შენს თვალებში ამოსული მზე ახლახანს ჩემს თვალებში ჩაესვენა...შენ გინახავს გულწასული მზე?თვალებმინაბული,
გაფერმკრთალებული,ის ქალიშვილი გოგოს პირველ ღამეს ჰგავს,დონი-ასე ეძახიან მზეს,სწორედ აქედან მოდის ქალის სახელი-დონა!დონა მეოთხე საფეხურზე დგას,რათა შვიდივე საფეხურს ორივე მხარეს მიწვდეს და გაათბოს ერთნაირად,ის შენნაირი ბუტიაა,ღრუბლებში იმალება და გვახვეწნინებს...
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება.............
ჩემო პატარა,მშვენიერო ტკბილო არსებავ მინდა გაიგო უშენობის მკლავს მონატრება,და ჩემი გრძნობაც შენდამი ვერ შეფასდება.მინდა ყოველთვის შენთან ვიყო შენზე ვიფიქრო და შენს ნაზ თითებს ყოველ დილით ტუჩით ვეფერო.მე უსასრულოდ შენთან ყოფნა თუ მიწერია ამაზე კარგი რა ვინატრო ამას მე ქვეყნად არაფერი არ მირჩევნიაჩემო პატარა,მშვენიერო ტკრილო არსებავ მინდა გაიგო უშენობის მკლავს მონატრება,და ჩემი გრძნობაც შენდამი ვერ შეფასდება...
ცრემლები თვალებზე გადაღლილ თვალებზე უხმო ქვითინი... და ჩუმი გოდება... შენზე ოცნება... ლამაზი ოცნება... ისევ ფიქრები და მრავალი მონატრება . . . როგორ მენატრები, როგორ მენატრები ... შენი გულუბრყვილო, ბავშვური გამოხედვა... შენი შეხება შენი საოცარი ხმის გაგონება ... და ისევ შენთან ჩუმი ჩახუტება... ყოველ წუთს ჩამესმის შენი კისკისი... და სულ თვალწინ მიდგას შენი გაღიმება... შენი ლამაზი თვალების დანახვა უზომოდ მენატრება... და ყველგან მელანდები... დრო მიდის... მიფრინავს შენზე ოცნებებში... ყოველდღე ველოდები შენს დაბრუნებას... ისევ ჩამოღამდა ჩემს ცხოვრებაში... არ ვიცი საით გავექცე ამ წყვდიადს... დრო გადის და მაინც გრძელდება ცხოვრება... გრძელდება უშენოდ და შენზე ფიქრებში... ვერ ვუძლებ უშენოდ ამ სასტიკ ცხოვრებას... და ყოველ წუთს გეძებ . . . სევდიან ნისლებში . . .
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი.... მჭირდები ჩემო სიყვარულო.........!!
მინდა გიყვარდე და ვხედავდე შენში ჩემ სილამაზეს...მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი,შენით ძლიერი...მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო....მინდა გიყვარდე...მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...მინდა ვზრუნვადე შენზე ყოველი წამი....მინდა ვხედავდე შენს თვალებში, რომ შენი იმედი ვარ...მინდა ჩუმად შემომხედო და მითხრა: სიცოცხლე მაჩუქე შენით......
ყველაფერი მიყვარდა, წვიმა და თოვლი, ქარი და ელვა, ყვავილი და ბალახი, მზე და მთვარე, ვარსკვლავი და ცისარტყელა, მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა.
იცი როგორ გაგეღიმე?....... შენთვის გავიღიმე.... ვიცი, ვერ დაინახე, მაგრამ ხომ იგრძენი?.... მე ვიცი, რომ იგრძენი... იმასაც გრძნობ როდის ვხრი ხოლმე თვალებს დაბლა.... ტუჩებს მოვბუსავ და...... წკაპ..... დაეცემა რამდენიმე ცრემლი შენ ნაჩუქარ ფურცლებს..... ხო, ვიცი, რომ გრძნობ... ვიცი, რომ ამ დროს მიბრაზდები, მაგრამ რა ვქნა?... მე ნა ტრე ბი მხოლოდ შენთვის ვიღიმი.... გესმის?....... ვი ღი მი..... გაგიხარდა ხო....? ვიცი, რომ გაგიხარდა..... ახლა ჩემს გვერდით რომ იყო.... ჩემთან რომ იყო... სულ ახლოს... ჩემი ხელი რომ გეჭიროს და რომ მეფერებოდე.............. რა მოხდებოდა ახლა?.... გაგიღიმებდი.... აბა ღიმილის გარეშე როდის ვყოფილვარ შენთან? შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზიც, საბაბიც, ადრესატიც და........... საერთოდ, შენ ხარ ჩემი ღიმილი თვალები გიბრწყინავს ბედნიერებითო იცი რამდენმა მითხრა უკვე? მხოლოდ შენ ებედნიერები ამ თვალებს...
იცი როგორ მოენატრე გულს?..... ჰო. მოენატრე.... გინატრე და ჩემთან ხარ...
"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია, ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი უფლის განგებით ჩვენი ბედია, და არც არასდროს და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია, ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი მკრეხელობაა და ღალატია.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს შენი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი მიყვარხარ, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული,რომ შენ ეს უკვე იცი....