.......
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,

იმ მოფერებასა
და ალერსს,

იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.

მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,

იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები

გულიდან გულთან მიაქვს.

მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს

იდუმალ მოჩურჩულე ღამეს

გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,

წარსულზე რომ ეტყვის რამეს.

იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,

იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,

ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!



ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

....
ჯამი აავსე, ხელში აწიე
გრძნობით აღსავსემ
თავი აწიე,
ცეცხლი დაანთე

შენს თავს დაძლიე
გრძნობითა ცეცხლში ჩვენც კი გაგვხვიე
მიდი დაგვლოცე, გულით დაგვლოცე
ჩვენ სმას ვაპირებთ ხელი გაწიე,

ჩვენ ისევ ვღელავთ, გრძნობებიც ღელავს,
შენ სმა განაგრძე, ჯამი აწიე.
ამ ჯამით მე თქვენ გზას დაგილოცავთ
მიდით ცხოვრებას გზაზე გასწიეთ,

ეს სადღეგრძელო უცებ აღმომხდა
 როცა მე ჯამი ხელში ავწიე.

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

....
სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს,
გულიდან რომ უნებურად გადმოდიან.
მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ,
რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან...
ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს,
რომელიც კი თვალის გუგას დასდენია,
ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს
პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია...
განშორების მწარე ცრემლებს გაუმარჯოს,
უკითხავად ყველგან რომ გაჩნდებიან,
მწუხარედ და უიმედოდ რომ გვაქცევენ
და თვითონ კი მოგონებას შერჩებიან.
და ყველა იმ დარჩენილ ცრემლს გაუმარჯოს
რომელიც კი ოდეს ვინმეს დასდენია
სულ ერთია ტანჯვისა თუ სიხარულის,
 გაუმარჯოს, თუკი მართლა ცრემლებია!!

ნანახია: 508 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

.....
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
 მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ....

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

Saqartvelos gaumarjos.
ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს ბახუსი აწვენს,
თასი ასწიეთ შიგ ჩაასხით ვაზის ნაჟური!
ლამაზი ქვეყნის სადღეგრძელოს ფეხზე ავუდგეთ,
ბაგე გახსენით დაწარმოთქვით სიტყვა ქართული!

ეს გაუმარჯოს იმ ვაჟკაცებს,ფარ-ხმალით ხელში,
მტერს რომ ებრძოდა მკერდით იცავდა სამშობლოს მიწას!
მტრის შიშში იყო,მაინც ლხინობდა ჯაჭვგაუხდელი,
მტრის შიშში იყო მაინც ხმარობდა გუთანს და ფიწალს.


ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

*******
გაუმარჯოს უხმო სიყვარულს უსიტყვო ალერსს ცისფერ ოცნებას თაფლსფერ თვალებს.....
ნანახია: 411 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

legenda.....
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზმა, როგორ დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი,

რა დავაწყევლოსთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც...

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი..

წითელმა: ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუგარ მიეცეს, ულამაზესი იყოს მარა უღარიბესი..

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელდიდებით შეწვდებოდეს ცათა კაბადონს,

მაგრამ დავბადოთ სულთა მედროშე და უთუოდ საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან არ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი....

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

me minda
მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო

მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება

წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო

ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები

მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს

ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა

ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე

 და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

siyvaruls
ეს სადღერგძელო სიყვარულმა დამალევინა,

მე სიყვარულმა დამაოხრა დარდით ამავსო,

მაშ გაუმარჯოს ვინც სიყვარულით დატანჯულია,

ვისაც უგრძნია სიყვარულის მწარე იარა,

ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია,

ამ სადღერგძელოს ყანწით დავლევ

 ჭიქით კი არა!!!

ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

dedas
ლეგენდა, რომელსაც დედის სადღეგრძელოს წინ ამბობენ............
ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს............. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს.............. მგზავრიც მივიდა და თქვა ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ რომელიც ალბათ უკვე შესვით მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ქართველი დედის სადღეგრძელო მინდა დავლიოო........ სუფრის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და დაშერცხვენილად ჩაილაპარაკეს არა არ შეგვისივიაო. მაშინ სტუმარი ადგა, ჭიქა უკან დააბრუნა და თქვა ასეთ სუფრაზე მე სადღეგრძელოს თქმას არ ვიკადრებო და წავიდა.............
 ხოდა მოდი სანამ ჩვენს სუფრაზეც ჩამოუვლია ასეთ კაცს, ქართველი დედის სადღეგრძელო ვთქვათ, იმ დედის რომელიც შვილს ომში წასვლის წინ არიგებდა მირჩევნია შენი სიკვდილის ამბავი შევიტყო, ვიდრე უკან დამიბრუნდე შერცხვენილიო.........

ნანახია: 482 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
Website builder - uCoz