... მაგრამ მაინც გიყვარს...










რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა"

არ ვიცი ნეტავ რამ შემაყვარა,

მსურს გაგაბრაზო, მსურს გაგაწვალო

და ამიტომაც კვლავ ვამბობ "არას."

და ამ სიტყვებში სათქმელსაც ვმალავ,
დაიმახსოვრე ჩემო სიცოცხლე,

"არა" ყოველთვის არ ნიშნავს "არას."

ნანახია: 483 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

>>>>>>>.
იები მოსულან, პატარა იები, 
შარშან რომ ვკრიფავდით ერთად,
მეგონა ღალატს ვერ გაპატიებდი,
მაგრამ ვეღარ ვძლებ კენტად...
დაბრუნდი! არ გესმის? ხომ ხედავ,
უჩვენოდ ვეღარ გაუძლიათ იებს,
მე ნაღალატევი გული მინდა გიჩვენო,
დაბრუნდი, გაპატიებ!!!
სადმე თუ შეხვდები ჩემებრ თავდადებულს,
და მასაც ჩემსავით უწოდებ ,,ფერიას"
იებს ნუ მიუტან ახალ შეყვარებულს,
იებს ნუ მიუტან, იები ჩემია!!!

ნანახია: 1110 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მინდა გითხრა, 
ო რამდენი რამე მინდა გიამბო,
ვიცი უნდა გაგიფრთხილდე
და უნდა მოგიარო.
და თუ სევდამ დამამუნჯა,
მონატრებამ გამრიყა,
შენთან ყოფნა თუ მიშველის,
ხომ მოხვალ და წამიყვან?
ვიცი შენც გრძნობ ჩემს ტკივილებს,
ამოხეთქილს დარდებად,
ჩემი სულის გაჭირვება,
შენც ხომ დაგედარდება.
ო ,რამდენი რამე მრჩება,
შენთვის ასე უთქმელი,
შენს მადლიან თანადგომას,
ჩემი სული სულ ელის...
რა უსაზღვროდ მენატრები,
რა უსაზღვროდ მაკლიხარ,
მონატრება გამოყრილი,
შენც უჩემოდ დადიხარ...
აღარ ვიცი რა მოგწერო,
აღარ ვიცი რა გითხრა.

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
თუ ძველი გროშივით გაცვდა სიყვარული, გაცვდა მონატრებაც,
იქნებ უსასრულო ჩემმა საუბარმა თავიც მოგაბეზრა,
თუკი შენს ოცნებას ფერი გავუხუნე, მე განმსაჯოს ღმერთმა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ მთელი ერთი წელი,
მხოლოდ დრომ იმეფა!
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ჩემმა ბავშურობამ სული დაგიღალა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ერთმა უბიწო და გულუბრყვილო ქალმა,
სატკივარი შენი, ვერ გაითავისა,
გული დაგიმალა....
ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ,
მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე,
ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ,
და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე
რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა,
რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ
ფასი არ დაკარგა!
მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები,
ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები!

პაწაწინა გულმა მთელი ეს თვეები შენთვის რომ იფეთქა,
ყველას დაუმტკიცა... მთელი ერთი წელი....
მხოლოდ დრომ იმეფა!..

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღმერთო, გევედრები,მიეცი იმ ადამიანს,რომელიც ეხლა ამას კითხულობს,ყველაფერი,რასაც ის შენ გთხოვს….

მიეცი მას ყველაფერი დაუმადლებლად,ისე,როგორც მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ….
და ამყოფე ის ბედნიერი ყოველ დღე….მიეცი მას ძლიერი სული და სხეული….ახლობლების სიყვარული,გაგება და თანაგრძნობა…

გაანათე მისი სული მხოლოდ სიყვარულით…დაიფარე და დაიცავი დარდისგან და ნაღველისგან,ომისგან და სიკვდილისგან,ფიზიკური და სულიერი ტკივილისგან….მაგრამ თუ ეს ყველაფერი მაინც გარდაუვალია,მაშინ გემუდარები,ნუ მიატოვებ და მიეცი მას ნუგეში….

დაიფარე და გადაარჩინე ყველა და ყველაფერი, რაც მისთვის ამქვეყნად ძვირფასია….

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

menatrebi..........
მენატრები...

ვაფერადებ დღეებს დარდით...

არ მადარდებს, რა მოჰყვება...

შენ რომ,

ასე შემიყვარდი...



მენატრები...

წლებმა ისე ჩაიარა...

მეგონა, რომ გამივლიდი...

მაგრამ,

აღარ გამიარა...



მენატრები...

წლები ფიქრით მოვიარე...

არ ვიცოდი,

ხე ვყოფილვარ,

ოცნებებით მსხმოიარე...



მენატრები...

დღე და ღამე, შენით ვსუნთქავ...

ველოდები,

შენს თვალებს და

კოცნას, მუდამ...



მონატრების...

წვიმა მოდის, თქეშა-თქეშით...

წვეთებს დავდევ აღმა - დაღმა...

დაგეწიე,

ფიქრით ხელში...



მელანდები....

მენაღვლები...

და უზომოდ მედარდები...

ენის წვერზე მაკერია...

ერთი სიტყვა - მენატრები...

ნანახია: 343 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 72 73 74 75 76 ... 94 95 »
Website builder - uCoz