ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის? როგორ გეძახის ეს ჩემი გული, ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული. წუხელ სიზმარში გამომეცხადე ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს, მერე წყვდიადში გაუჩინარდი არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე. ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო? მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ, მარტოობისთვის ვარ გაჩენილი იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო. შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია, შენ არ მიგიძღვის დანაშაული, ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე და დავიტანჯე პატარა გული. არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო, მთელი სიცოცხლე დაგელოდები სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ.
როცა ვინმე ტკივილს გაყენებს...გულს გტკენს და ამას განიცდი უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე... გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე და მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო... და იცოდე რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ როცა პატიება შეგიძლია..."
"ღმერთო, მომეცი ძალა, შევცცვალო ის, რაც ჩემი შესაცვლელია. ღმერთო, მომეცი ძალა, შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია. მარტო, მომეცი გონება, გავარჩიო ერთი მეორისგან.”
იცი? გელოდი... თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა დიდხანს რაღაც ხმა. შენზე ფიქრში კი დრომ, როგორც ქარმა გადამატარა ცხრა ზღვა და ცხრა მთა... დამაგვიანდა? ალბათ ესეც საჩუქარია ბედის; ან ტანჯვა. უშენოდ სულში აღარც ქარია, აღარც წვიმაა და აღარც გვალვა. შემოდგომაა. ფოთოლცვენაა. მუქი ღრუბლები ცაზე შეკრულა. წვიმას აპირებს, მაგრამ... აღარც წვიმს და... იცი? უკვე დაზამთრებულა. გავყვები ჩემს გზას... არ მოვიხედავ, მაგრამ გამყვება შენზე ფიქრები. არ დამიძახებ, მაგრამ ოდესღაც, როგორც არასდროს,
გულს ფიქრად მოსული სტუმარი ხარ მე ამ ღია გულის მასპინძელი, რჩეულ სტუმართშორის გულს რომ შემოხვედი წასვლას თუ დააპირებ ავტირდები. ვიცი არ გწყინდება აქ სტუმრობა წახვალ და კვლალ მოსვლას დამპირდები, მალევე დაბრუნდები იცი რომ გელოდება შენი თვალცრემლიანი მასპინძელი. გულს გრძნობად მოსული სტუმარი ხარ მე კი შენი მომლოდინე მასპინძელი, ერთადერთი ხარ ვინც ამ გულს შემოვიდა წასვლა არ დააპირო ავტირდები....