როცა მოვკვდები, იტირებენ, ვიცი, ჩემები. როცა მოვკვდები ყველას უცხოდ მოგეჩვენებით, ხელს ვერ შემახებთ, სიცივისგან დაიბინდებით, ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით. მერე ამოხვალ ამომიტან ლამაზ ყვავილებს სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ, თუ მომიგონებ მხიარული, ლაღი ფიქრებით ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები და როცა ასწევ ღვინით სავსე თიხის ფიალას გულჩათხორბილი დაგუბებულ სევდას გზას მისცემ. ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ჩემს შესანდობარს, სხვის დასანახად ნუ იტირებ, ჩემს თავს გაფიცებ. ყაყაჩო დარგე, ეს ნიშანი გაზაფხულისა, რადგან ფერს მისცემს მაგ საფლავის უფერულ ლოდებს, ვარდები დარგე მოციმციმე თეთრი ფურცლითა, რადგან ბულბული ვარდის ტოტზე მოთქვამს და გოდებს. არ დაგავიწყდეს ია, ნაზი იასამანი, ორქიდეები, ასტრები და ქრიზანთემები, სხვას ნუ ენდობი, ყვავილები ვიცი რომ გიყვარს მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები. როცა მოვკვდები, არ დაღვარო ბევრი ცრემლები, გაიფიქრე რომ შენი ცრემლი ცოცხალს არ მახსოვს, არ მომაკარო შენი თბილი, სათნო ხელები, შენს გულს რომ ვიგრძნობ ჩემთან ახლოს, ისიც გამათბობს. მნახე და უცებ გატრიალდი აღარ მიტირო, ვიცი დარდით და მწუხადებით სხვას ვერ წაბაძავ, თუ სიცოცხლეში მონატრებამ მომიღო ბოლო მკვდარს მაინც შენი სიახლოვით ნუღარ დამტანჯავ
ცრემლიან თვალებს, გატეხილ გულს დამსხვრეულ ოცნებებს,დაკარგულ წუთს გაფრენილ იმედებს, დაფლეთილ სულს როცა გეზიზღება და ყველა გძულს... როცა სასწრაფოდ გაქცევა გსურს ხმაურობს სამყარო, სიჩუმე გსურს არავის არ ესმის,არავის სურს ცოტა რომ გაგიგონ,უშველონ სულს.
მინდა გითხრა, ო რამდენი რამე მინდა გიამბო, ვიცი უნდა გაგიფრთხილდე და უნდა მოგიარო. და თუ სევდამ დამამუნჯა, მონატრებამ გამრიყა, შენთან ყოფნა თუ მიშველის, ხომ მოხვალ და წამიყვან? ვიცი შენც გრძნობ ჩემს ტკივილებს, ამოხეთქილს დარდებად, ჩემი სულის გაჭირვება, შენც ხომ დაგედარდება. ო ,რამდენი რამე მრჩება, შენთვის ასე უთქმელი, შენს მადლიან თანადგომას, ჩემი სული სულ ელის... რა უსაზღვროდ მენატრები, რა უსაზღვროდ მაკლიხარ, მონატრება გამოყრილი, შენც უჩემოდ დადიხარ... აღარ ვიცი რა მოგწერო, აღარ ვიცი რა გითხრა...