legenda sikvarulze.......

legenda........

ნანახია: 241 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

usashvelod menatrebi.........
ვეღარ ვიღიმები...


მომენატრე!...

ძველი გრძნობებით მომენატრე!

ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე!

შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...

მომეფერე რა...

შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!



გულთან მიმიჩუმე სახე დამიკოცნე

მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!

ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე თვალები დამიკოცნე



თითებით მომეფერე სახეზე!

ტუჩები გააღიმე გამაღიმე!

ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!

გულთან მიმიკარი!... ისე მომეფერე... შენი ოცნება დამიხატე...

დამაბრუნე!....

დამაბრუნე...თორემ...

თორემ შემშლის უშენობა.

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********

მე მჯერა მოვა ბედნიერება!
ჩამიკრავს გულში მოლოდინით უზომოდ დაღლილს,
გამინადგურებს მარტოობის ყოველგვარ სამხილს...
მე მჯერა მოვა ბედნიერება...
კვლავ დამიბრუნებს რწმენას ოცნების და ხედვას მხატვრის,
გულს აათრთოლებს ბედნიერად ყინულებს მიღმა,
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
კვლავ მაიძულებს გაღიმებას, შეგრძნებას ნატვრის,
დამამშვიდებელს მე მეტყვის სიტყვას...
გააფერადებს ქვეყნიერებას...
წამოაყენებს სულს – დაცემულს ხელახლა ფეხზე...
და ნაირფერი საღებავით შემილამაზებს
ნაცრისფერ დღეებს,
მე მჯერა მოვა ბედნიერება!
და აღარასდროს ასე უგულოდ არ მიმატოვებს.
ნაზი ალერსით დამიამებს ჭრილობებს სულში,
მე მჯერა მოვა ბედნიერება
და მიუხურავს სამუდამოდ კარს სიმარტოვეს,
ეკლების ნაცვლად ააყვავებს ყვავილებს ნუშის...
კვლავ შემაყვარებს ქვეყნიერებას,
გადამავიწყებს რაც იყო გუშინ...…
მე მჯერა მოვა ბედნიერება!

ნანახია: 517 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

ნანახია: 514 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********

სევდას დაუღლია თაფლისფერი თვალები,
და ეს თვალები ცრემლებს ეჩვევიან...
ნელ-ნელა წყდებიან წამწამებს ცრემლები,
და იქვე, ნიკაპტათ ერთდებიან...

ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
თქვენთან დატოვებულ სურვილებს მოვაკითხე წასაყვანად! -
ეუბნებოდა პოეტი ვარსკვლავებს და არ ატანდნენ, ლოთი ხარ და ვერ მიხედავო…

ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია

ნანახია: 486 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
არწივი ვყოფილიყავ, ფრენაში გავლევდი წუთისოფელს, 
ფერია ვყოფილიყავ, ოქროს დავუყრიდი ჩემი გზის მპოვნელს.
წმინდანი ვყოფილიყავ?! ბედს დავულოცავდი აკვნიდან ყოველს,
ფრესკა ვყოფილიყავ, დავამშვენებდი სვეტიცხოველს.
ჩრდილი, რომ, ვყოფილიყავ, შენთან ვიქნებოდი გართხმული მიწას,
ღამე, რომ ვყოფილიყავ, მკლავებში ჩაგიწვენდი ბავშვივით მძინარს.
წვიმა, რომ ვყოფილიყავ, იარას ჩამოვბანდი გულ-დამსკდარ მიწას.
გზა მაინც ვყოფილიყავ, ის გზა - ტაძრამდე რომელსაც მიჰყავს...
ღვინო, რომ ვყოფილიყავ, ღვინო ზედაშის, ჩემით დაგათრობდით,
ყინულის გულიც, რომ მქონოდა `Fიfქად დაგათოვდით.
უფლის ანგელოზი ვყოფილიყავ?! ფრთებით გაგათბობდით.
თქვენი, რწმენა მაინც ვყოფილიყავ, ხიდი - მანათობლის...
მე კი, მთლად ციდა არსება ვარ, ღვთისგან დასახული
და მაინც, ეს ყველა, ერთად თავმოყრილი - ჩემშია ჩასახული...

