თუკი ოდესმე მოგენატრები დამიძახე.. და შენთან გავჩნდები ქარიშხალივით ჩაგიქროლებ_ლამაზ თვალებთან და შენს თვალებში ცრემლის წვეთებად დავიბადები.. ოღონდ მინატრე.. გულით მინატრე.. და გაზაფხულზე ატმის ბაღებში ჩემს სურნელს იგრძნობ ოღონდ მინატრე.. ჩემი ხმა ინატრე.. და შემოდგომის ფოთოლცვენისას ჩურჩულით გეტყვი მუდამ შენთან ვარ, ოღონდ მინატრე.. დამიძახე.. ხმა გამაგონე.. და ოკეანის გაღმაც რომ ვიყო ტალღებს გამოვყვები.. და შენტან გავჩნდები ოღონდ მინატრე და შენთან მოვალ ვერ შემაჩერებს ზამთრის სიცივე უთუოდ მოვალ.. მაგრამ თუ მინატრებ და მე არ მოვალ.. დამიძახებ და არ გიპასუხებ მაშინ მიხვდი რომ მიგატოვე შენ და მე, აღარ ვარსებობ..
დავიბადე და ტკივილებად დამყვა წარსული ფრთები მაქვს, მაგრამ ოცნებისგან ნათხოვარია. ხან საწყისია, ყველაფრი ხან დასასრული არ მშურს იმათი ლოცვის დროს, რომ ღმერთთან არიან.
განდეგილი ვარ ჭკვიანი და თქვენთვის ვსალოსობ, ურთიერთობას არასოდეს ვარქმევ სახელებს- ჩემს შემდეგ, ქარებსს გაატანეთ სულის სამოსი, ჯერ ეს ღიმილი ამათალეთ ოღონდ სახეზე...
შევიძენ დარდებს, შევიძენ და გადავცვლი ლხინზე. მოგეფერებით სხვაზე ბევრად ალერსიანად. ვარ უფალი და გლახაკივით გავდივარ ხიდზე, თვალები ჩემი: "მოთმინებით სავსე ფიალა"
გამცემს,- როდისმე და იქნება ეს დასასრული. ზიზღი მილოკავს ასახელად მზერას ლიბრიანს, ანგელოზი ვარ სიძულვილით თქვენგან წასული.... დავბრუნდი!.... რადგან მარტოობაც არ შემიძლია.
არასოდეს იფიქრო, რომ ჩემთვის აღარ არსებობ... ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... მოხდა ის რომ შეგხვდი... და შემიყვარდი... და ისიც მოხდა რომ დავშორდით... ტკივილიც ხომ იყო... თან უსაშველო... აუტანელი... გაუსაძლისი ტკივილი... და მაინც ვერ მოკლა სიყვარული... ... მაინც მენატრები... მაინც გნატრობ... მაინც გეფერები... ... მაგრამ შენთან არ ვიქნები მაინც არასოდეს... ... მაგრამ მეყვარები.
