miyvars dzalian es leqsi.......
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით... 
ტუჩის შეხებით...
კოცნით კი არა!
-მოალერსებით...

გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით ფერებით...
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი...

დაგიკოცნიდი-
სულს...
გულს...
თვალებს ასე სევდიანს...
ბაგეს მთრთოლვარეს...
მერე გულში ჩაგიხუტებდი.......
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან....
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს...
დაგიკოცნიდი-
ღიმილს...
ცრემლებს...
"ნეტას" ნაღვლიანს........
შენ რომ გდომოდა .........
........... მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი...

ნანახია: 410 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ჩემთვის გაჩენილხარ და ვიცი ვინა ხარ,
ჩემი ოცნება ხარ სიცოცხლეს ვფიცავარ,
ზეცის საუფლოში ოცნებას ვინახავ
ღმერთია მოწმე რომ ძლიერ მიყვარხარ!!

ნანახია: 476 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
შენთვის ავიტან უამრავ ტირილს
შენთვის ვიტირებ ვით წვიმა ტირის
შენთვის ვიცინებ რომ გაგახარო
და სიყვარულის ბილიკები შემოგატარო
მე მინდა მუდამ გეფერებოდე
იყო ამ ქვეყნად სულ ბედნიერი
სახეზე მუდამ ღიმილი გქონდეს
და არ მენახოს არც ერთი ცრემლი
შენ ხარ ოცნება აუხდენელი
ერთადერთი და მიუწვდომელი
მე სითბოს მხოლოდ შენგან მოველი
რომ დაგინახავ გაბრწყინდება ირგვლივ ყოველი
იცი?მიყვარხარ,ეს სიყვარული შეუცვლელია
ბედნიერი ვარ?ეს ხომ მხოლოდ შენი ბრალია
ჩემი სიცოცხლე ღმერთსაც შენთვის უჩუქებია
მე უშენობას ვერ ავიტან ძალიან ძნელია..

ნანახია: 456 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... 
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...

ნანახია: 416 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
იცი რას ნიშნავს ერთი წამი თუნდაც უშენოდ?არ ვიცი რა ვქნა და თან ჩემს თავს როგორ ვუშველო,დავხუჭავ თვალებს მეტირება რატოომ?არ ვიცი,ალბათ უშენოდ ყოფნას გული ძლიერ განიცდის....
ნანახია: 484 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით....

ნანახია: 398 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********

ჩემთან მოდი,
განა რამე, მოდი ისე,
სულ უბრალოდ, როგორც გუშინ,
მერე ჩემი გულის ცემა მოისმინე,
ან მაჯაზე დამითვალე პულსი.
ამომიშრე ამღვრეული მზერა,
რაც უშენო შეგრძნებები განმიცდია,
ახლა თითქოს დროს თვალებით ვემტერები,
წვიმა უკრავს ჩემს ფანჯრებზე ლოდინს,
რახანია გეძახი და მოდი
ტუჩზე შენი ცხელი სუნთქვა შემატოვე,
მერე თუ გსურს უმიზეზოდ მიმატოვე,
წასვლამდე კი ამიჩეჩე თმები.
იქნებ აღარც გაგიბრაზდე სულელურად
იქნება სულაც აღარ გაგებუტო,
მაგრამ ახლა მოდი, გინდაც უნებურად,
თუ გიყვარდე... უნდა ჩამეხუტო!

ნანახია: 494 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
პალმების შრიალს ზღვის გრიალი ერთვის და ერწყმის,
მე კი ნაპირზე ფერად კენჭებს ვაგროვებ შენთვის,
ლურჯი ტალღები იეს ვნებით გიკრავენ გულში,
მე მეჯიბრება მგონი ყველა შენს სიყვარულში.
მალიმალ მიხმობ, შენ მიაპობ ალისფერ ზვირთებს
და ვერ მოდიხარ, ზღვა არ გიშვებს თანდათან გითრევს
ის გეფერება სიყვარულის შიშის ფეთებით
ზღვასაც უყვარხარ და საჩემოდ არ ემეტები.
ზღვას შევეცოდე შენი თავი ისევ დამითმო
და შენც ნაპირთან გამოცურე მხლოდ ამიტომ,
ათასი კოცნით მზემ აგიშრო მლაშე ცრემლები
მზე რომ მზე არის მასაც ჩემთვის არ ემეტები.

