თუმცა ცხოვრება შენით მეწყება და დასასრულიც შენა ხარ მისი თუმც მონატრება შენს მოლოდინში წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის... ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა რით დაგანახო ეს სიყვარული, როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული... რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით თავზე უაზოდ დამთენებია, რომ შენნაირი კარგი არავინ ქვეყნად არასდროს არ მყვარებია... და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი, ესეც რომ გითხრა აღარაფერი აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი.....
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია.
ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი. ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, ანგელოზივით სიყვარულს მღერის, თვალები მისი ბრწყინდება ისე, როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,ნაზი სირინოზი და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.
გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ, ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ, ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ, ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ, ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ, აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…
არ ჩაგეძინოს... ჩვენ ხომ, ჯერ ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს.. არ ჩაგეძინოს... შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ გვეგება. ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში. და დღეს ახლოა, ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება. არ ჩაგეძინოს, თორემ, ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე... არ ჩაგეძინოს, ჰა, სადაცაა უკვე თენდება. არ ჩაგეძინოს, თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ და შენ ეს კოცნაც, აღარასოდეს გაგახსენდება. არ ჩაგეძინოს, სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ. არ ჩაგეძინოს, შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქრებიან. ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი, აქ, შენთან ახლოს... სანამ ჩემთან ხარ, თითები - თითებს ეფერებიან. არ ჩაგეძინოს... არ ჩაგეძინოს... არ ჩაგეძინოს...
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს, შენ კი არა და არ გაგეცინოს. ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ, დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელებიც იქცნენ იებად გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ ეს ყველაფერი ხომ შეიძლება. ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე და გულმა მაინც წყევლა ისურვოს, ხომ შეიძლება სძულდე ვიღაცას შენ კი ვერა და ვერ შეიძულო. ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე, მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო, ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს, შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.
დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე, და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე, როგორ დავიღალე... ისევ სიბნელეში ცრემლად დავიგვარე, ისევ გათენება ბინდად ავიფარე, როცა შორს მიმავალ იმედს დაგიძახე, ვერც კი დამინახე... ჰოდა გავითვალე მაგრამ ვერ გავთვალე, ჩემს ცხოვრებაში მართლა მიგათვალე, როცა სამახსოვროდ ტილოს მიგახატე ვეღარ მიგამსგავსე... მერე ეს გრძნობები გულში დავიმარხე, დილით გათენება ისევ დავინახე, კიბე ჩავიარე, ფეხით გავიარე, გულიც გავიმაგრე, წელში გავიმართე და თუ მეჩხუბები თავსაც გავიმართლებ უკვე გავიზარდე... და თუ შორს მიმავალს გზაში დამიღამდეს ესეც გამიხარდეს, თოვლი თეთრია და ღამეს გამინათებს
რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა, ქალს გაფრთხილება მარადმჟამს უნდა. თორემ შენს ხელში ისე დადნება, ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა. ქალი ოცნების ჯადოქარია, ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად, გახსოვდეს, ქალი მაინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა. ქალი ყვავილს ჰგავს გიშრის ხალიანს, ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა, ქალი სიცოცხლის ნაწერწკალია და რომ არ ჩაქრეს, სხვა სითბო უნდა. ქალი მზეა და არა მყინვარი, ქალს ნუ შეხედავ განრისხებულად, ყველა ქალი ხომ ამაყი არის, ამაყი არის თავისებურად. ქალი ფარია, ქალი ხმალია, შენი მხსნელი და მფარველი მუდამ, გახსოვდეს ქალი მაინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა..