********
ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს

შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ც
რემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია

სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენთება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ

ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად


ნანახია: 464 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ერთხელ მინდა გავიღვიძო 
შენს მკლავებთან..
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა,როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან...
მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ
ძილში შემკრთალს,
შენმა ტუჩმა დააფინოს
კოცნა ბაგეს..
ერთხელ მინდა დავიძინო
მხოლოდ შენთან
გავეჯიბრო შენს სიზმარს და
შენს წილ ღამეს. გული მერე სიყვარულმა
გამიგიჟოს
სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება
მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ
დამიფიცო
"შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება"
ერთხელ მინდა გავიღვიძო
შენს მკლავებთან
ერთხელ მინდა გავახილო
თვალები და...
გითხრა როგორ ჩამეძინა
ვარსკვლავებთან
კოცნა როგორ აგიკრიფე
ხელებიდან!!!!

ნანახია: 400 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ვიდრე წახვიდოდე,ერთი ამოსუნთქვაც,

უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან,

წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა,

ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია...

დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან, 

როგორც გაფანტული,ქარში, ხის ფოთლები

დაის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე,

ვმარცვლე,ვაჩურჩულე,სულის სიშორეში.


აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები,

მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას,

თუ კი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი,

ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება.

. . . ქარში ირევიან მოგონებები და

შენზე სურვილებიც ისევ ულევია,

ვიდრე წახვიდოდე,ერთი ამოსუნთქვაც,

უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან...

ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
როგორ მინდოდა,
როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...

ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...

ეხლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...

მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, თუცა შორიდან...
შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...

არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...

შენზე ფიქრები

სევდას ასველებს..

ისევ დაიწყო დილა მორიგი...
შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,
ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...


ნანახია: 423 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა,
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება,
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
,,ჩემსავით,უკვე ბერდება სევდაც,
ტკივილმა გული,რომ არ გამიპოს.
მინდა ძვირფასო,რომ ვიყო შენთან
და ცრემლი,შენმა სითბომ დამიშროს.
შენს მოლოდინში,გულიც ბერდება
და მეშინია,გარდაცვალების.
მე, მარტოობის ხელი მეხება
და სილამაზეც ქრება,თვალების.
შემოდგომაა!ეს მერამდენედ
მე,მარტოობამ დამცერა ჯვარი?
ეს მერამდენედ,დრომ და მანძილმა
წაშალა,ჩვენი გრძნობების კვალი?
ჩემსავით,უკვე ბერდება სევდაც,
ტკივილმა გული,რომ არ გამიპოს.
მინდა,რომ ისევ მოხვიდე ჩემთან
და ცრემლი,შენმა კოცნამ დამიშროს!,,

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
უბედურებას შვილად ვყავარ მე აყვანილი

ბედნიერების კარზე მივალ მხოლოდ მათხოვრად,


დავუკაკუნებ ყურს არ მიგდებს და ავტირდები


ოჰ, უბედობავ ეს ცრემლები გქონდეს სახსოვრად.


ბედნიერება მე არასდროს არ მღირსებია


დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული,


და თუ თვალები ხშირად ცრემლებით ამოგვევსება,


ამაში მხოლოდ შენ მიგიძღვის დანაშაული...

ნანახია: 374 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********

ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....

ნანახია: 366 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
როდის მოხვალ? როდის? 
უკვე ღამეც მტკივა,
უშენობა მწვავს და უშენობა მცივა...
მიმაჩვიე ღიმილს,
დამასევნე ფიქრებს...
ამიხსენი კარგად
გაწკენინე იქნებ?
აღარ ეძებს თვალი
ასე ნაცნობ რჩევას...
გამეცალე როცა,დაგიგულე
ჩემად...
გაყინულა დრო და
გათოშილა წამი,
დაიღალა გესმის?
ბლაბლაბლობით ქალი....
როგორ დავრჩე ასე
სად გეძებო კარგო?
კვლაფერი ასე ,როგორ
უნდა ვკარგო?
ისევ გიცდის სევდა
ვერ ვერევი ფიქრებს,
როგორ მტოვებ ასე?
დამიბრუნდე იქნებ?

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მომეცი ხელი, 
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ...

ნანახია: 300 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 94 95 »
Website builder - uCoz