ნანახია: 553 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ეხლა მოვალ და შევისუნთქავ შენს ქორფა სურნელს
მოვალ და უხმოდ დაგიკოცნი ტუჩებზე ღიმილს
დანამულ ყელზე გაკოცე და ვიეჭვიანე
ვისი შეხება გირჩევნია
ჩემი თუ წვიმის?

ნანახია: 486 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც
კიდევ დამრჩა სათქმელი
მოგიყვები, რაც კი რამე
მომადგება ენაზე.
არ დამიწყო,,ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე
ისე გამოგეპრანჭები ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზე
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე,
გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ.
არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე.
გამოაღე,
გამოაღე,
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელi

ნანახია: 443 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

legenda.....
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზმა, როგორ დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი,

რა დავაწყევლოსთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც...

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი..

წითელმა: ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუგარ მიეცეს, ულამაზესი იყოს მარა უღარიბესი..

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელდიდებით შეწვდებოდეს ცათა კაბადონს,

მაგრამ დავბადოთ სულთა მედროშე და უთუოდ საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან არ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი....

ნანახია: 496 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ჩემთვის ბევრს ნიშნავ ...
არ მიყვარხარ
მაგრამ ჩემი ხარ,
ეგოისტი ვარ ვეჭვიანობ
ყველა გამვლელზე,
ტროტუარებთან ჩამოჯდება
დილა შენთვის და
წინ გადაგიშლის საოცარი ქალის სახეებს.
მამაკაცი ხარ
გაიხედავ ალბათ და ლამაზ
საოცარ თვალებს წააწყდები გაჩერებაზე,
ტრანსპორტირება არ ჭირდებაო ამბობენ გრძნობებს
თავად მიდის და მონუსხული თან გაგიყოლებს.
ჩემთვის ბევრს ნიშნავ...
არ მიყვარხარ,
კვლავ თავს ვირწმუნებ
და ცხელ ასფალტზე გადავღვარე შენი სახება,
ნერვებს ვატარებ აწეწილი თმის დასამაგრად
და ვეძებ შენში ჩემი თავის რამე მსგავსებას.
ჩემთვის ბევრს ნიშნავ...

ნანახია: 464 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
თუ ძველი გროშივით გაცვდა სიყვარული, გაცვდა მონატრებაც,
იქნებ უსასრულო ჩემმა საუბარმა თავიც მოგაბეზრა,
თუკი შენს ოცნებას ფერი გავუხუნე, მე განმსაჯოს ღმერთმა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ მთელი ერთი წელი,
მხოლოდ დრომ იმეფა!

ოღონდ ნუ მეტყვი რომ ჩემმა ბავშურობამ სული დაგიღალა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ერთმა უბიწო და გულუბრყვილო ქალმა,
სატკივარი შენი, ვერ გაითავისა,
გული დაგიმალა....
ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ,
მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე,
ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ,
და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.

რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა,
რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ
ფასი არ დაკარგა!
მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები,
ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები...

ნანახია: 410 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე გავათენებ...
...................შენ დაიძინე...
შუბლზე გაკოცე,
...................გაიცინე...
შუქი ჩაგიქვრე,
..................გაწუხებდა...
ფრთხილად მოგხსენი...
.............................მარწუხები...

ნეტა რას ხედავ,
......................გესიზმრება?
იბურდღუნე და....
......................გადაბრუნდი...
მერე გელოდი...
დიდხანს გელოდი....
...
არ დაბრუნდი....

ნანახია: 393 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხვაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ,
მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე,
ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ,
და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე.

რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა,
რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ
ფასი არ დაკარგა!
მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები,
ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები!

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე ვიცი, ჩემში ორი ქალია-

ერთი ლექსებს წერს, მეორე არა.

მე ვიცი იმ ერთს რა უხარია,

მეორე- გულში რა ნაღველს მალავს.



ერთი ადგება დილაადრიან,

მეორე-ღამით სულ არ იძინებს.

ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,

მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.

..................................................

და წლები ასე უბრად მიდიან,

გზა დასახსნელი ვერსაით ვპოვე,

რომელი დავთმო, ვერ გამიგია,

ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ნახე როგორ წვიმს, ქუჩას ატყვია
სველი წვეთების ლამაზი კვალი,
ცხელი სინაზით ამბორს გიგზვნის,
ლოდინით ძლიერ დაღლილი ქალი.

