M U C S O
თქვენ რომ იცოდეთ რა ბუნებაა.. რა გუნებაა.. რა ცდუნებაა.. ო.. თქვენ მუცოში დასახლდებოდით.. არა ? - ეს უკვე თქვენი ნებაა.. მაგრამ.. ო როგორ ამაღლდებოდით.. გრძნობა-ლექსებად აალდებოდით.. გაიმარჯვებდა სიცოცხლე თქვენში.. და არასოდეს არ მოკვდებოდით.. რომ მოვიდოდა წვიმა და თქეში..
ნანახია: 437 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
mtavari
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში...
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.
ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
aravis uambo...
არავის უამბო გზები რად გაიყო, რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა რა იყო
არავის უამბო გული მეტკინება.
არავის უამბო თუ როგორ მიყვარდი,
როგორ ვვოცნებობდით ან როგორ ვბავშვობდით.
არავის უამბო იმ ლამაზ დღეებზე
და არც ის უამბო თუ რატომ დავშორდით,
არავის უამბო გული რად გაცივდა
თუ როგორ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი.
სხვას ნუ მოუყვები ჩვენს შორის რაც იყო,
მე და შენ ვიცოდეთ ლამაზი ზღაპარი.
ნანახია: 401 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
***************
...და აწრიალებს სულს უშენობა,მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები,იცი? ქარვისფერ ღამით დამთვრალი ყველა სიზმარში შენ გეფერები.
ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
***********
ფიქრით გეხები და არ მსურს განვმარტოვდე, როგორ მენატრები იცი? უკვე გადაფითრდა ჩვენი ნებისყოფა, ეხლაც გაბუტული გვიცდის! მარგალიტი მოსწყდა ციდან წვიმის კალთას, ჩემთან მოცუნცულდა განცდა, ჩემი მონატრება შენთან შეხვედრისა ნატვრის გზაჯვარედინს აცდა." მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს, იმას გავხარ და რა ვქნა მითხარი....
ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
***********
ღმერთო გადმომისხი სისხლი სამელნედან, ერთი აღსარება დამრჩა დასაწერი, ჩემი მეგობარი ისე გამემეტა, მწარე სინანულიც ვეღარ დავაჯერე... მზეო, შენი სხივი კალმად მომაშველე, გულზე "მ ა პ ა ტ ი ე" უნდა ამოვიწვა, იქნებ შეარბილოს მკაცრი განაჩენი, თორემ უმისობამ წერაც დამავიწყა... ზღვაო, ერთი ცრემლი ვალად დამაწერე, თორემ გამომიშრა... სისხლიც, მელანიც და ნერვებს ვერ ვალაგებ ძვლებზე გადაწელილს, ყელში მოთმინების ძაფი გადამიწყდა... ჩემი ოცნებები ვისაც მივაბარე, ჩემი საიდუმლოს ფარი საიმედო, ჩემი მზისთვალება, ცელქი მეგობარი, როგორ გავბედე და როგორ გავიმეტე?! ყველა საოცარი, ყველა სანატრელი, ღმერთო, დასაკარგად რატომ დამებედა?! ერთი ლექსი დამრჩა მარტო დასაცრემლი, სისხლი გადმომისხი, ღმერთო სამელნედან.
ნანახია: 439 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
minda davlio davtvre am games.....
მინდა დავლიო,დავთვრე ამ ღამეს, სანთლების შუქზე ვუსმინო მოცარტს, და სიმარტოვეს ვეცეკვო ტანგო, იქნებ პათოსმაც მაქციოს ფლოგად. მინდა ამ ღამეს ლექსიც დავწერო, დაველოდები მთვარის ამოსვლას, იქნებ ეს ღამე ჯერ არ დასრულდეს " ეიფორიას" გავუძლო უნდა. ნოტებს ავაწყობ ქარის აკორდზე, სიცოცხლეს გარქმევ, გიცვლი სახელსაც და მარტოობას_ ვუკეტავ კარებს, დაგელოდები მე..ამ ღამესაც.
ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
***********
იცი? გელოდი... თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა დიდხანს რაღაც ხმა. შენზე ფიქრში კი დრომ, როგორც ქარმა გადამატარა ცხრა ზღვა და ცხრა მთა... დამაგვიანდა? ალბათ ესეც საჩუქარია ბედის; ან ტანჯვა. უშენოდ სულში აღარც ქარია, აღარც წვიმაა და აღარც გვალვა. შემოდგომაა. ფოთოლცვენაა. მუქი ღრუბლები ცაზე შეკრულა. წვიმას აპირებს, მაგრამ... აღარც წვიმს და... იცი? უკვე დაზამთრებულა. გავყვები ჩემს გზას... არ მოვიხედავ, მაგრამ გამყვება შენზე ფიქრები. არ დამიძახებ, მაგრამ ოდესღაც, როგორც არასდროს, მ ო გ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ...
ნანახია: 339 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka
სრულად...
Tqventvis damitmia-de iyos alali
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი
ნანახია: 430 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
monatreba
* * * შენი, გამოხედვა მინდა... ისევ, უშენობას ვგლოვობ... შენ ხომ, ხატება ხარ წმინდა... მე კი, მლოცველი ვარ მხოლოდ... თვალებს, დაგიკოცნი დარდით... მკერდზე, თავს დაგადებ მხოლოდ... ხედავ? ისევ შემიყვარდი... ისევ, დამაბრმავე, ბოლოს....
ვხედავ, მიობდება სევდა... კოცნით, დაგისველებ თვალებს... ხედავ? ისევ დაგვათენდა... ისევ, მომანატრე ხვალე...
როგორ, ამერია ფიქრი... შენი, გაღიმება მშველის... შენსკენ, უსასრულოდ მივქრი... ჰოდა, მომაგებე ხელი...
კაბას, გიფრიალებს ქარი... თმები, ეფერება თითებს მაინც. მტკივნეული არის... მაგრამ, უშენობას ვითმენ..
ნანახია: 432 | კომენტარები: 0 | ავტორი: Temo
სრულად...
« 1 2 ... 55 56 57 58 59 ... 94 95 »