*********
მითხარი რომ თბილისის ცა ლურჯია
მითხარი რომ იქ სიცოცხლე ღირდა
თორემ სული სევდით ისე დამძიმდა
აღარც ვიცი აბა როგორ გითხრა;
რომ მნათობნი ღამით ციდან ცვიოდნენ
მე კი ნატვრაც ვერ ჩავუთქვი რატომ...
ნუთუ მართლაც უსუსური ბუჩქი ვარ
და ფიფქები სევდასავით მათოვს.
მითხარით რომ სიყვარული არსებობს,
მითხარით რომ თავს სწირავენ სხვისთვის,
უსამშობლოდ გული ისე გაცივდა
არ დავიხევ უკან არაფრისთვის.
ოღონდ აზრი ქონდეს ყოფნას ქვეყნად
ასეთი დღის გათენებას ველი,
ალიონზე მხოლოდ მისთვის ავდგეთ
რომ ვიღაცას გავუმართოდ ხელი.
მითხარით რომ მართალია ყველა,
რომ ამქვეყნად მარტოდმარტო ვცოდავ,
მითხარით რომ შეიცვალა რაღაც
თორემ ყოფნა მინდა ქვეყნად აღარ.
მესაუბრეთ სიკეთეზე ქვეყნის
შემახედეთ როგორ უყვართ ღმერთი,
მომიყევით ქართველებზე რამე
გამახარეთ თუნდაც ერთი ღამე...
უცხოეთის ცის ქვეშ ვნახე სევდა
სულ სხვა არის მთაწმინდაზე ღამე,
გამიმრთელეთ დასერილი გული
ქართველებზე მომიყევით რამე!!!!!

ნანახია: 507 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...
არ ვიცი.
წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...

არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...
ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...
არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...

არ ვიცი,
სანამდე ამიმღვრევს გონებას...
რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...
რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...
თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...

საომრად...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...
არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...
შარზე ვარ,
საშველად საწამლავს დავისხამ...
და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე...

ნანახია: 499 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

არავის ვგავარ...
ჩემი ბრალია ყველაფერი...
არავის ვგავარ...
არც ეს ლექსია სხვების მსგავსი,
ჩემია ისიც...
ტკივილისაგან გალუმპული წვიმაში ვდგავარ...
და ჩემის გარდა,
არ მასვენებს ტკივილი სხვისი...

მხოლოდ ერთს გეტყვი...
სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი...
რაც გამაჩნია - ეს გულია...
სხვა,
აბა,
რა მაქვს?...
შენა ხარ ჩემი ერთადერთი...
რა?...
წვიმის წვეთი...
მე შენი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს.

ნანახია: 437 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
რაღაც უცნაური დადგა შემოდგომა,
ფოთლები ტყუიან ცისარტყლის ფერებად,
ღრუბლები გაუწყრნენ დედა ბუნებას,
მზეც გამებუტა და აღარ მეფერება.

სადღაც გამეპარა ზაფხულის ამბორი,
თითქოს გვემალება მე და შემოდგომას,
ქარი ჩამჩურჩულებს რაღაც კალამბურებს
- დაგვიწყებიაო ჩემთან გვერდში დგომა.

ვერც ის ვერ გავიგე ამ ღამეს რა უნდა,
რაღაც გაცრეცილი ახურავს ლეჩაქი,
ლანდივით დამყვება, ქარივით დამცინის
- ვერ გამექცევიო, ქილიკით მეძახის.

მიწაც კი ქვევიდან მიყურებს ამრეზით,
მიღიმის ხანდახან ვით მგელი საკბილოს,
- შენც კი დაცვენილი ფოთლების ბედის ხარ
ვინ ეღირსებაო ღვთიურ სანაპიროს.

და მხოლოდ შენა ხარ ვისაც ეღიმება,
ზემოდან დაყურებ მიწიერ სამყაროს
- სიყვარულს ამქვეყნად ვინ მოერევაო?
გვიყვარს და აწიო ვინ უნდა გაგვყაროს?