მესმის ხმაურში ხუნდება დილა,
სევდის ფერებით იმოსავს სახეს,
შენს დაბრუნებას ისევ მოველი,
ისევ ვათენებ ეულად ღამეს.

ცრემლად მოვლენილ სიხარულს ვლოცავ,
ოცნებებში რომ ვხატავდი ნათლად,
მივყვები ქუჩას და მიმაცილებს,
გაცოცხლებული სულები ქვათა.

ისე დსვცილდი შენს გულის კარებს,
სულის ძახილმა ვერ მოაღწია,
რომ ერთადერთი ვინც მართლა მიყვარს,
ღამეულ სიზმრად გადამიქცია.

ნახე როგორ თოვა, ქუჩას ატყვია,
ფიფქებში შენი განვლილი კვალი,
ისევ მოგელის მთელი არსებით,
შენზე მლოცველი პატარა ქალი.

ნანახია: 461 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ჩემს წელიწადში ხუთი დროა 
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული
ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა
გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება,
და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა, რომ
ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში
ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი, როგორც
შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს
წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის,
უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...


ჩემს წელიწადში ხუთი დროა
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე….

ნანახია: 474 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.


ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები

ნანახია: 366 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... 
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...

ნანახია: 387 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
შენთან რომ ვიყო სიყვარულზე დაგაფიცებდი, 

ერთი იცოდე მე არასდროს დაგავიწყდები, შენთან რომ ვიყო მოფერებით დაგაძინებდი, და ყოველ დილით ნაზი კოცნით გაგაღვიძებდი.

ნანახია: 478 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
მე ლოთი ვარ, მერე რა მოხდა?
ნიკალაც არაყის ჭიქაში მოკვდა,
გალაკტიონსაც უჰყვარდა ღვინო,
მისი ლექსებიც სიმთვრალე იყო.
სიმთვრალე იყო პოეტის მუზა,
არ აბრუნებდა მედუქნე ხურდას,
არღანს უკრავდა ბებერი კინტო,
არღანზე პური და არაყი იდო.
სიმთვრალე იყო ფოეტის მუზა,
არ აბრუნებდა მედუქნე ხურდას,
არღანს უკრავდა ბებერი კინტო,
არღანზე პური და არაყი იდო.
სადღაც მღეროდნენ ლამაზმანები
იეთიმ გურჯს უნახავს იმათი თვალები,
დავლურს ცეკვავდნენ ყარაჩოღლები,
ივსებოდა ტივი ბოთლებით,
ნაბახუსევი იდგა მთაწმინდა,
თბილისზე ლამაზი ქალაქი არ მინდა,
თბილისზე უცხოელს უთქვავს ასეთი,
სამოთხე "ღვინის, დუდუკის, ქალების.
ჰოდა ლოთი ვარ მერე რა მოხდა?
ნიკალაც არაყის ჭიქაში მოკვდა...
გალაკტიონსაც უქვარდა ღვინო...
მისი ლექსებიც სიმთვრალე იყო.
ჰოდა ლოთი ვარ მერე რა მოხდა...

ნანახია: 539 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა-სისხამს...
ქარია, ალბათ; გზა აებნა იქნებ მათხოვარს...
მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.

ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს,
არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით
და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს,
კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.

ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა,
განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...
მშვიდობა ყველას, შორს წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა,
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

ნანახია: 480 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე 

უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები

როცა ვერ გხედავ და ჩემთან არხარ

ძალიან,ძალიან მენატრები....

ნანახია: 440 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,

მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,

თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,

და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.



ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,

ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,

ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...

დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -



ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,

ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,

ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე,

ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.



წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ,

ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე,

თვალებს ვადევნებთ, დღეს მომავლის ვიწრო კორიდორს

და გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს...

ნანახია: 442 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ძნელია როცა გიყვარს და იცი_ეს სიყვარული აკრძალულია...
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია....

ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ.....
გრძნობ როგორ კვდება და შენს სიყვარულს გადარაჩენად ხელს ვერ უწოდებ.....

ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია.....
ძნელია როცა გიყვარს და იცი_მას სიყვარული არ შეუძლია......

