**********
დახუჭე თვალები! 
დახუჭე!
სინათლე ყველაფერს აფუჭებს.
ნაჭუჭებს,
ვაგროვებ ღამის ნაჭუჭებს,
ნაჭუჭებს
უჩუმრად
ვაქუჩებ.
ამ ქუჩებს ყველას შენ გაჩუქებ,
ნაჭუჭით მოგიქსოვ ფაჩუჩებს,
დახუჭე, თვალები დახუჭე,
გაჩუმებ,
მე კოცნით გაჩუმებ,
ღამეს დავუდებ სარჩულებს,
გარჯულებ,
დიდი ხანია გარჯულებ,
გიკეთებ მარყუჟებს,
გარუჯულ მკლავებში გიმწყვდევ და
კოცნით გაჩუმებ.
დუმილი ჩვენს ოთახს აყრუებს,
საყურეს, შენ მომხსნი საყურეს,
ჩურჩულით მეტყვი:
დახუჭე!
ყურებიც დახუჭე!
ბგერები ყველაფერს აფუჭებს.
გავაპობთ მე და შენ პარკუჭებს,
ვარდის ფურცლების ნაკუწებს
ერთმანეთს ვაჩუქებთ.
სურვილებს ავუგებთ ტაძრებს,
ავუგებთ!
გავუგებთ,
ერთმანეთს სუნთქვასაც გავუგებთ,
ოღონდ შენ კოცნა მაჩუქე,
ხვალ მე შენ ათას ცალს გაჩუქებ,
კოცნას გაჩუქებ,
არ მოგატყუებ. მართლა!
"ვისესხებ სიყვარულს სამასპროცენტიანი განაკვეთით"
დამუწე! პირი დამუწე!
სიტყვები ყველაფერს აფუჭებს,
ფანჯრებს ჩამოვხსნი ჟალუზებს,
ნისლიან ქუჩას გავყურებ.
რას იზამ, ჩემო,
რას იზამ?!
აღარ დაუშვებ
ჩემს სულში შენს ღუზებს?!

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მე მენატრები ყველაზე ძლიერ,

სურვილად მექცა შენთან შეხვედრა,

იმ მთვარეს ვგავარ ფიქრში რომ ათევს,

ოცნებად რომ აქვს მზესთან შეხვედრა,

მე მენატრები იმაზე უფრო ვიდრე

პატიმარს თავისუფლება,მე მენატრები

და სულ მახსოვხარ, რომ დაგივიწყო
არ მაქვს უფლება.

ნანახია: 549 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ხეტიალით ძლიერ დავითვერი, 
სასტიკია: სევდას დაღლაც ერთვის,
მიველ, ვნახე ცისკარივით ფერი,
ვიდექი და ვლოცულობდი შენთვის.

ვიტრინაში ჩანდი, როგორც დილა.
როცა სხივი ჰქარგავს ხოლმე ველებს,
გიცქეროდი, მაგრამ ისე ფრთხილად,
როგორც ერთ დროს მოვეფერე ხელებს.

ნანახია: 500 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
garet gavixede, mtvare anatebda... gamis wyvdiadshi, varskvlavi kashkashebda... shenze chafiqrebuls netav ra macinebda... albad fiqrebi siyvaruls maxsenebda... vfiqrobdi, vxedavdi, dge rogor gadioda... umanko cremlebi rogor momdioda... lodinit, wuxilit erti dgec ileoda... chumi melodiit guli mikvdeboda... ocnebit daglils rom chamedzineboda da sheni alersi damesizmreboda, movexveodi chavexutebodi lamazi sizmari ase grdzeldeboda, zecas gavxedavdi isev tendeboda... chemi sizmari ucbad mtavrdeboda... dge kvlav martoobas, tyuils mpirdeboda... me ki sheni kocna rogor mchirdeboda....
ნანახია: 594 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს, 
ყველაზე ძვირფასს რაც გამაჩნია...
ჩემს ფიქრებს, დარდებს, ჭადრების ფოთლებს,
სიჩუმეს, წვიმას, ზაფხულის ქარებს,
ჩემს ათას ეჭვით უძილო ღამეს, სევდიან დარებს...
ჩემს დაღლილ თვალებს, ფიქრსა და სევდას,
ცრემლების ციმციმს, ნისლიან ზეცას...
შენ დაგიტოვებ ლურჯთვალა იებს,
თეთრ გვირილებს და ბავშვობის სევდას...
იმედის მერცხალს, ლოდინს და თმენას,
დღევანდელ ცრემლებს. ხვალინდელ ლხენას...
ჭადრების შრიალს, ფოთლების ცვენას,
წვეთების კისკისს, გედის სიმღერას...
შენ დაგიტოვებ ყველაზე წმინდას,
ყველაზე სათუთს რაც გამაჩნია...

