ლოცვით გავიკვლევ, უშენობით ნაჩვევ ბილიკებს, და მოფერებით ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს... როგორ განვიცდი შენ, რომ უკვე სხვაზე იფიქრე ... მაგრამ არ ფიქრობ, რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს..
მომენატერბი და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ, მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს გახსოვს, მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს, მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე...
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე....... ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ.....
"ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი... უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი, ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე... სათქმელი დარჩენიათ...
ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან... დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი, სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან.
ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად, აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად
და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად: მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში, გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში!
ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,დაბრუნდი ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...უმზეო ცის ქვეშ,ყველაფერი კვდება დუმდება თურმე ტკივილი კი არ კვდება,მხოლოდ ყუჩდება...