როგორ ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით...
ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!
შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი არსება და... ალბათ ღირდა რომ თუნდაც მაგისთვის მეცოცხლა !!! მეცოცხლა იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცლისთვის შემელია მთელი ჩემი სიცოცხლე !!!
შენი გული მე მეკუთვნის, ეგ პაწაწინა გული, რომელიც ისეთი მგრძნობიარეა რომ ჩემი ერთი სიტყვა ასე აღაგზნებს მას !!! როგორ მინდა რო მის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!
შენი თვალები ისეთი მგრძნობიარეა რომ როდესაც ვუყურებ თუ როგორ ანთია მასში ცეცხლის ალი და მეც... ნებსით თუ უნებლიედ ვვარდები მასში და ვიწვი !!!
შენი თმები ისე ბზინავს რომ შემიძლია შევადარო ჩანჩქერს, ოღონდ შორიდან შემყურეს, რა ლამაზად ჩამოდის მაღლიდან და რა ლამაზად ეხეთქება იქ, სადაც არავის მიესვლება და არავის მიეკარება გარდა ერთისა,ის ერთი მე ვარ, ოღონდ განა ძალით შევედი მასში არა, შენთვითონ მომეცი უფლება რათა შევსულიყავი და მეთარეშა !!!შენი კანის სურნელი ვარდის სურნელს ჰგავს, რომელიც გაზაფხულზე ხარობს და მოწყვეტას ლამობს მაგრამ... ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი რადგან... მას ეკალი იცავს და არავის იკარებს გარდა ერთისა, ის ერთიც მე ვარ !!!შენი კანის ფერი შოკოლადის ფერს წააგავს, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, მიყვარს განა იმიტომ რომ შენ ხარ მასავით ტკბილი არა, ისაა ტკბილი შენსავით !!!
შენ ხარ ღმერთისგან შექმნილი არსება და ჩემი ხელით დახატული და მართლაც... ეს ასეა !!!
და ბოლოს, მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის, რასაც ვამბობ და რაც გითხარი, ყველაფერი გულიდანაა ამოღებული, გულმა გონებას უკარნახა, გონებამ კი ჩემს მარჯვენას... მარჯვენამ კი დიდი სიმარჯვით შეასრულა გონების ნაკარნახევი...
და აი... იმ წიგნის ბოლო ფურცელი მეთვითონ დავწერე, დავწერე იმიტომ, რომ არ მქონდა საშუალება მეპოვა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე... მაგრამ ეს არაა დასასრული, დამრჩა მხოლოდ შვიდი ჯადოსნური სიტყვა, ღომელსაც ყურში გეტყვი და რომელსაც არასდროს არავის არ ეტყვი შენი სიცოცხლის მანძილზე !!! ეს გვეცოდინება ჩვენ : მე, შენ და ღმერთს !!!!
მე შენი დუმილიც მეყოფა ტკივილად და გულში ყვავილებს რომ გამოვაზამთრებ, გაზაფხულს მოგიტან, ფერადი ფუნჯებით აპრილით შევღებავ პირქუშ შუშაბანდებს.
მე შენი სისველეც მეყოფა ცრემლებად, მდინარეც... გზაში სატრფო რომ დაკარგა, თვალების უცხო და სასტიკი შეხება, ქუჩაც... პოეტი რომ უჩუმრად დამარხა.
მე შენი სირუხეც მეყოფა სიკვდილად , როგორც ჩემს საფლავზე თეთრი მიხაკები, თავი გაიგიჟა დილამ ფერმიხდილმა და ამ სითეთრეში მასთან ვიკარგები.
მე ერთი სხივიც კი მეყოფა გათბობად, მთვარეც... ჩემს სარკმელზე ლექსი რომ დატოვა, ღამე... მისტიური განცდით რომ მათოვდა წვიმაც... ეს ქაღალდი შენთვის რომ დატბორა.
როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს... როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო... მე შენ გიპოვნე დიდი ხნის წინათ... მე შენ გიპოვნე და მივხვდი, რომ იქამდე არც არსებობდა არაფერი... შენ ხარ ერთადერთი, რაც აძლევს აზრს ჩემს ცხოვრებას... ერთადერთი, რაც მაგრძნობინებს სიხარულს და სიცოცხლის ხალისს... მე მჭირდები, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ოდესმე გაიგებ... ჩვენ ერთნი ვართ.., ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს... მე შენ მიყვარხარ!..
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, დამათვლევინე თითზე წამები, მერე ოცნება გამაფენინე, გამაშლევინე ტკბილი ჰანგები.
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, თუ არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა და მერე აღარ გამიჭირდება შენგან წასვლა და დამშვიდობება...
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, ჩამადენინე არ გეტყვი აუგს, მერე სათქმელი გამაშლევინე და მათქმევინე ის, რაც დღეს მე მსურს.
ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ, განშორებისას რომ მოვბრუნდები, დაგიბრუნებენ ჩემი ხელები შემოგეხვევი როგორც ხუნდები;
ბოლო სიგიჟეს ჩავიდენთ ერთად, აღვსილი ვნებით კვლავ დავიცლებით, მერე წახვალ და დამტოვებ კენტად, დავრჩები მარტო, გარდავიცვლები...
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, შენ ამად ღირხარ, მე არ ვინანებ, ბოლო სიგიჟე ჩამადენინე, დამაცლევინე ვნების მდინარე და ეს ხელები და ეს ტუჩები შენი ალერსით დამათრობინე, დამალევინე ტკბილი შარბათი შენი ტუჩები დამაკოცნინე!
...........................................
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე ამას არც ვნანობ და არც ვინანებ...
იშვა ევა... შეუყვარდა ქალი ადამს, იშვა ქალი და ქვეყანა შეშლილია. ახლა შენზე ოცნებები კი არა და შენს ქუჩაზე ჩავლისაც კი მეშინია... ასე მითხრეს: -დამშვიდდეო, ის ხანია... რა იციან, რას მიქადის დრო და წლები. მიხარია, რომ გიპოვე მიხარია, არ ვინანებ თუ ოცნებით შევიშლები. არ ვინანებ შენს კოცნას და შენს თბილ ალერსს, რა ვქნა, თუკი არ ამცდება შეჩვენება. მგონია, რომ სიყვარული ამიკრძალეს, მიყვარხარ და არ ვიცი რა მეშველება...
მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია
მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.
გული შენს სიყვარულს სახავს, სანამ ნაფეხურებს წაშლის... ვიცი, მიმატოვებ, წახვალ... მე კი, სიმარტოვე დამღლის... ეს დღე, დღეს იქნება, ან ხვალ, ვიცი მოიგონებ ამ წელს მაინც, მიმატოვებ, წახვალ... მე კი, ტკივილებზე დავწერ სევდას მოგონება ახლავს, სევდა, ეშმაკივით მაცდენს ვიცი, მიმატოვებ, წახვალ ვიცი, ვერ გაუძლებ ამდენს ზეცას ვეფერები ახლა, შენი მოგონება მაწვიმს. სანამ, მიმატოვებ, წახვალ სანამ, მოფერებას მაცლის მაინც, მოგონებას ვანდობ შენი მონატრების წადილს, ვიცი, შემეშალა, პარდონ ჰოდა, მიმატოვე წადი
იყო თვალების ციმციმი ურჩი, ულამაზესი ქარები ქროდა. დაუკითხავად შესახლდი გულში, შენ საამისოდ უფლება გქონდა. შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ, მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში, განა ამისი უფლება გქონდა?
როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე, ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე..
ქალი ვარ, განა ქარი ვარ, თავქარიანი ველადა, ქალი ვარ, განა ღვინო ვარ, როგორ შეგივსო ხელადა, ქალი ვარ, განა წყალი ვარ, რომ ჩაიხედო ვერა და ქალი ვარ, განა მზის სხივი, ცრემლი რამ აგიფერადა? ქალი ვარ, ვიცი აპრილში, მარტი ინანებს მარტობას, გემუდარები ნუ წახვალ, ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა... ქალი ვარ, განა ვარდები, რომ წამოვანთო მაისი... ერთი პატარა ქალი ვარ, რავი, თუ შეგიყვარდები...