*********
რა მოხდებოდა რომ გყვარებოდი ჩემსავით მაგრად 
რა მოხდებოდა შემსხმოდა ფრთები მე თეთრი მტრედის
მაშინ გნახავდი მე, მე კიდევ ერთხელ უკანასკნელად,
დავადნებოდი მე შენს ბაგეებს ვით ფიფქი თეთრი...
მე ვიგემებდი შენს ტუჩებს უკანასკნელად,
გეტყოდი კიდევ რომ ვერ გივიწყებ ისევ მიყვარხარ...
უკანასკნელად ჩაგხედავდი მე მაგ თვალებში,
და მე ვით მტრედი მივაშურებდი ცისა კამარას!...

ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ისევ მეძახი, სადღაც შორიდან...

უშენოდ მხრები როგორ გავმართო?

მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...

შენ კი, მიდიხარ უმისამართოდ...



ისევ მეძახის ნატანჯი ფიქრი...

შენზე ოცნება, გასაოცარი...

მთელი ცხოვრება, მე შენსკენ მივქრი...

შენამდე გზა კი, ისევ შორს არი...



ისევ მეძახი, მაგრამ შენამდე...

მხოლოდ ვიწრო და გრძელი გზებია...

მახსოვს, ცხოვრება მე ვერ მომანდე...

ეს დღემდე ჯერ არ გამნელებია...



ისევ მეძახის, მე ძველი იჭვი...

არადა, მაინც ბოლომდე გენდე...

მთელი ცხოვრება, უშენოდ მიჭირს...

დღესაც მიყვარხარ, გნატრულობ დღემდე...



ვიცი მეძახი, სადღაც შორიდან...

გაზაფხულივით, დამრჩი იებად...

მთელი ცხოვრება, შენსკენ მოვდივარ...

ეს სიყვარულიც მეპატიება...

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
shen erts gachuqeb lamaz siyvaruls,  

shen erts mogidzgvni chems patara guls.

shen erts gachuqeb chems satut kocnas

da mxolod shentan visurveb yofnas!!!

ნანახია: 468 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
დაიძინე, გიდარაჯებ მთელი ღამე,
მე ხომ უკვე უშენობით დავიღალე..
ჩაგეძინა, ერთი კოცნა მოვიპარე,
აი ასე ვიქურდებ მე მთელი ღამე.
მე ავტირდი,სიყვარულმა ამატირა,
შემზე ფიქრმა თვალზე ცრემლი დამადინა.
მენატრები უშენობამ გამაგიჟა,
რა შორს ხარ სიხარულო- შენთან მინდა

ნანახია: 486 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა

ღამე, ფაქიზი და ჩუმი.

ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი

უშენოდ ნაწამები გული...

დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,

ღამე მენატრება სრული.

ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,

ოცნებას გამოძახილს სულის.

შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ,

მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.

და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს,

– ცხოვრება რთულიაო, რთული..

ნანახია: 449 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
,,მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... 
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ..."

ნანახია: 299 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ჩამახედა შენს ფიქრიან თვალებში, 

გამასინჯა, შენი ბაგის გემო.

მინდა ვიგრძნო მწველი ცეცხლი ალერსის,

ტკივილო და სიხარულო ჩემო.

ამიშალა საღერღელი გონებამ,

შენზე ფიქრით გავიქარვებ წუხილს.

გრძნობას გული ისევ დაემონება,

ვერ დავმალავ გასაოცარ სურვილს:

ჩავიძირო შენს უძირო თვალებში,

ვგრძნობდე შენი ბაგეების გემოს,

მინდა მწვავდეს მხურვალება ალერსის,

ტკივილო და სიხარულო ჩემო.

ნანახია: 466 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
როგორ დავემდურო ბედს,
როცა შენ ამქვეყნად ხარ,
არაფერს მოვითხოვ მეტს,
რა უნდა მინდოდეს სხვა...

შენს ნახვას ამოჰყავს მზე,
მამშვიდებს მე შენი ხმა,
როგორ დავემდურო ბედს,
როცა შენ ამქვეყნად ხარ!...

მე ვერ მოვერიე თავს,
კვლავ შენზე ოცნება მკლავს,
შენს მეტი არავინ მწამს,
შენ ქვეყნად არავინ გგავს.

ვაითუ, ეკუთვნი სხვას,
ვაითუ, ვერ ვძლიე თავს...
როგორ დავემდურო ბედს,
როცა შენ ამქვეყნად ხარ!..

ნანახია: 395 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
შენს გამო დამჭირდა სიონში სიარული,

შენს გამო ისევ აღარ ვარ მხიარული,

შენს გამო მაქვს გულში სინანული,

ღმერთო არ წამართვა ნამდვილი სიყვარული.

ყოველდღე ფანჯარასთან ვდგევარ, გელოდები,

ყოველდღე ტელეფონით შენს ზარს ველოდები,

სიზმარში შენს თვალებს ვკოცნი და ვეფერები,

მის თავს ნუ წამართმევ ღმერთო გევედრები...

ნანახია: 427 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
TU GAGEBUTE NU ITKVI IMAS ROM GULS UXARIA SHENTAN SISHORE VCDILOB ROGORME GAVDLO USHENOD ROM UCHEMOBIS PASI ICODE
ნანახია: 511 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 94 95 »
Website builder - uCoz