ნანახია: 530 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
დამიწერია ბევრი ლექსი ღიმილით,ცრემლით, 
მაგრამ არასდროს დამიწერია მე გაზაფხულზე,
თაფლის სურნელი როცა ასდის მთელს დედამიწას
მე მაშინაც კი წერას ვიწყებ რატომღაც შენზე...
სიოს როს რითმავს ბულბულების ნაზი გალობა
და ირგვლივ გუნდი პეპლებისა როცა ფარფატებს,
მე აღარ მიკვირს ჩიტუნების ცეკვა დაისიც,
მხოლოდ თვალები შენი მწვავს და სიცოცხლეს მმატებს!
როცა ჩურჩულით აუყვება ნიავი ქუჩებს
და აჰყვებიან ვარდისფერი კვირტები ატმის,
როს მზე შეახებს თოთო ბალახს თავის ცხელ ტუჩებს,
მიიმალება ხავსიანი ქვის უკან მარტიც.
როცა მერცხალი შემოუფრენს ჟუჟუნა წვიმას
და აუშენებს ბარტყებს ბუდეს ცისარტყელაზე,
როცა მდელოებს ყვავილები მინდვრის დაფარავს
შენ მომინდები ქვეყნად ალბათ მეტად ყველაზე.
როს იმ მჩქეფარე ნაკადულებს დილით ცვარი და
ღამე ნამგალა ბადრი მთვარის შუქი აკოცებს,
როცა გალობა ჯადოსნური იფრქვევს ფრინველთა
მე მზერა შენი უხილავი თუ გამაოცებს.
დამიწერია ბევრი ლექსი ცრემლების ნამით
და არაერთხელ სიხარულიც ჩამიქსოვია,
მაგრამ არასდროს გაზაფხულზე მე აღარ ვწერდი
რატომღაც დარდის დიდმა წვიმამ ჩამიყოლია.

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მოგოგმანებენ მოგონებები
თუ გოგონები
ტეხენ დიდმარხვას...
სხვას ვერასოდეს ვერ დავნებდები,
კვლავ ჭაბუკური ვნებით მიყვარხარ...
შიომღვიმესთან შენმა თვალებმა,
კვლავ გამახსენეს ძველი სამანი...
ბექობი...ნიში წმინდა სამების
და სიფერმკრთალე იასამანის...
მოგოგმანებენ მოგონებები
თუ გოგონები
დიდმარხვას ტეხენ...
ჩამოწვიმულან ცრემლად ვნებები
და უკოცნიან ენძელას ფეხებს...

ნანახია: 486 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

miyvarxar......
ვკითხულობ დაორთქლილ მინაზე,
პაწია ხელებით მინაწერს:
მიყვარხარ
მიყვარხარ
მიყვარხარ
სულ ყველას
სულ ყველას
ჯინაზე.....

ნანახია: 511 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
აღარ მჭირდება არც ეს ფუნჯი, 
არც ეს მოლბერტი,
ისე ძალიან შეგეჩვიე,_
უკვე მომბეზრდი,
აღარაფერი აღარ მტკივა,
აღარ მაშფოთებს,
ისე ძალიან შემიყვარდი
მინდა

დ ა გ შ ო რ დ ე!!!

მინდა დაგშორდე,
სანამ ღამე დღეს დაადნება,
სულ შენ გაჩუქებ ჩვენს ტკბილ წარსულს
არ მენანება...
სულ შენი იყოს,
სიზმრებშიაც რომ აღარ მდიო
და შენგან წასვლა,
შენგან წასვლა
რომ

მ ა პ ა ტ ი ო!!!

ნანახია: 487 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღამეს ვარსკვლავები გაართობს წვიმაში,

წვიმა კი ხმაურით ეხება ჭადრებს,

სდღაც შეგამჩნევ ლამაზ მომღიმარს,

გულდაწყვეტილი დავხუჭავ თვალებს.

დავხუჭავ თვალებს და ვიგრძნობ სითბოს

ოდეზღაც შენგან მე რომ მიგვრძნია.

კვლავ მომეხვევა ირგვლივ ფიქრები

და ისევ გეტყვი მე შენ მჩირდები!!!

სადგაც დაბერავს ქარი ჩემს ირგვლივ,

დაისადგურებს ოდნავ სიჩუმე,

გამახსენდება რაზეც ვფიქრობდი

და ისევ სევდა დამისადგურებს.

როცა ღამეში წვიმა კვლავ მოვა,

წვიმის წვეთები მომიალერსებს,

მათ გამოვატან შენთან ჩემს ამბორს

და ისევ ნაზად დავხუჩავ თვალებს.

სადღაც კვლავ ისევ დაბერავს ქარი,

გამომახედებს შენსკენ დარდიანს,

შორიდან გეტყვი რომ მიმძიმს კარგო

და გული მაინც ვერ შეგელია...

ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 88 89 90 91 92 ... 94 95 »
Website builder - uCoz