მამშვიდებ და მეც ვწყნარდები ბავშვივით,
ვეღარც შემოდგომა მიმოქრის ფიქრებად,
არც ღამე, არც ქარი, არც მიწის მუქარა
არ მაკრთობს, არ მიღირს აწ არდავიწყებად

რადგანაც შენა ხარ ამ სულის მალამო
შენა ხარ სიცოცხლე და ამ გულისცემა
მე შენში ისეთი ვიპოვე სამყარო
რომელიც მარადის სიყვარულს მპირდება

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
ნასვამმა, 
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

ganshoreba......
წადი...
მომაშორე ეგ ხელები,
სხვისი სურნლება შეზელილი.
წადი...
გადამღალა მაგ თვალებმა,
სხვისი სიხარულით ნატარებმა.
წადი...
ვეღარ უძლებს და ეს გული
ისევ მდუმარებით აფეთქდება,
რადგან შემოხედვას ალერსიანს
სხვისი სიყვარული აღებეჭდა.
წადი...
აღარ მინდა ბოდიშები
სულმა ოკეანე გადალახა,
მერე როცა ისევ მოგინდები
მიდი შეაფარე თავი ტალღას.
წადი...
მე ხომ უკვე ამოგრეცხე
როგორც ამ ცხოვრბის დიდი ლაქა.
წადი...
ნუ მიყურებ ისე თითქოს
ბრალი მე მიმიძღვის შენს ღალატში,
დამნაშავე ვიყო თითქოს შენ რომ
გუშინ ჩამითრიე სევდის ხრამში.
წადი...
გულით მინდა დაგივიწყო,
და ჩუმად ჩამოვჯდე სამყაროს პირისპირ
ეს მაინც მადროვე...
წადი...

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ხედავ როგორ აყვავილდა ნუში..
და კვირტები შემოასკდა ღამეს...
- შენი სითბო მოენატრა გუშინ...
შენს ლოდინში გაშიშვლებულ წამებს...
- ვხედავ,როგორ აყვავილდა ნუში..
დარდმა ისევ ,დაუბერა ქარებს...
მე უშენოდ დამაღამდა გუშინ...
მთელი ღამე ვესაუბრე მთვარეს...
- ვხედავ როგორ აყვავილდა ნუში,
გაშიშვლებულ სულს ფოთლებით ვავსებ..
უშენობამ გამაგიჟა გუშინ...
მთვარე იყო საოცარი სავსე...
- ვხედავ როგორ აყვავილდა ნუში,
და ფოთლებიც როგორ გაირინდა..
ვერ ვიპოვე დავიღალე გუშინ,
დილაა და ისევ შენთან მინდა..

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით იქნებ დაგვეწყო თავიდან ...
ნანახია: 470 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*****
ზღვა მზეს სისხლისფრად შეუღებავს და
ღამის ფერს ადებს
სიბნელე თეთრ ქვას...
არ დამეკარგე
არასდროს იქნებ,
რომ თუნდაც ერთხელ "მიყვარხარ" მეთქვა.
დაგამსხვრევ ჩემს კერპს, 
აგებულს ფიქრით,
ღამეს თვალებში გაათევს სევდა,
მე თუ ტკივილი
ვისწავლე შენით,
შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან.

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ერთი და ორი...
არა სიბერე ჯერ ადრეა,
დავღლილვარ მგონი...
თეთრი ნისლივით როგორ ქრება
ტკივილი ხორცის...
და შენს მაგივრად ტუჩის კუთხეს
ფინჯანი კოცნის
ქაფქაფა ჩაის სურნელით და
მდუღარე ბაგით...
ბედნიერი ვარ რაც რომ მქონდა
ძვირფასო,ამით..
უბრალოდ ეხლა ღამე ისე
ჯიუტად ფხიზლობს...
მე წერილს გწერ და ასე უფრო
დავღალო ვინძლო...
გადაიღლება მალე ალბათ
სარკმელთან დგომით...
მასაც ჩვენსავით სულ არ უყვარს
ბალიში მგონი...
დახუჭავს თვალებს,თან გაყვება
სურნელი მოცვის
ძილი ნებისა საყვარელო
შორიდან გკოცნი..

ნანახია: 444 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 94 95 »
Website builder - uCoz