თუ შეგიძლია ელოდო და არ დაიღალო, მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო, სხვის საჩვენებლად არ ადიდო თვისი ბუნება. თუ შეგიძლია ოცნება და არ დანარცხება, თუ შეგიძლია რწმენისათვის ბრძოლით იარო, თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება დარბაისლურად, ღირსეულად გაიზიარო.
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ოცნებების... ჩემი სურვილების ფიქრი - ოაზისი... უცხოდ ნუ მიღიმი, ასე მოჩვენებით... არც ცა არ მჭირდება, იცი, არავისი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი სურვილების... ჩემი ოცნებების დარდი - არითმია... იცი? თუ ოდესმე მოგესურვილები... ჩემი სიყვარული შენთვის დამითმია...
შენ ხარ ფანტაზია ჩემი სიხარულის... ჩემი სიყვარულის - ბოლო მოჰიკანი... ასე, რომ მაგიჟებს დარდი სინანულის... და მეც, უშენობით თავი მოვიკალი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი მომავალის... წარსულს რომ ატყვია - სველი ამინდები... ცრემლით დატვირთული - ფიქრი თბომავალი... გზად რომ ჩაივლის და მერე აყვირდება...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი ნაბიჯების... დარდი უბრალო და სევდა ნატყვიარი... ჩემთან თუ არ მოხვალ, ბოლოს გავგიჟდები... ეს ხომ ასეა და ეს ხომ, ნაღდი არის...
არც ცა ამ მჭირდება, იცი, არავისი... ასე ნუ მიღიმი, უცხო მოჩვენებით... ჩემი სურვილების, შენ ხარ ოაზისი... ჩემი ფანტაზია, ჩემი ოცნებები..
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით.... სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით.... მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს... ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს... სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა.. ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად... ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა... არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია... სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას... ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია.. იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს... ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს...