===
ცასავით ლურჯი გაქვს თვალები, მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას. მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები, ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას. რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას, კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს. შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას, შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს. კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე, მზექალო, კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით. შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს, მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით. და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი, შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს, უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
********
ჟრუანტელმა დამიარა, როცა შემეხე, და... ნეტავ, შენი თვალებისთვის, კიდევ შემეხედა.... მეფერები, ჟრუანტელი მივლის ტანში... გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ... ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ, ვიწრო ნავში... და ფიქრები წყალს მიყვება, სადღაც ქვემოთ.... მეფერები, ეგ ტუჩები კოცნად მაწვიმს... ქარი ჩუმად გაშიშვლებულ ვნებას ათოვს... ტუჩები გაქვს ალუბლების, ხანაც მარწყვის... შენი კოცნა მზეზე უფრო ძლიერ მათბობს... მეფერები. უსაშველოდ დიდხანს მკოცნი... ნავში ვზივარ, გაგიჟებულ ფიქრებს მივდევ... მე შენი ვარ სულითაც და თუნდაც ხორცით... ამიტომაც უშენობას ვეღარ ვითმენ... მეფერები, შენი კოცნა ნიავს არხევს... ფიქრებივით ჩამიკარი ისევ გულში... ქარი და მე, შემოტმასნულ კაბას გახევთ... მიყვარხარო ჩამჩურჩულებ ისევ ყურში... ჟრუანტელმა დამიარა, როცა შემეხე, და... ნეტავ, ჩემი თვალებისთვის, მაინც შეგეხედა...
ნანახია: 406 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
Qalo - alqalo
შენი კაბის შარიშური მომკლავს, სურნელება თმებში ჩახლართული, აბა, როგორ შეგადარო მოყვასს? კოცონი ხარ,ღამით დანთებული. ტუჩებ-ბროწეულო ღაწვებ-მოწეულო ყელზე მარგალიტის ოხვრა...
მკერდზე- ყვავილნარო იქით,ავო თვალო! არ გასამეტებო ცოლად...
თეძოს მიხვრა-მოხვრა, გულის მითქმა-მოთქმა, ვაჰმე,წართმეულო გრძნობავ!
ქალო- ალქალო კვირტის სადარო მინდა დაგიჩოქო მორცხვად!
შენი კაბის შარიშური მომკლავს, სურნელება თმებში ჩახლართული, აბა, როგორ შეგადარო მოყვასს? კოცონი ხარ,ღამით დანთებული
ნანახია: 387 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
*******
დატანჯულ თვალებს მოსწყდება თბილი ცრემლები თრთოლვით. შენს ნაალერსალ სახეზე დღეს ცხარე ცრემლი მოდის გული სავსეა დარდით და ზედ აწევს დიდი ლოდი. პატარა გული გასკდება, ვეგარ გაუძლებს ლოდინს ცას რომ ვარსკვლავი მოსწყდება სურვილს ჩავუთქვამ თრთოლვით, თვალებს დავხუჭავ, ცრემლიანს და მაშინ მაინც მოდი.
ნანახია: 457 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
*********
მე თურმე მართლა მომნატრებია, შენი ლამაზი,თბილი სიტყვები, შენზე ოცნება შემომჩვევია, შენს მოლოდინში ფიქრებს მივყვები. დღეს უშენობა ძლიერ მაწუხებს, დღე შენს გარეშე ჩემთვის ბნელია, შენზე ფიქრები ღამეს მინათებს, ჩემი ფიქრები შენ ერთს გელიან. მომნატრებიხარ ისე ძლიერად, ამ მონატრებას ვეღარ ვერევი, შენს დავიწყებას შევძლებდი,მაგრამ მე უშენობას ვერ შეველევი!
ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
******
ზღვაა ლამაზი,როგორც ოცნება, ზღვაა სიმშვიდე და საოცრება, ზღვაა ლამაზი გრძნობის მფლობელი, სიყვარულია დაუშრობელი. მე შენ გადარებ ზღვის ლამაზ ტალღებს, ტალღებს,რომელიც ასე მაოცებს, ზღვაზე ლამაზი არ მეგულება, ამიტომ მოდი ზღვას შეგადარებ!
ნანახია: 433 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
LAMPIONI
L A M P I O N I Wvima axelebda grznobebs, Garet lampioni ento, Vigac churchulebda tanjvit, Netav movideso gmerto.
Zeca xmaurobda risxvit, Da xalxs shishis zarebs scemda, Garet lampioni ento, Guli siyvarulit cemda.
Yvela lampioni ento, Bolos ertad-erti darcha, Titkos chaesvena mze da, Yvela gagimeba gahyva.
ნანახია: 542 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
*********
ასეთ მონატრებას და დაბნეულ ფიქრებს, როგორ სცოდნიათ დაღლა, ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას, ვერავინ დამიშლის ალბათ. მაგრამ რომ მოვიდე,რატომ მოვედითქო, შენთან რა მინდათქო რა ვთქვა? შენ რომ ვერ გაიგო ჩემი ტკივილები, შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა? უკან წასასვლელი გზები მოჭრილია, სხვა გამოსავალი არ ჩანს, შენ უნდა გაიგო ჩემი ტკივილები, ეს ერთი იმედიღა დამრჩა!
ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
********
და ვნატრობ ახლა ასე ძალიან, სხვა ნატვრა ალბათ აღარც მექნება, გულში ჩამიკრან შენმა ხელებმა, სხვას რომ შეშურდეს ეს მოფერება! ახლა ქარია და სული ჩემი, მინდა ამ ქართან ერთად მოვიდეს, ჩემს ცრემლებს შენზე ფიქრები შვენის, ნეტავი მარტო ფიქრი მყოფნიდეს!
ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
*********
ნეტა მოხვიდოდე, ახლა... ისევ, ამიშლიდე ფიქრებს... ვიცი მაკოცებ და წახლავ.... მე კი, გაკოცებდი იმდენს.... ისევ მიმაწყვდიე, კართან... ისე მომაცქერდი მტრულად... ოღონდ მაკოცე და მართლა თუნდაც, მიმატოვე სულაც.... ტუჩებს გაუფრთხილდი, მაინც... იქნებ გამოგადგეს, ისევ... მე ხომ, იმედი მაქვს ხვალის... და დღეს, უშენობით ვიწყებ... თვალებს დაგიკოცნი, ურჩებს... და გულს დაგიამებ, სიტყვით,,, რჩევას ვუკარნახებ, ვურჩევ... ისევ შენს სიყვარულს ვიტყვი... მაინც გაკოცებდი იმდენს... ვიცი, მაკოცებ და წახვალ... მე ხომ, უშენობას ვითმენ... ჰოდა, გამიღიმე ახლა...
ნანახია: 425 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 94 95 »