არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი მომეძალები. როცა დაგკარგავ ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები. როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი გავიპარები. არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები? შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები
ცა მოგიხატე ჩემი ფერებით, ლურჯი სამყარო თეთრად ვაქციე, მორცხვი იები მარტომ გავათბე და თეთრი თოვლი ცრემლად ვაქციე. წვიმის წვეთებით მოგეფერები, სიზმრებში ლანდად დაგედევნები, ცხადში კი ისევ ატირებული, ცისფერ თვალებით აგედევნები. ქარს გამოვატან ცრემლებს და ლექსებს, ის მოგიყვება ჩემს პოეზიას, და მაგ შავ თვალებს ეამბორება და შენთან ერთად გზას გაუდგება.............
შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება ერთად ქუჩდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება მხოლოდ ყუჩდება, ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა წამიც დაადნობს, ახლა უშენოდ ისე ცივა როგორც არასდროს, გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები, ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით, დაეკიდება სამკაულად ცას მზე ფერადი, თუ გამოჩნდები სასწაულად მოგეფერები, შენს თვალებში რომ ანათებენ ათასფერები, მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები, სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა, დაბრუნდი ოღონდ გამიყუჩე ყველა იარა, უმზეოდ ცის ქვეშ ყველაფერი კვდება, დუმდება, თურმე ტკივილი კი არ ქრება მხოლოდ ყუჩდება
რომ მომენატრები და ვერ დაგინახავ ვიბუსხები. . . რომ მომინდება და ვერ გეფერები ვტირივარ. . . . რომ მინდა შენი სუნთქვა ისე ახლოს მესმოდეს რომ თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა დაგითვალო იცი როგორ მოწყენილი ვზივარ? ვერც ვიცინი, ვერც სხვა რამეზე ვფიქრობ. . . . უბრალოდ ვტირივარ. . . . . სულ უბრალოდ მინდა შენი თვალების მისაკუთრება და შენი ღიმილის მიზეზად ქცევა. . . . არც დარდი მინდა. . . არც ტკივილზე ფიქრი. . . . უბრალოდ ერთი პატარა გოგოს ბედნიერად ცხოვრება მინდა. . . . რომელიც სულ მარტივად თავს კარგად არ გრძნობს. . . . და რომელსაც ბედნიერება უნდა. . . . . უნდა თოვლი, დიდი თოვლი. . . და ამ თოვლზე სიარული უნდა შენთან ერთად. . . . ნაფეხურების დატოვება უნდა თოვლზე. . . . და შენს გულშიც. . . . . კიდევ უნდა რომ არ სციოდეს და თუ შესცივდა უნდა რომ ათბობდე
ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი... უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი, ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე... სათქმელი დარჩენიათ
მეშინია შენი დაკარგვის...არა.შენი დაკარგვის კი არა.შენ ხომ ისედაც არ ხარ ჩემი... მე იმ ოცნების დაკარგვის მეშინია,რომელიც ჯერ არც კი ამხდენია... მე მეშინია,რომ ყველაფერი მზის ჩასვლასავით გაქრება და მეორე დილითსაპირისპირო მხრიდან,როგორც მზე,შენც გაციებული და მდუმარე შემომანათებჩამქრალ თვალებს... მეშინია... მეშინია ახლოს მოსვლის,რომ არ დამწვა... მეშინია შორს წასვლის...რომ არ დაგავიწყდე და სხვას არ გავუხსნა გზა შენი გულისკენ... მეშინია... ვიცი,ოცნებები იმიტომაა,რომ არ ახდესო,ნათქვამია...მაგრამ ტრფობის ცეცხლით აალებულს ყველაფრის იმედი აქვსო,ესეც გამიგონია... ხოდა ძვირფასო მეც მაქვს შენი იმედი...არა.შენი კი არა...შენი გულის იმედი
სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი სუსტი ყვავილები, შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია, ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან. მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები, მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე ბევრჯერ გვიმღერია, და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები, ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ, რადგან იმდენია... მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და შენც გაწითლდები, ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია, და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს, დაჭკნენ ყვავილები, მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია. სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები, როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის ზღაპარია. ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან...