ნუ დამპირდები, რომ არ დაგღლის ეს ყვავილები ნუ დამპირდები, რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე... ნუ დამპირდები, რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს ფერხთით გამიფენ ყოველი წლის შემოდგომაზე... ნუ დამპირდები, თორემ მერე სევდა წამიღებს და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის გიჟურ ნაპირებს დავიკარგები,შევერევი ნაცნობ ტკივილებს ნუ დამპირდები... რას მიმზადებ რასაც მიპირებ.... საკმარისია მორთმეული ამ წელს ფერები ნუ დამპირდები მე ისედაც მოგეფერები. ნუ დამპირდები წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი ჩემთან იყავი ოღონდაც და ღიმით დავიცდი ამ ფერებისთვის, ამ წლებისთვის, მე შენ გჭირდები.... ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს ნუ დამპირდები!!!!!
დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა..... დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა... მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა........ დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა...... და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა, მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა...... რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა.... და რომ სცენაზე მსახიობი.. მართლა კვდებოდა.
არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი მომეძალები. როცა დაგკარგავ ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები. როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები? შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები...
ქარმა გამომწვევად ცაცხცვებს ჩაუქროლა და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა. წამო, წამომყევი ცხრა მთა მოგატარო, მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარო... ფოთოლს ამის მეტი აღარ გაუგია, ვნებით ანთებულმა თავი დაუქნია. ეხლაც აქანავებს ალბათ ლამაზ ფოთოლს, გულსაც გაახსენებს ალბათ წარა-მარა, მერე კი დატოვებს ერთი ქუჩის ბოლოს, ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარად.. მაღლა ავიხედე, ცაცხვი იცინოდა.. მან ხომ საიდუმლო ქარის არ იცოდა...