ნანახია: 522 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს... ძალიან..

ნანახია: 496 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

****************
დაგესიზმრები, გამოღვიძებულს ხმაურიანი ნაბიჯებით აგყვები ფიქრად,
გაგიმეორებ შენს სახლის წინ ნაცნობ სურნელს,
გაგიმეორებ მოსახვევთან დაყრილ ყვავილებს,
გაგიმეორებ მგზავრობისას ტუჩის კუთხესთან გამოჟონილ და ჩემს თვალებში ჩაძირულ ღიმილს,
გაგიმეორებ გამოპარულ გაჩერებას, მერე უკან ფეხით სიარულს,
გაგიმეორებ გზად შემხვედრი ნაცნობების ვერ ცნობას
და მათ სალამზე აფარებულ უხერხულ ღიმილს,
გაგიმეორებ შუა გზიდან გადახვევას და მახლობელ ბაღში ჩამოჯდომას ჩვენ რომ ვჯდებოდით,
გაგომეორებ შემოდგომას და ხელში კალამს, ფოთლებში დევნას,
ამ ფოთლებიზე ოცნების წერას და მათ გადაყრას,
გაგიმეორებ თრობით მოსულ გამბედაობით წამოცდენილ ორიოდ სიტყვას,
გაგიმეორებ უმიზეზოდ მოხეთქილ ცრემლებს
და მეც აგყვები და ერთმანეთის დამშვიდებას ჩვენ არ ვეცდებით,
გაგიმეორებ პირველ კოცნას, პირველ მორცხვობას
და შემოდგომით შემოპარულ თოვლიან ზღაპარს,
გაგიმეორებ სიყვარულის უგონო ახსნას
და არეული ნაბიჯებით წასვლას შინისკენ,
გაგიმეორებ მერამდენედ გადმოსულ ყავას
და მაგიდაზე მხოლოდ თავის დასამშვიდებლად გადაშლილ წიგნებს,
გაგიმეორებ ფანჯარასთან გათეულ ღამეს,
განთიადისას მიგნებულ საწოლს, ადგომისას კი გაოცებას, რომ ტანთ გაცვია.
გაგიმეორებ ჩვენგან უწინ ამოჩემებულ ბაღს
და ძველ ხის სკამს და ლამაზ ტყუილს - მე ისევ იქ ვარ...

ნანახია: 462 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ისევ წარსულს მოგაჩეჩებ ხელში,
ისეც დღეებს გადაგიწერ ლექსად,
თვალაკრული გამოგარჩევ სხვებში,
ქურდი ვარ და კვლავ მოგპარავ სევდას.

დამაბრალე შენი ყველა ცოდვა,
შენ მაგივრად გადავიხდი ვალებს,
დაუძახე ჩემ ყველა ლექსს ბოდვა,
ბოდვა უყვართ შეყვარებულ ქალებს.

მიღალატე სულითა და ხორცით,
შენ ხომ მაინც ჩემი მუზა გქვია,
მიღალატე? გაგითენებ ლოცვით,
სხვა დაგიწყებს ცხვირწინ კაბის ფრიალს.

ხომ,გიჟი ვარ სიყვარულმა იცის,
მოდი ერთიც შემოგხვიო ხელი,
მიყვარხარ და გავამზეოთ ბინდი,
მოდი,წელზე მომაკარი წელი.

დამაბრალე შენი ყველა ცოდვა,
შენ მაგივრად გადავიხდი ვალებს,
დაუძახე ჩემ ყველა ლექსს ბოდვა,
ბოდვა უყვართ შეყვარებულ ქალებს.

ნანახია: 513 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 94 95 »
Website builder - uCoz