როცა ძებნაში გადის წლები და...... ჯერ არაფერი არ გიპოვია.....
ძნელია როცა ცხოვრობ და იცი_რომ არასოდეს არ გიცხოვრია...!

ნანახია: 458 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
"არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,

გიპოვნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,

მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას,

არ გჯერა?თუ გინდა იებზე დავიფიცებ...

ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები,

მათ ახლადახელილ თვალებს,რომ

ისე ლამაზად მეყვარები

კიდეც შეშურდება მთვარეს!

არა,გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,

გიპოვნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,

მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას,

არ გჯერა?თუ გინდა იებზე დავიფიცებ...

ნანახია: 492 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
კიდევ კარგი, რომ ფიქრებს საზღვრები არ გააჩნია, თორემ სიცოცხლეს სულ წამებში დავასრულებდი…

კიდევ კარგი, რომ მიუწვდომელი გვყავხარ უფალო …”

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს...
რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს...
რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს...
რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს...
რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს,
მერე რა,რომ კოცნის ზღვას.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს...
რასაც არ მთხოვ გეტყვი...ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს.

წელიწადის არც ერთ დროს,
დღე-ღამეში არც ერთ წამს...
არაფერზე მეტყვი ხოს
შენი მაინც მუდამ მწამს.

ნანახია: 486 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ჩემი სიცოცხლე დროებითია

ამიტომ ნუღარ დამითარიღებთ.

ჩემი სიკვდილიც დროებითია

ამიტომ ცოტა რამე დამითმეთ.

ეგ სიყვარულიც დროებითია

იჩქარეთ გულის კარი გამიღეთ,

ამ ქვეყანაზე სიკვილ-სიცოცხლე

დროებითია რად ვერ გაიგეთ

ნანახია: 427 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
ღმერთო რა ძნელი ყოფილა რეალობა, ღმერთო რამხელა ტკივილი დევს რეალობაში...
ნანახია: 541 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...

ნანახია: 509 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
___გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,

დღეს კი შენს გარეშე, სუნთქვაც გამიჭირდა,

მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,

ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა...

რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობა არეულმა,

სადღაც ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,

სისხლი მოიბანა ღამე მთვარეულმა,

შენ კი უცოდველი, მკვლელად მესახები!

ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,

კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,

მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი,

ტუჩის კუთხეებთან ბზარიც გამჩენია....

ნანახია: 476 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ძალიან მალე იცლება ჭიქა
ძალიან მალე იღლება თვალი
ძალიან მალე,ძალიან მალე
იცვლება აზრი,იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე
ვით ციხე მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

ნანახია: 469 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
წასვლა გინდა?.. წადი...არვინ გაკავებს.
სადაც წახვალ,ღმერთი ყველგან გფარავდეს
დაგედევნო?..რატომ?... -შენ ხომ სხვისი ხარ.
შენ ხომ უკვე სხვისი ლანდის ჩრდილი ხარ...
წასვლა გინდა... წადი...არვინ გაკავებს,
შენთვის ლოცვას ღმერთან მაინც აღვავლენ,
ცხრა ლახვარსაც გულზე ერთხელ დავითმენ...
და ღვთის ძალით, სიმღერასაც დავიცწყებ.
წასვლა გინდა? წინ რისთვისღა დაგიდგე,
შენ ხომ ჩემი ვერასოდეს გაიგე...
არც კი ღირხარ იქნებ ამის საფასურ,
მაგრამ მაინც შემორჩები ჩემს წარსულს. ...
და არ ვნანობ,არცერთ დღეებს გარდასულi

ნანახია: 473 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*************
მოდი გადაგრიო სუნთქვით,
მინდა გეთამაშო თმაში,
თვალში მოგაჩერდე წუთით,
როგორც გულუბრყვილო ბავშვი..
მერე გავაღვიძო ქალი
ჩემში,სასწავლი მაქვს ბევრი,
როგორც მოსახდელი ვალი,
როგორც დასაღვრელი ცრემლი..
როგორ აგიჩქარო სუნთქვა,
როგორ მოგაფიქრდე თავში,
ისე ჩაგიხუტებ ისე,
ხელებს არასოდეს გავშლი..
მოდი განაწილდი ჩემში,
მოდი გიჩურჩულო ყურში,
მოდი ამიყვანე ხელში,
მერე ჩამიხუტე გულში..

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
შენ გაზაფხულის სურნელებას მოჰყევი დედი,
რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა.
სხვა სილამაზე არრა არის ამაზე მეტი,
თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის,დედა!
რომ ფაქიზ სულში დაცურავენ აისბერგები,
მზე და ღრუბლები, ოცნებები, ნატვრები, მე და ...
ისე დიდი ხარ, არასოდეს არ დაბერდები,
ისე წმიდა ხარ, როგორც ლოცვა , ძვირფასო, დედა!
მე ჩენს ბავშვობას სარკესავით ვუმზერ თვალებში
და მეშინია შემოპარულ თმაში ჭაღარის...
შენ დაიბადე უსასრულო ოკეანეში,
ჩემი ბავშვობა უტიფარი, აი, აქ არის.
მოვალ ისე,რომ მოგიტანო მთელი სამყარო,
გითხრა ის, რასაც ვერასოდეს გიმღერებს გედი.
მე ნაადრევი გაზაფხული მინდა გახარო:
-ყოჩივარდები შემოსულა, შეხედე, დედი!
შენ ოქროსყანის სურნელებას მოჰყევი, თითქოს,
რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა,
ამაზე მეტი სილამაზე , რა უნდა იყოს,
თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის ,დედა...

ნანახია: 438 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.
ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.
მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...

ნანახია: 455 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
მე შენს თვალებზე შემიძლია ლექსების წერა,

ფიქრით და წერით გადავიღალო გული და ხელი,

მე შენს თვალებზე შემიძლია შევთხზა სიმღერა,

მაგრამ არასდროს აღარ გითხრა მიყვარხარ მეთქი!

მე შემიძლია შენს ხატებას კერპი ავუგო!

და შემიძლია ავაშენო შენთვის ტაძარი,

მაგრამ ხმამაღლა შენს სახებას არ ვცე თაყვანი!

მე შემიძლია შენს თვალებსაც დავცინო ჩუმად,

და შემიძლია მაგ სილამაზეს სულაც ვქირდავდე,

და მე ხმაურით წაგიკითხო ლექსი და ხოტბა,

მაგრამ ძალიან ფაქიზად და ჩუმად მიყვარდე!.

ნანახია: 460 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ...

ნანახია: 488 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ააწრიალებს სულს უშენობა 
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...

ვიცი,ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია...
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!

უნდა გაიგო,უნდა იწამო,
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი,გაუბზარავი...

თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ.
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ...
ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება -
შენს სიზმარში რომ გადაიარა.

ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია ...
ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.

და აწრიალებს სულს უშენობა
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები.

ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ხარ გათენება, 
მზის ამოსვლა შუაღამეში,
მხოლოდ ცის ფერებს ითვისებენ შენი ფუნჯები,
სველი ქუჩიდან შემოხვედი გამშრალ თვალებში,
მოვალ,
დავწვები შენს ტანზე და გავირუჯები.

დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე.

ნანახია: 465 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ღამის ჩრდილები ჩემს კარებთან
დგანან დარაჯად,
მისი თვალების წყვდიადი კი
ჩემს თვალებს უმზერს,
თმებიც ბალიშზე ბეჭდის რგოლად
თითქოს დალაგდა,
ნაზ ჩურჩულს ვისმენ და მალამოდ
მედება გულზე.

ნუ წახვალ, ღამევ, შენთან ყოფნა
სიყვარულს შვენის,
ბნელით შემოსე ჯადოსნური
მისი სამყარო,
დროვ, შეაჩერე შენც საათი
ბებერი ხელით,
ამ საოცარი ღამით ტკბობა
რომ დამაცალო.

მაგრამ თენდება და ჩრდილები
იხევენ უკან,
მიბნედილ თვალთა მზერა თითქოს
უკვე დამორცხვდა.
ის აცახცახდა, სახით მკერდზე
მომეკრა მწუხარს.
ო, რა იქნება, დააყოვნე,
მზეო, ამოსვლა!

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ვგრძნობ გაზაფხულის ძალას,
სიგიჟეს ატმის ხეთა,
შენი თვალების ფასი,
დარჩა დღეს მხოლოდ მცხეთა.
ზამთრის ქარებში გაზრდილს,
ვით გაზაფხული მათბობს,
შენი სხეულის ალი,
სასმელი გრძნობით მათრობს.
ბედის ბრალია ალბათ,
ჩვენი შორი-შორს ყოფნა,
ჩემი სიცოცხლეც არ ღირს,
შენი ტუჩების კოცნად.

ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
ჩემებურად მიყვარს..
ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

ნანახია: 467 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ნანახია: 445 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********
არავის არ უთხრა,რომ მე ცოცხალი ვარ,
რომ მე შეიძლება შევიგრძნო სამყარო..
არავის არ უთხრა კაცი ვარ,ქალი ვარ
ან იქნებ ღმერთი ვარ ღრუბლები გავყარო...
რომ მე მაოცებს და მხიბლავს დედამიწა,
რომ მინდა ზღვის პირას კენჭები დავთვალო..
ან იქნებ მარგალიტს ვეძებდე ხალხში და
ვიპოვო ერთ გულში ათასი სამყარო...
არავის არ უთხრა ნაზი ვარ..ქალი ვარ..
და შუა ზამთარში ვყვავილობ,ვმაყვალობ,
ვერავინ ვერ უნდა გაიგოს ქარი ვარ,
ან იქნებ მტყუანი ვფიცავ და ვმართალობ..
არავის არ უთხრა წყალი ვარ,მიწა ვარ,
და იქნებ წვიმის დროს გიჟივით ვავდარობ..
არაქვეყნიური მადლი ვარ,თიხა ვარ..
ან იქნებ არცა ვარ მე ვინმეს სადარო...
არადა მე მაინც ქალი ვარ..ნაზი ვარ..
და ამქვეყნიური თვალებით ვმაყვალობ..
მე მაინც შენით ვარ,მე მაინც შენი ვარ,
და თუ მე შენი ვარ შენია სამყარო.....

ნანახია: 448 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, 
მე რომ გეძებდი, ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი

ნანახია: 470 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

************
ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს, 
შემოჩვეული თმებში მალულად,
აწი იქნებ და ვერ გავიღიმო,
ისე ნაზად და ისე ქალურად.

როგორც წლების წინ გამოხედვაში,
ხტოდნენ, ანცობდნენ ცელქი ჭინკები,
ვერ აგისრულო ეგებ ბევრი და
ამიტომ ბევრსაც ვეღარ გპირდები.

ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს,
თვალების ქვეშ, რომ ხაზავს რვიანებს,
ვერ ამიტაცებ ხელში აწი და
ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...

რა ვუყოთ მერე?! ჩვენ არ ვიდარდოთ,
ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდოს ფიქრებმა,
ჩემი დამჭკნარი პეშვიდან წყალი,
ისევ ისეთი ტკბილი იქნება.

და მინავლული ცეცხლიც გამათბობს,
შენი თვალების ნაპირებიდან
და მე გავზომავ მანძილს ყოველთვის,
ასრულებამდე-დაპირებიდან!

ნანახია: 511 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
მტკივა ყველა ამოსუნთქვა,ყველა ძარღვი,სადაც შენი მონატრება ფეთქავს.......
ნანახია: 389 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
როცა მიხვდები როგორ მიყვარდი ცრემლი წამოგივა,მწარე ცრემლები,მაგრამ გაუშვი წავიდეს ისე როგორც მე წავედი შენი ცხოვრებიდან !
ნანახია: 417 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

***********

თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ შენ მე გჭირდები შენს გვერდით, მინატრე...მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა...

ცას ამოხედე!

ნანახია: 490 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
მოვალ..ჩემი სულის ნარცისებს მოგიტან. მხარზე თავს დაგადებ და გავჩუმდები.ჩუმად იყავ....ყური უგდე ნარცისების ჩურჩულს და გაოცდები. რატომ მოვედი? არ იყო საჭირო? ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო?

ეს ერთი წუთი მაპატიე. ამ ერთი წუთის სიამაყეს ნუ მთხოვ. მე ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე, თვით კი....გავბრუნდები უხმოდ...

ნანახია: 453 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
არ გეგონოს ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რამეთუ გულიდან წამოსული ცრემლი თვალებამდე არასოდეს აღწევს...
ნანახია: 360 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
ამ მონატრებით დღეებს ვატარებ, ისევ შენი ხმა ჩამესმის ყურში. ვფიქრობ... და ფიქრში რას არ გადარებ ვფიქრობ და სისხლზე მეტი ხარ გულში..
ნანახია: 404 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

**********
როცა ნატანჯი გული ქვითინებს, როცა ტკივილი გირთულებს სუნთქვას, როცა სიცოცხლეც თითქოს აღარ გსურს, მაშინაც გული იმედით სუნთქავს!
ნანახია: 382 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე,
რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები,
ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.


ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით
და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები

ნანახია: 409 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
შენზე ფიქრებმა გამაწამეს და რა ხანია,

ლამის ფიფქებად დამეყაროს მხრებზე ნისლები...

გრდძნობა აღელდა, აბობოქრდა წარსულის ჩრდილად -

ღამის წყვდიადში მოპარული უგონო კოცნის!

ნისლი ჩამოწვა ზამთრის კიდეზე ...ჩამოწვა ნისლი,

შენ მიმიკარი მკერთან ახლოს, - ო შენი სუნთქვა

მე სულს მიკმავდა. მზე ლოდინით დადაიქანცა

და დაიფერთხა თვალცრემლიანმა მთვარემ გრძნობები...

გამთენიისას იდულამებამ ფერი იცვალა,

მე -

შემაჟრჟოლა,

შენ -

მომათავსე გულის სიღრმეში,

ვგონებ რომ ვნება გარდისახა მეწამულისფრად

და მძაფრი განცდა გარიჟრაჟის დარჩა ყივილი!

სევდა ჩამოჯდა ზამთრის კიდეზე ...

ჩამოწვა ნისლი,

მას შემდეგ შენ ხარ ჩემი სულის უხმო კივილი!

ნანახია: 404 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიძა...გულს ტკივილი ეკვრა, მოვიწყინე და ფიქრებში წასულმა ავტირდი... მენატრები...შენ მონატრება იცი რას ნიშნავს? მოგნატრებია ოდესმე ვინმე? შენ შორს ხარ... ძალიან შორს... რა მოხდება გინატრო და ეხლა უცებ ჩემთან გაჩნდე...
ნანახია: 454 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.


მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.


ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.

ნანახია: 477 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*******
უშენოდ გაძლება არ არის ადვილი.

რა ვქნა რომ ერთმანეთს გვაშორებს მანძილი.

იცი მეგობრობა კარგი და ნამდვილი,

ჩემს გულში ,შენ უკვე გაქვს შენი ადგილი!...

ნანახია: 475 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
sxvam rom gakocos gultan ar miva...msurs mogepero,msurs agatiro da chemi kocna ar dagaviwko...!
ნანახია: 414 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
ოღონდ შეინახე სახსოვრად წუთები მიყვარხარ ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან, თვალებს გიკოცნი და გულში გეხუტები
ნანახია: 470 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

******
საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა
მოვფერებოდი წამით .
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ ,
შვენოდა პატარა ხალი ,
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის ...
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა–მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი...
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი ...

ნანახია: 481 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
ყური დაუგდე,ნუთუ არ გესმის?

როგორ გეძახის ეს ჩემი გული,

ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ

და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.

წუხელ სიზმარში გამომეცხადე,

ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,

მერე წყვდიადში გაუჩინარდი

არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.

ვინ გიყვარს ნეტავ,ვის ეტრფი კარგო?

მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,

მარტოობისთვის ვარ გაჩენილი

იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.......

ნანახია: 388 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

********
მე მინდა ვიყო წყარო ანკარა,

მაღალი მთიდან გადმომდინარე.

რომ ჩემთან დაჯდე, თუნდაც ცოტა ხნით,

და დაღლილს გზისგან, წყურვილს გიკლავდე.

მე მინდა ვიყო მუხა ძლიერი,

მქონდეს ტოტები აწვდილი ცამდე.

და ამ ტოტების ნაქარგავ ჩრდილში,

მზის სიმხურვალეს ემალებოდე.

მე მინდა ვიყო ზღვა უნაპირო,

მის შუაგულში შენ რომ ცურავდე.

როცა ცრემლები თვალს მოგადგებგება,

უმალვე ჩემი ტალღებით გბანდე.

უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ,

ხელშეუხებლად მინდა გეფერო,

და თითო წამი ჩემი ცხოვრების,

მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო

ნანახია: 410 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

*********
Казан Казиев- Милая МАМА....
ნანახია: 280 | კომენტარები: 0 | ავტორი: eka სრულად...

Website builder - uCoz