არ ვიცი რატომ, კვლავ შევეხე ფრთხილად მის ბაგეს გულმა დაღვარა სითხე და მას არ ჰქონდა ფერი. ტუჩებმა კრძალვით გამოსთხოვეს, სხეულს არ ანდეს ეს რაღაც ფრთხილი, უხილავი და მშვენიერი. ო, ამ საოცარ, უჩინარ ლაქას სხვა ვერ შეამჩნევს, მის მოცილებას არ ეცდება ვისიმე ხელი. მას მერე ვერხვი ჩარჩოს მიღმა კენწეროს არხევს და იღიმება ღამით მთვარე ცრუ და პირფერი. მე მეჩვენება რომ ეს უნდო, ცივი მნათობი ჩემს აზრთა დენას თვალს ადევნებს და მეკითხება: ,,რისთვის აჩუქე მას შენ ამბორი, თუკი ნაცნობი, ვნებით არძრული გულისცემა არ შეეხება მის ყურთასმენას? სხვისმა ველურმა ხელმა შეიგრძნო პირველყოფილი ცოდვით შეძრული შენი სხეული. მან მიწიერი არსებობის არსი შეიცნო. მშვიდად მიიღო ვნება, მხოლოდ ვნება ეული, სხვა არაფერი. შენი არსების მიწიერ ნაწილს თუკი დახრჩობას დაუპირებ მის მკერდთან მდგომი, სულაც მოშორდი, მოძებნი მანძილს და შეეცდები დაასრულო სხეულთან ომი''. ,,მაგრამ მთვარეო, მე მას ველტვი, ბაგეს მისას ვეთაყვანები'' - პასუხობს ჩუმად ციურ სხეულს ხმა ცივ სივრცეში. ,,თუ ვერ შევძელი ასრულება იმ ძველი ნების, თუკი გველია გაწოლილი აქ, სადღაც ჩემში, თუკი შექმნაში იგი მაინც მონაწილეობს, ამოუცნობი არსის სათქმელს რად ვერ განაგებს? ამაოებას შურს, შურს მისი და ჭირვეულობს მაგრამ მთლიანის პატარა ნაწილს, საოცრად ნაგებს ვერ ეგუება, უმზერს, უმზერს და ვერ თხოულობს''. შენ იღიმები, ასეთია შენი ბუნება: ,,სხეული შენი მამაკაცს სულ არ აინტერესებს, დაუფიქრებლად მოიშორა მან ეს ცდუნება? მხოლოდ სურვილი ამოძრავებს შენში მის ხელებს. შენც ძლიერ გინდა ხორციელად მისი შეცნობა, ისე უზომოდ, რომ თითები თითქოს ერთვიან მისსავე თითებს და გონება ამით ერთობა. ფიქრები შენი მას იტევენ ცოცხალს, ერთიანს. აქ არის მხოლოდ მდუმარება უტყვი საგნების, შენ კი კვლავ სუნთქვა გენატრება მისი ჰეტერა. გსურს რომ დაბრუნდეს, უჩუმრად თმაზე ხელი შეგახოს, რომ ტანმა იგრძნოს იშვიათი მისი ხელწერა''. არ ვიცი რატომ, კვლავ შევეხე ფრთხილად მის ბაგეს გულმა დაღვარა სითხე და მას არ ჰქონდა ფერი. ტუჩებმა კრძალვით გამოსთხოვეს, სხეულს არ ანდეს ეს რაღაც ფრთხილი, უხილავი და მშვენიერი.
მენატრები უზომოდ,ძლიერ, მჭირდება შენი სუნთქვა და გული, ო როგორ მინდა აქ იყო ახლა, გულში ჩაგეკრა უზომოდ,მაგრად, მჭირდება შენი სითქბო და კოცნა, რომელიც მუდამ უზომოდ მაკლდა, შენი მკლავების ძლიერი ძალა და ის ჩურჩული მერომ მიყვარდა, იცი?მიყვარხარ და მენატრები, მე შენ სამუდამოს სულ მეყვარები
მომეფერე რომ შევიგრძნო შენი სითბო, მომეფერე რომ სურნელი ვიგრძნო შენი, შენი კოცნის და aლერსის გემო მახსოვს, მახსოვს შენი ჩურჩული და ეგ ღიმილი, შენს ალერსში ჩაძირული მინდა ვიყო, მინდა ვიყო მაგ მკლავებში უსუსური, მომეფერო მინდა ისე რომ სულ გიგრძნო, მომეფერო მინდა ისე რომ შემიგრძნო, მომეფერე რომ გაფანტო ეს ფიქრები, რომ ალერსით დამავიწყო ყველაფერი, შენმა კოცნამ მსურს რომ მიმცეს დავიწყებას და ალერსმა ჩამითრიოს დიდ მორევში, მომეფერე თუნდაც ერთხელ ვნებიანად, მომეფერე,ჩამიკარი შენს სხეულში
არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.