გავლენ წლები და ჩემს თვალებში ჩაქრება სხივი, ო,როგორ არ მსურს,რომ ვიფიქრო სიბერის ჟამზე, ცხოვრებით დაღლილს,ყველაფერი მომაგონდება, დაღონებული ჩამოვჯდები გატეხილ სკამზე.
ის სიკეკლუცე,ის სინაზე ქარებს გაჰყვება და ჩამოჭკნება ერთ დროს ლამაზი,სათუთი სახე, გამახსენდება სიყვარული,გრძნობები ძველი და ის დღე როცა ძვირფასო ჩემო პირველად გნახე.
რატომღაც ჩემში შემოიჭრა შიში სიბერის, დრო ხომ უეცრად და ულმობელად სწრაფად გაივლის, ის სიყვარული,ახალგაზრდობა და აღმაფრენა იმ წლებთან ერთად,მოულოდნელად ალბათ ჩაივლის.
და მე ვერ ვხვდები რატომ შემიპყრო ამაზე ფიქრმა, ეს დროთა ჟამი,ალბათ ამდაგვარ ფიქრებსაც იწვევს, ო,როგორ არ მსურს რომ ვიფიქრო სიბერის ჟამზე, მოდი სიბერევ!მე სამომავლოდ დუელში გიწვევ...
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული, ქვეყნად ბევრგან არის მსგავსი სიხარული, მიყვარს სინატიფე,ლამაზ პირთა სივრცე, ნაზი მოფერება,ტკბილი მოგონება. მიყვარს,როცა წვიმა ნამავს გამშრალ ასფალტს, როცა ზეცა ღამით ვარსკვლავთ კრებას მართავს, მთვარე,სავსე მთვარე, მიყვარს,მუდამ ვეტრფი, მიყვარს მზე და მთვარე,მიყვარს...და არც ვმალავ.
ღამდება. რიტმულად წიკწიკებს საათი. გელი და ჯინაზე დრო გადის ტაატით, გელი, სანთელივით ვიწვი. სიყვარულს სცოდნია ეს ელეთ-მელეთი... შეხება თბილი და ძლიერი ხელების თავს გადამავიწყებს, ვიცი.
ისე წახვედი, ვერ მოვასწარ, მეთქვა: მიყვარხარ, კოცნას ვინ ჩივის... ვიცოდე მაინც, იდუმალ გზებს საით მიყავხარ, მტანჯავს მიჩვევა... სულ არ წამართვან თავი შენი გზებმა ახალმა - ფიქრი მამუნჯებს... სადღა ვიპოვო, რაღა კლდეებს უნდა ვეხალო, მსგავსი საუნჯე?..
სულ ნამცენც-ნამცენც, სულ პეშვ და პეშვ გაგროვე დღემდე დილის ცვარებად... ნუთუ მექცევა შენი გულის კართა გაღება გარდაცვალებად?..
ო გარდაცვლილსაც არ მსურს მზერა გამონატარი საიქიოდან... გხედავდეს სხვასთან შენ, რომელსაც ასე ნანატრი ჩემი გქვიოდა...
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება...
ნეტა რამ შობა ეს გრძნობა ჩემში, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?! ნეტა რა არის ის ჟრუანტელი შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?! იმ იდუმალი სითბოთი სავსე გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას, მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა. და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს, როს შენი ხილვით მე მომანიჭე და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე. მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია ღვთითბოძებული სიყვარულისა, დაუდგომელი, ვით ქარიშხალი მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა. ისე მძაფრია ეს სიყვარული, როგორც გიჟური ტალღები ზღვისა, აბობოქრებულ, აფეთქებული ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა. აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს და როგორც მეფე ისე იმონებს ადამიანის გულის იმ ნაწილს, რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს. ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა, ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?! ნეტა რა არის ის ჟრუანტელი, შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!