დღეები გალეშილ მრბოლელებს მოჰგვანან, მიჰქრიან და უკან წარსულ დროს ტოვებენ. მიჰქრიან, არაფრად აგდებენ მომავალს.. გზადაგზა გვაყრიან წარსულ მოგონებებს…
მე და შენ გაუვლელ ბილიკზე ვეშვებით, საყრდენად ვიყენებთ იმედებს ერთურთის, წყენები გვკაწრავენ პატარა ეშვებით და ჩვენი თვალები გაბუტვას ემდურის…
მე და შენ საკუთარ სამყაროს ვაშენებთ და საზღვრებს ვამაგრებთ ფერადი ოცნებით და თუ დავიკარგეთ, მინდა, რომ მჯეროდეს _ შენ გაგახსენდები ფერებით, კოცნებით… და, თუკი დღეები გაგვყრიან გზადაგზა, გთხოვ, ნუ დამივიწყებ.. გთხოვ, მუდამ გახსოვდეს, როდესაც გაჰყვები ცხოვრების შარაგზას, არვინ მყვარებია შენსავით ამდრომდე…
მოდი და... ღამეს გავარიჟრაჟებ, და დაიწყებენ რეკვას ზარები... მოდი და... გთხოვ ნუ დაიგვიანებ!!! მოდი ზმანებით!!! გააპრილდება ჩემთვის ყოველი და დაიწყება ის დღე თავიდან... გამახსენდება ჩვენი შეხვედრა, ჯერარშემდგარი პაემანიდან.... მოდი და... შევხვდეთ ბობოქარ გრძნობებს, ალმოდებული გრძნობის ნათებით... თუნდაც ლოცვით და, თუნდაც ვედრებით, თუნდ არარსებულ ათინათებით... მოდი და... ზამთრის პირქუში ღამე გამითენდება მაინც აპრილად... მოდი და... ვნახოთ თუ მიმატოვებ... მოდი თავიდან!!! მაგრამ შეცდომა ჩემი ის არის... ჩუმი აპრილის ჩუმი ზღაპრიდან, ვიცი,არ მოხვალ,მაინც არ ვტყდები... მეიმედები მაინც თავიდან.....…
"მე ვერ დაგიმტკიცებ ცას,რადგან ის შორსაა.. ვერც დედამიწას გაჩუქებ,ჩემი არ არის.... ლექსებს ვერ მოგიძღვნი,პოეტი არა ვარ.. და ვერც გიმღერებ,სიმღერა არ ვიცი... მაგრამ,მეყვარები ისე....როგორც... ცისა და მიწის მფლობელს შეუძლია, როგორ სიყვარულსაც ლექსებში უმღერიან, როგორ სიყვარულზეც მუხლებზე დამხობილნი, ლოცულობენ ხატის წინ და ტირიან!"
თეთრად ჩაკეცილა ახლა შუაღამე, ფიქრებს ჭლექიანი ხველებით ვეხები, მინდა მოგეფერო, თოვლის სითამამე - შენთვის მოვიტანო დაღლილი ხელებით. სადღაც მიტოვებულ წითელ მოსასხამზე - სისხლით ამოქარგულ სევდად დაგეძებდი თითქოს შევაჩერე ღამის სილამაზე, ასე უცნაურად დღე რომ ვაშენებდი. გაშლილ ნაფაზებად ვრგოლავ მოგონებას, ისევ სიჩუმიდან ვცდილობ გაგიღიმო... კადრებს დავალაგებ ახლა დაღონებად, რამე სისულელე რომ არ ჩავიდინო.