მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება, ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება შენ უშფოთველი ძილი წამართვი. არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ, შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ?? რომ არავისთვის აღარ მცალია. რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ. დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი..
მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ "მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!
ასე მგონია ყველაზე ადრე, მე ვიგრძნობ შენი სულის შერხევას. ამიყვავილებ ოცნებას ცამდე, ვიფიქრებ მზისთვის ხელის შეხებას. ასე მგონია შენი ტკივილი მე მეტკინება თუ მეტკინება, შენი წყენა და შენი ღიმილი სულში დაცურავს ოქროს ტივებად. შენი ალერსის კვალი მაჩნია, და ქარში ქარვის მძივი დამებნა. მუდამ ახლოს ვარ და თუ დაგჭირდი, თავს განაცვალებ დაუნანებლად
არ დაიჯერო მიგატოვე, ღმერთია მოწმე, სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი წუხელ სიზმარში შენი ლამაზი თვალები ვკოცნე, მომენატრე და მოგეფერე წუხელ სიზმარში.
როგორ მოგიყვე, რომ ქალაქში ყველას ეძინა, მე კი ვეძებდი ნაფეხურებს შენსას ფოთლებზე. ალბათ მინდოდა ჩემი თავი გადაგეფიქრა და უფრო მეტად ზამთრის ღამეს შეყვარებოდი. მერე კი უკვე ვიმართლებდი თავსაც ლექსებით, სასმელს გაკრავდა გემო შენი,უფრო ტუჩების... ზოგჯერ თურმე რა ბანალური არის ქუჩები, როდესაც რითმას ვერ პოულობ, ვერც ეურჩები მუზებს და სადღაც ხმელ ფოთლებზე მის კვალს დაეძებ, ვისთვის მართლაც სულ ერთი ხარ და სხვა მეორე, მის სიზმრებზე ძველებურად ვეღარ ბატონობს... შენ კი პლატონურ სიყვარულს ვერ შეეგუები... მაშინ როდესაც, სან-მარკოსის ძველ მოედანზე, მტრედებს აპურებ და უკუღმა კეპი გახურავს... ამ დროს ზღვის პირას, ხის ძველ სახლში მშვიდად სძინავს და ეს წვიმაც ისე გამეტებით უტევს სახურავს, რომ გეშინია გააღვიძებს, მას, ვისთვისაც შენ სულ ერთი ხარ და ლექსებითაც სულ თავს ევლები... როგორ მოგიყვე, რომ ამხელა მტვრიან ქალაქში, სადაც მთვარესაც ეშინია მარტო დარჩენა, შენს კვალს ვეძებდი?
დამიტირებენ სამარადჟამოდ ანგელოზები... და ჩემ ცივ ხელებს შეეხება შენი ხელები... გადმოგცვივდება ლამაზ თვალთაგან ცხელი ცრემლები ატირდებიან... ირგვლივ მდგარი მუხის ხეები... შუაღამისას ჩამოჰკრავენ სიკვდილის ზარებს... შევეგებები საიქიოდან წამოსულ ლანდებს... ეს სიყვარული... მძიმე ლოდად მე გულზე მაწევს და შენ ტირილით ნუ ისველებ მაგ ლამაზ თვალებს... როცა ცოცხალი დავდიოდი ჯერ კიდევ ქვეყნად... შენ სხვა არჩიე მთელი ცხოვრება ეული მერქვა... ახლა ტყუილად ნუ დამტირი... გაფიცებ ყველას!!! ნუ გამაყოლებ საიქიოს სიცრუის წყევლას... მე ამასვენებს მგლების საძმო სასაფლაოზე... და ჩაეშვება სიკვდილის მზე სასაკლაოზე... შენ დაეშვები მოწყენილი შენს თბილ საწოლზე... ხოლო მე კი ვასვენივარ... სასაფლაოზე.........!!!