არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო, ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს, ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ. ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ, ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად, მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის, თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად... ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და (ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს) ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას, ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე, ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს, ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან, გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე, დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ, შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.
ისევ გაზაფხული მოვა, სული გაგრძნობინებს სითბოს, გრძნობით აივსები და თავს ვეღარ მოერევი თითქოს, ქარი აგიჩეჩავს თმას და ბაგეს დაგადნება ნუში, დღეს ხომ ერთადავართ კარგო, ნეტავ რა გვტკიოდა გუშინ? ჯერ აღტაცებას ვერ დაგიმალავ, მერე შეგხედავ ბავშვური მზერით, დღეიდან მუდამ დაგიწერ ლექსებს, არ დავიღლები მე შენზე წერით, დუმილით მიმზერ , ეჭვს ვერ მიმალავ, არ შემიშინდე მე ჩემს ჯვარს ავწევ, შენია რაც მე დამიწერია, შენ გიძღვნი რასაც ოდესმე დავწერ, არ ვიცი ვისთვის ვწერდი სტრიქონებს, არამჩვევია ლექსის შენახვა, მუზა არ მყავდა მაგრამ დღეს ვიცი, რომ ჩემი მუზა მხოლოდ შენახარ, შენა ხარ ჩემი ლურჯი ოცნება, გარეთ წვიმა და ურჩი ქარია, თუ დაგაფიქრე გთხოვ მაპატიე ჩემი სულის და გულის ბრალია, ვერ აგარიდებ ცრემლიან თვალებს, შენი თვალისგან მზის სხივს მოველი, შემოტრიალდი და შემომხედე თავისუფალი შენთან მოვედი!!!!!!!!!!!!!
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე., მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე.
შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს, მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს. ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი შენი წვივის და მუხლების სითბოს და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი, გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს. მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით, ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს, სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი, ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს. საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი, ცხელი ენით დავითვლიდი მალებს, შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი და სიცელქით აგივსებდი თვალებს.
დახუჭე თვალები, ფიქრები, მთვრალები, დატოვე დარდები, დახურე ფარდები. წამები ჩერდება და აღარ თენდება, შემახე თითები, მითხარი მითები, კაბისა ვარდნები, დახსნილი თასმები, სხეულის შეხება, სუნთქვა და შეხედვა, ნაკბენი ტუჩზე და კოცნა ყურზე, დაჭიმვა ტანის, დაკაწრვა კანის, არაფერ სხვაზე და მარტო მასზე, მეკვრი და გეკვრი, ერთმანეთს ვებრძვით, და ყველა ძაფი დაწყდება წამში, სხეულის ვარდნა, ნირვანას განცდა; არავინ დარჩა, სამყარო გაქრა. დუნდება კადრი. ნელდება წამი. სულ ცეცხლის კვალი... დახუჭე თვალი. თმები, ხმა, ტუჩი... არ მოვა შუქი.
მითხარი, რომ ანგელოზი ხარ, მე დაგიჯერებ და გეფიცები ჩემი ხელით ფრთებს გაგიკეთებ, მითხარი, რომ მე გჭირდები, თუნდ მატყუებდე ოღონდ ერთსა გთხოვ ამ ცხოვრებისკენ შემომაბრუნე. მითხარი, რომ სამოთხე ხარ, მე თავს შეგაკლავ და გეფიცები რომ ერთ წამსაც არ დავფიქრდები! მითხარი, ო მითხარი, რომ შენ ჩემი ხარ და გეფიცები რომ ჩემს გულში შენ დამკვიდრდები. მითხარი, რომ მზის სხივი ხარ მე დაგიჯერებ, ოღონდ ერთსა გთხოვ, ხვალინდელ დღეს ნუ დამიბნელებ მითხარი რომ თუ მოვკვდები შენ დამიტირებ მითხარი და გეფიცები მე დაგიჯერებ!!