**********
ქალის თმები და ქალის თვალები,ქალის ალერსი,ქალის სინაზე
თუ ვერ იგრძენი ,რაღას არსებობ,რას დააბიჯებ ცოდვილ მიწაზე.
ქალის მკერდი თუ ქალის თითები,ნაბიჯები და კაბის შრიალი,
ქალს შეუძლია გაგახაროს ან თავს დაკატეხოს გულის ფრიალი.
დაგიმონოს და დაგიმორჩილოს,ფრჩხილიდან თმამდე სულით ხორცამდე.
ერთ დროს ძლიერი,პირველი კაცი,გაგაპარტახოს,დაგცეს მონამდე.
წყალი გწყუროდეს,არ დაგარწყულოს,რომ იხრჩობოდე,არ მოგცეს ხელი,
ცეცხლი გეკიდოს,არ მოგეხმაროს,შენ კი მის მოსვლას ყოველთვის ელი,
გინდა უყვირო?მოგიალერსებს,შემოგანათებს ავაზის თვალებს,
მოეფერები?გაიტრუნება;გაუბრაზდები?რაღაცას გავნებს.
რამე ისურვა?მწრაფლ გაუჩინე,თორემ გაგიჩენს გულში იარებს,
სხვას მოინდომებს და მერე იმ სხვას საწოლს და სხეულს გაუზიარებს
ქალის ქალობა შენ გაბარია,უპატრონე და ხარკი უხადე
ინანებ,მწარედ ინანებ ბოლოს,გული ბილიკად თუ გაუხადე
ქალი ეშმაკის მოგონილია,ლამაზი ქალი სანდო არ არი?
მე კი ასე მწამს,სულ სხვანაირად,რომ ქალი არის ღმერტების ქნარი
ანგელოზივით სრულქმნილი არის,
წყაროს წყალივით კამკამა ქალი,
კაცი თუ გქვია და თუ კაცი ხარ,
ქალს მოუხადე კაცური ვალი.
ეს ყველაფერი თუ კი არ არი
რაღა ფასია ლამაზი ქალი.

ნანახია: 690 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

martooba.......
ამ ცხოვრებაში 
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიTვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრო და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი.
მე გამიხსენებ სულ ერთი წამი,
შენ გეკუთვნოდi,

შენთვის ვარ მკვდარი,

შენი ვიყავი და შენი ვრჩები,

შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან vrchebi

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
თურმე სინაზე ისე გაკლდა, განკაცებულხარ...
თურმე ღიმილი ისე გაკლდა, დაბერებულხარ...
თურმე სიტყვები ისე გაკლდა, დამუნჯებულხარ...
თურმე ჩურჩული ისე გაკლდა, დაყრუებულხარ....
და თრთოლვა, ვნება ისე გაკლდა, გაქვავებულხარ....
თუ მოწიწებით შემოგიღეს სულის კარები
და აგიხილეს დახუჭული დიდხანს თვალები....
თუ სამრეკლოზე აწკრიალდნენ ლოცვის ზარები,
სადღაც სიღრმეში აშრიალდნენ გრძნობის ქარები....
ნუღარ იკითხავ: ძუა თუ ხვადი
ლეკვი ყოველთვის ლომის სწორია???
მიხვდით: ძუს ხვადზე მცირედი ყოფნის,
როცა სულს იპყრობს ეიფორია.....
ამიტომ ქალის ძლიერებაზე ყველა ლეგენდა მონაგონია...

ნანახია: 521 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული,
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია ,მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია .

მე შენ გელოდები, წვიმამ დამასველა.
ისე ჩაიარე, არ მოგიხედია,
მლაშე ცრემლმა ლოყებს ნამად დააწვიმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
გულში ფიქრი შფოთავს და მე ვეღარ ვხედავ
ირგვლივ თურმე ლურჯი იებია,
ჩემთვის გაიმეტე მხოლოდ მძიმე სევდა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
უშენოდ გულმა ვეღარ მოისვენა,
ჩრდილად რომ დაყვება ჩემი ფიქრებია,
სხვისთვის გაიღიმა შენმა თვალთა ეშხმა,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.
ჩემთან არ მოდიხარ, უკვე დამივიწყე,
მძივად რომ ავკინძე, ჩემი ცრემლებია,
ვიცი, ძველებურად აღარ გამიღიმებ,
მაინც არ გემდური, მიპატიებია.

ნანახია: 695 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
არ დავბრუნდები... 

მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია ,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები..

დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის,

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,

ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ

და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...

მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..

არ დავბრუნდები....

რადგან ყოველი წარსულის ბრალია

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..

ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
წუხელის სარკეში ჩავიხედე და დაგინახე.
შენ ჩემს წინ იდექი დატუქსული ბავშვივით, ხელში გვირილა გეჭირა და მის ყვავილებს ადევნებდი ფიქრს: "ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა!”
გვირილას ყვავილები, შენს ბაგეს კი სიტყვები სწყდებოდა და ნელ-ნელა უხილავ სივრცეში იკარგებოდა.
ვხედავდი, როგორ ცვიოდა ძირს გვირილას თეთრი და ნაზი ყვავილები, შენი სული კი შიშვლდებოდა და უსახური ხდებოდა.
მერე მე მიწაზე დაყრილი გვირილას დამჭკნარი ყვავილები შევაგროვე და გულში ჩავიხუტე, მოვეფერე, შენს გაყინულ სულს კი ვეღარაფერი ვუშველე, ვეღარ ავკრიფე შენი ბაგიდან მოწყვეტილი ყინულივით ცივი სიტყვები: "ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, რადგან თავისუფალი მინდა ვიყოვო!” - გვირილას ყვავილებივით!
ხო! წუხელის სარკეში ჩავიხედე და შენ დაგინახე! არა! ვტყუი! ჩემი თვალები დავინახე: ფართოდ გახელილი და ცრემლიანი, რომელშიც შენ იყავი. ეს ალბათ მაშინ ჩასახლდი და ჩაიკირე მათში, როცა დამნაშავე ბავშვივით იდექი ჩემს წინ, გვირილას ფოთლებს აწყვეტდი და . . . ჩემგან მიდიოდი!
ის გვირილა მე ვიყავი!

ნანახია: 512 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
მე ხომ შენთან სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი...
შენ რომ არ ყოფილიყავ, მე გამოგიგონებდი.
უნაპირო გზის შემდეგ, ისევ შენთან მოვალ დღეს,
იცი დავიღალე... და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ.
წვიმა ცრემლად შემარგე,
ცრემლიც უკვე გამიშრა.
როცა მოვალ შენამდე,
უკან აღარ გამიშვა.
თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია,
იქ ვეღარ გავჩერდები, სადაც არ მომელიან.
იცი როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი?
აღარა ვარ იცოდე, უშენობის ამტანი.
მე ხომ შენთვის გავრითმე,
სულში ყველა სტრიქონი,
სიზმრებში თუ დაგკარგე,
ცხადში მალე გიპოვი.
თუ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებში მომელი,
გაახილე თვალები!!! აი, უკვე მოვედი!

ნანახია: 502 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
შემოგხედავდე და რომ გეტყოდე
მენატრებოდი გაგიჟებამდე.....

იცი რა მინდა ყველაზე მეტად?...
ანერვიულდე და აკანკალდე...

გული აჩქროლდეს, გაწითლდებოდე...
თუმც ვერ ამბობდე რომ მოგენატრე....

იცი რა მინდა ყველაზე მეტად?...
დამიბრუნდე და არსად წახვიდე.
გულში ჩამიკრა და ჩამჩურჩულო:
გთხოვ მაპატიე, გთხოვ შემიყვარე..

ნანახია: 511 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს
ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა.
თმები წელზე ქამარივით, კარგო.
ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი
შენ შადრევნის გამახსენე მღერა,
ლურჯა ქარი სუსხის მოისარი,
შემოდგომის ცეცხლით შეიფერა.
ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება,
თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს.
მტევანივით ვერაფერი კვდება,
სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს...
თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო,
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
შუაღამით ასრულებენ ტანგოს
ცივი ქარი და შადრევნის ხმა.

ნანახია: 489 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მინდა მოვიდე
და თითები შევაცურო
შენს თმებში,
რომლებით გაწუწული ტირიფის ტოტებივით
ძირს დაშვებულან . . .
მინდა მოვიდე
და სიგარეტის კვამლით ავსებულ ოთახს
სული შევუბერო,
კვამლი გავფანტო
და გავაღო შენი დანისლული თვალები.
მინდა მოვიდე
და დამტვერილი თაროდან ჩამოვიღო
ჩემზე მოგონება,
მონატრება გამოვაღვიძო
ჩაძინებული სიზმრიდან
და გამოწვდილ მკლავებს
შევაგებო ჩემი სხეული.
მინდა მოვიდე და უძილობით
ამღვრეულ თვალებს
სიმშვიდე ვაჩუქო
მაგრამ ტელეფონი დუმს
და . . .
მონატრება მონატრებად რჩება

ნანახია: 523 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 89 90 91 92 93 94 95 »
Website builder - uCoz