*******
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან.

ნანახია: 498 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა, 
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასდროს აქამდე.
წარსულს უმღეროდა ძველი როიალი,
თითქოს შენც მეძახდი შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა.
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე,ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ჩამეხუტე! მაგრძნობინე ნეტარების ერთი წუთი 
რომ ამ ქყვეყნად ჩემზე ძლიერ არვინ გიყვარს!
ჩამეხუტე! და მომხვიე ეგ ხელები
წუთით ისევ რომ შევიგრძნო შენი სუნთქვა!
ჩამეხუტე! ავაყოლო ჩემი სუნთქვა
მაგ შენ სწრაფად აძგერებულ პატარა გულს!
ჩამეხუტე! ისევ მინდა რომ შევიგრძნო
ქვეყნად ყველა სიძლიერე შენით რომ მსურს!
ჩამეხუტე! დამავიწყე ტკივილები
გამიქარწ*** ყველა დარდი და ცრემლები!
ჩამეხუტე! და გავიდეთ უცხო ნაპირს
დავივიწყოთ ყველაფერი ბილწიერი!
ჩამეხუტე! შემიკარი წუთით სუნთქვა
მაგრძნობინე წუთიერი სიძლიერე,
მერე თუნდაც,მერე თუნდაც მიმატოვო,
გეფიცები,გეფიცები,არ ვიტირებ!!!

ნანახია: 466 | კომენტარები: 1 | ავტორი: eka სრულად...

**********
შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა, 
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ რომ არ იყო,ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ რომ არ იყო,ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო,სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ რომ არ იყო,ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა.

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
იცი როგორ ვერ გიტან…? ვერ გიტან იმის გამო, რომიცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იცი და მაინც ფიქრობ, რომ არ მჭირდები… 

როგორ ვერ გიტან, რადგან იცი , რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ… მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ…
რატო? იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ? ძალიან , ძალიან….
ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?

შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი… მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა…
სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარმაქვს… უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…

მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე… ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებით ვიღვიძებ…

ნანახია: 428 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ისევ შემოგხედე თვალებში.. 
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიტირებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

Qals
თუ ქალს უყვარხარ არის თურმე ღმერთის წყალობა!

განა ყველა ქალს შეუძლია კაი ქალობა!

ქალი სწორ გზაზე დააყენებს გზიდან აცდენილს,

ქალი იწვება სიყვარულით როგორც სნთელი,

ქალი მამაკაცს უტოლდება ჭირთა თმენაში,

ქალი სიტურფეს ინარჩუნებს ფოტოლცვენაში,

ქალი?! ქალობა არგეგონოთ იყოს ადვილი,

ყველაზე წმინდა არის ქვეყნად!

 დ ე დ ი ს მ ა ნ დ ი ლ ი ! . .

ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

imedi
მე შენს სიყვარულს არ ვნანობ,
არ ვნანობ შენზე ოცნებას...
ცაში დუმილი ნანაობს,
სულში, იმედი ცოცხლდება...

ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან
ვიწყებთ მომავლის იმედით...
ერთად ვიარეთ შორიდან,
და მაინც, ერთად მივედით...

ერთმანეთს ავცდით მცირედით,
აზრებითა და ფიქრებით,
რამდენიც უნდა ვიაროთ,
მაინც, ერთურთის ვიქნებით...

აწმყო მომავლით დავგეშე,
და ოცნებებში წასულს...
შენი თვალების გარეშე,
 ვეღარ ვუყურებ წარსულს..

ნანახია: 419 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

---
მე რომ განგებას სულთნად დავესვი,

მეყოლებოდა ჯარი ურიცხვი,

და ვილაშქრებდი საქართველოზედ,

 მხოლოდ შენგვარი ქალის გულისთვის...

ნანახია: 649 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

ertxel gnaxe
რამ გამახსენა უცნაურ ძალით.

ვიღაცის მიერ ნათქვამი ერთ დროს,

ზღვა არის ქალი,

ლამაზი ქალი,

უნდა გიყვარდეს,

მაგრამ არ ენდო.

ამ თქმაში არის რაღაც მართალი,

და რაღაც მრუდე, როგორც ფერდობი,

სულ ერთხელ გნახე და შემიყვარდი,

თუნდგ დავიღუპო,

 მაინც გენდობი....

ნანახია: 437 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo სრულად...

« 1 2 ... 29 30 31 32 33 ... 94 95 »
Website builder - uCoz